პოლ პოგბა გუნდის დასახმარებლად უფრო მეტი გოლის გატანის იმედს გამოთქვამს.
პოლ პოგბამ იმედი გამოთქვა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" უფრო მეტ გოლს გაიტანს და მის მიერ "სუონსის" კარის დალაშქრვა მხოლოდ ერთ-ერთი პირველია.
ფრანგმა ფეხბურთელმა მე-15 წუთზე შორეული დარტყმით გახსნა ანგარიში, მოგვიანებით კი გულშემატკივართა მიერ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
შეხვედრის შემდეგ კი ნახევარმცველმა კლუბის ოფიციალურ ტელევიზიას ინტერვიუ მისცა.
რა იყო გადამწყვეტი გამარჯვებაში?ვფიქრობ, ყველა ფეხბურთელს სურდა ამ მატჩის მოგება და ყველა კონცენტრირებული იყო. ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ და ყველაფერი გავიღეთ, პირველი ტაიმი დაუჯერებელი იყო. ერთ-ერთი საუკეთესო პირველი ტაიმი იყო და სწორედ ასე უნდა ვთამაშობდეთ, ყველაფერს ვიღებდეთ, ყველა ერთად უნდა ვმოქმედებდეთ და როცა ერთად ვთამაშობთ, ასე ვთამაშობთ.
თქვენს კარიერაში არაერთი ლამაზი გოლი გაგიტანიათ, ამ გოლს რა ადგილს მიუჩენდით?კიდევ ერთხელ უნდა ვნახო, მაგრამ ეს ერთ-ერთი საუკეთესოა მათ შორის, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედში" გამიტანია და იმედი მაქვს, უფრო მეტ გოლს გავიტან გუნდის დასახმარებლად, რათა მოვიგოთ და მოვიგოთ, ასე გავაგრძელოთ.
ზლატან იბრაჰიმოვიჩს სჭირდებოდა ეს გოლი?ზლატანი გუნდისთვის თამაშობს და გუნდისთვის იმარჯვებს, მის გამო ყველანი ბედნიერები ვართ, რადგან თვითრწმენა სჭირდება და მან ორი გოლი გაიტანა. გუნდისთვის ყველაფერს აკეთებს და ჩვენც სწორედ ეს გვჭირდება - ფეხბურთელების თამაში ერთმანეთისთვის და ეს გუნდური სულისკვეთება.
შეგიძლიათ მოგებათა სერია გქონდეთ?რა თქმა უნდა, დღეს მოგება გვჭირდებოდა და ასე მოხდა - ახლა ამ გზით უნდა გავაგრძელოთ.
წყარო:
manutd.com