თბილისი:
მანჩესტერი:
12-11-2016, 17:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2567,
კომენტარები: 11
"იუნაიტედი" რაკიტიჩის შეძენას აპირებს
ხორვატი ნახევარმცველი მოურინიოს სატრანსფერო სამიზნეა.
"ბარსელონას" კიდევ ერთი პრიორიტეტი მიზანი ივან რაკიტიჩის შენარჩუნება იქნება, რამეთუ ხორვატი ფეხბურთელით "მანჩესტერ იუნაიტედი", "იუვენტუსი" და მადრიდის "რეალი" ინტერესდებიან - იტყობინება Mundo Deportivo.

ნეიმარმა, სერხიო ბუსკეტსმა და ხავიერ მასკერანომ უკვე გააფორმეს ახალი კონტრაქტი, ლუის სუარესი კი იმავეს გააკეთებს, როგორც კი მისი აგენტი და "ბარსელონა" შეთანხმებას მიაღწევენ.

ახალი შეთანხმებისთვის ხელის მოწერას აპირებს ლიონელ მესიც, მაგრამ Mundo Deportivo ამტკიცებს, რომ სუარესთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ, "ბარსელონასთვის" პრიორიტეტული მიზანი რაკიტიჩისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზება იქნება.

28 წლის ნახევარმცველი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდა ლუის ენრიკეს გუნდში, მას შემდეგ, რაც 2014 წლის ზაფხულში "სევილიადან" "ნოუ კამპზე" გადავიდა. რაკიტიჩმა შეძლო და ჩავი ერნანდესის წასვლით გამოწვეული უდიდესი დანაკარგი ამოავსო კატალონიურ გუნდში, სადაც იგი პარტნიორობას ანდრეს ინიესტასა და სერხიო ბუსკეტს უწევს.

"ბარსელონა" კი თავის მხრივ გარანტიას შეიქმნის იმისა, რომ რაკიტიჩი გუნდში დიდხანს იასპარეზებს და ისეთივე სარფიან წინადადებას შესთავაზებს, როგორიც ლუკა მოდრიჩსა და ტონი კროსს აქვთ მადრიდის "რეალში".

თუმცა, რაკიტიჩს ალტერნატიული ვარიანტი "მანჩესტერ იუნაიტედისა" და სხვა კლუბების სახით ექნება. ჟოზე მოურინიომ ჯერ კიდევ ზაფხულში შესთავაზა ხორვატს "ოლდ ტრაფორდზე" თამაში და "ბარსელონას" დატოვების სანაცვლოდ მას კვირაში 192 ათას ევროს გადაუხდიდა ხელფასის სახით, მაგრამ "ბარსელონას" ფეხბურთელმა კლუბის დატოვება არ ისურვა.
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Iunaitedi
13 ნოემბერი 2016 20:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
რამდენი ცენტრალური ნახევარმცველი გვყავს.? rage
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top