თბილისი:
მანჩესტერი:
10-11-2016, 09:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2674,
კომენტარები: 14
ზლატანი: "იუნაიტედში" ტიტულებს მოვიგებ"
ზლატან იბრაჰიმოვიჩის ინტერვიუ.
ზლატანი:
Inside United-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა რამდენიმე საკითხზე ისაუბრა.

მიზანი ტიტულია

იბრაჰიმოვიჩმა ყველგან მოიგო ტიტული, სადაც ითამაშა, მაგრამ მის თაროს პრემიერ ლიგის თასი აკლია, რისი მოპოვების იმედიც "იუნაიტედთან" ერთად აქვს.

"უუუფ, ფანტასტიკური იქნებოდა. პრემიერ ლიგა რომ მოვიგო, მომდევნო დღესვე შევწყვეტ ფეხბურთის თამაშს... თითქმის! ბოლო მატჩებში ცოტა არ გვიმართლებდა, მაგრამ გვჯერა და როცა გჯერა, ამასაც მიაღწევ. იმედი მაქვს მოვიგებ, არა, ნამდვილად მოვიგებ."

ეს უდიდესი კლუბია

ფეხბურთელი, რომელსაც "ბარსელონაში", "მილანსა" და პსჟ-ში ასპარეზობისას აქვს მოპოვებული ტიტულები (ეს სრული ჩამონათვალი არ არის, რამეთუ მის ანგარიშზე 13 ჩემპიონობაა სხვადასხვა ჩემპიონატებში), აღნიშნავს, რომ ეს კლუბი უდიდესია.

"ბევრ დიდებულ კლუბში მითამაშია, ყველა კლუბი დიდებული იყო და თუ არ იყო, როცა მე მივედი, მაშინ გახდა! ყველაფერი, რასაც აქ ვაკეთებთ, უზარმაზარია, არც ადგილობრივი, არც გლობალური, არამედ მსოფლიო მასშტაბის."


ყოველი მედალი განსაკუთრებულია

როცა 25 ჯილდო გაქვს მოგებული წარმატებული კარიერის განმავლობაში, ფავორიტის გამოყოფა რთულია - იბრასთვისაც კი. "ყველა მედალს თავისი ისტორია აქვს. რთულია თქმა, რადგან ყველა ქვეყნიდან ერთი მაინც მაქვს, სადაც ვიყავი".

მათ შორის ინგლისიდანაც. "იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ პირველივე ოფიციალურ მატჩში მან ქომუნითი შილდის მედალი მოიგო.



წყარო: manutd.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: MEMPHIS 7
10 ნოემბერი 2016 09:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
ჯერკიდე იბრაააა არბერდება ეს კაციიი
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
10 ნოემბერი 2016 09:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
პრემიერ ლიგა გაგვიჭირდება მარა ერთი სამი წელი თუ დარჩება შეიძლება ქონდეა შანსი :D
0
№3
ავტორი: stepno
10 ნოემბერი 2016 11:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: SANDROGRIGA
პრემიერ ლიგა გაგვიჭირდება მარა ერთი სამი წელი თუ დარჩება შეიძლება ქონდეა შანსი :D

მართლა ყოვლის შემძლე კიარაა :DDDDDD ალბათ ამ სეზონის მერე დაანებებს თავს.
0
№4
ავტორი: GeorgeBest
10 ნოემბერი 2016 11:10
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იმედია. დიდი ხნით არაა აქ და მაგაზე ეხლავე უნდა იზრუნონ
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
10 ნოემბერი 2016 11:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
წელს რთული იქნება პრემიერ ლიგის მოგება და მომავალ წელს თუ დარჩები უეჭველი მოიგებ wink
1
№6
ავტორი: SANDROGRIGA
10 ნოემბერი 2016 12:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ციტატა: stepno
ციტატა: SANDROGRIGA
პრემიერ ლიგა გაგვიჭირდება მარა ერთი სამი წელი თუ დარჩება შეიძლება ქონდეა შანსი :D

მართლა ყოვლის შემძლე კიარაა :DDDDDD ალბათ ამ სეზონის მერე დაანებებს თავს.

მაგიტო დავწერე მერე :D
0
№7
ავტორი: gaga1987
10 ნოემბერი 2016 13:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
გაახანგრძლივებს უეჭველი 2წელი კიდე
0
№8
ავტორი: rene harrison_
10 ნოემბერი 2016 13:14
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 273
ისე საუბროსბს, კაცს ყველაფერს დაგაჯერებს
0
№9
ავტორი: kaxeti
10 ნოემბერი 2016 13:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
ატანა არ არის ამათი რახარუხისა რა
0
№10
ავტორი: REDmonday
10 ნოემბერი 2016 14:28
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 118
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top