თბილისი:
მანჩესტერი:
10-11-2016, 09:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2675,
კომენტარები: 14
ზლატანი: "იუნაიტედში" ტიტულებს მოვიგებ"
ზლატან იბრაჰიმოვიჩის ინტერვიუ.
ზლატანი:
Inside United-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა რამდენიმე საკითხზე ისაუბრა.

მიზანი ტიტულია

იბრაჰიმოვიჩმა ყველგან მოიგო ტიტული, სადაც ითამაშა, მაგრამ მის თაროს პრემიერ ლიგის თასი აკლია, რისი მოპოვების იმედიც "იუნაიტედთან" ერთად აქვს.

"უუუფ, ფანტასტიკური იქნებოდა. პრემიერ ლიგა რომ მოვიგო, მომდევნო დღესვე შევწყვეტ ფეხბურთის თამაშს... თითქმის! ბოლო მატჩებში ცოტა არ გვიმართლებდა, მაგრამ გვჯერა და როცა გჯერა, ამასაც მიაღწევ. იმედი მაქვს მოვიგებ, არა, ნამდვილად მოვიგებ."

ეს უდიდესი კლუბია

ფეხბურთელი, რომელსაც "ბარსელონაში", "მილანსა" და პსჟ-ში ასპარეზობისას აქვს მოპოვებული ტიტულები (ეს სრული ჩამონათვალი არ არის, რამეთუ მის ანგარიშზე 13 ჩემპიონობაა სხვადასხვა ჩემპიონატებში), აღნიშნავს, რომ ეს კლუბი უდიდესია.

"ბევრ დიდებულ კლუბში მითამაშია, ყველა კლუბი დიდებული იყო და თუ არ იყო, როცა მე მივედი, მაშინ გახდა! ყველაფერი, რასაც აქ ვაკეთებთ, უზარმაზარია, არც ადგილობრივი, არც გლობალური, არამედ მსოფლიო მასშტაბის."


ყოველი მედალი განსაკუთრებულია

როცა 25 ჯილდო გაქვს მოგებული წარმატებული კარიერის განმავლობაში, ფავორიტის გამოყოფა რთულია - იბრასთვისაც კი. "ყველა მედალს თავისი ისტორია აქვს. რთულია თქმა, რადგან ყველა ქვეყნიდან ერთი მაინც მაქვს, სადაც ვიყავი".

მათ შორის ინგლისიდანაც. "იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ პირველივე ოფიციალურ მატჩში მან ქომუნითი შილდის მედალი მოიგო.



წყარო: manutd.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: gela-manutd
10 ნოემბერი 2016 16:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ბიჭებო ვინმემ პეს 17ტის თუ იცით რამე შემეხმიანეთ ძმურად რა
0
№12
ავტორი: ikeoni
10 ნოემბერი 2016 17:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11657
Imedia zlatan ❤️
0
№13
ავტორი: mufc1878
10 ნოემბერი 2016 20:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 291
სად ხართ იბრასჰეითერები აბა

სოუნსიმდე რო ტვინი მოიდგნა გოლს ვერ აგდებსო დუბლი დაიდო

ეხლა მაგარია იბრა?აბა გეკითხებით

შემდეგ რო ვერ გაიტანოს არსენალთან არიქნება მაგარი არა?

მართლაია არითამაშებს მაგრამ მაინც მოთხოვეთ გატანა
0
№14
ავტორი: Iunaitedi
10 ნოემბერი 2016 22:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
ციტატა: gela-manutd
ბიჭებო ვინმემ პეს 17ტის თუ იცით რამე შემეხმიანეთ ძმურად რა

რაგაინტერესებს?
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top