თბილისი:
მანჩესტერი:
7-11-2016, 11:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2414,
კომენტარები: 12
ზლატანი: "ვიცოდი, რომ გოლებს გავიტანდი"
იბრაჰიმოვიჩი თავის შესაძლებლობებში დარწმუნებული იყო.
ზლატანი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩს სჯერა, რომ "წითლებს" ნათელი მომავალი აქვთ.

35 წლის ფორვარდმა "სუონსისთან" მატჩში დუბლი შეასრულა, რითაც "იუნაიტედის" რიგებში რვა გატანილი გოლი დააგროვა. მისი გოლები ამავდროულად პრემიერ ლიგის 25 000-ე და პირადი საკლუბო კარიერის მე-400 გოლიც გამოდგა.

შვედს აქამდე უკანასკნელად სექტემბერში ჰქონდა გოლი გატანილი და ხანგრძლივი უგოლო სერია დუბლით შეწყვიტა.

"იცით რა? პროფესიონალურ ფეხბურთში გატარებული 15 წლის შემდეგ ბევრი გოლი გამიტანია და კიდევ გავიტან. ვიცი ეს როგორც მუშაობს. რაც უფრო მეტ შანსს ქმნი, მით მეტად ახლოს ხარ გოლის გატანის ზონასთან, ამიტომ ამაზე არ ვღელავდი.

ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდის გამარჯვება, თავდაჯერებულობა და კოლექტიური მუშაობაა, შემდეგ კი ინდივიდუალიზმი, რადგან ბოლოს ყოველთვის ეს იჩენს თავს.

გოლის გატანა მინდა, ეს საიდუმლო არ არის, გატანა იმიტომ მინდა, რომ ასე ვეხმარები. ჩემი თანაგუნდელებისთვის შანსის შექმნა მინდა, მათთვის გოლის გატანაში დახმარება მინდა. ასე რომ, რაც უფრო ხშირად ვაკეთებ ამას, არ ვღელავ. დიახ, რამდენიმე ისეთი მატჩი იყო, რომელშიც გოლი ვერ გავიტანე, მაგრამ შანსები შეიქმნება. ოდნავ არ მიმართლებდა ბოლო თამაშებში, მაგრამ საქმე მხოლოდ შრომაშია და ესეც მოვა",
- განაცხადა შვედმა.

400-გოლიანი ნიშნულის მიღწევა თავდამსხმელისთვის დიდი საამაყო მიზეზი უნდა იყოს, მაგრამ შვედი ამ მიღწევით ეიფორიაში არ არის.

"კარგი შედეგია, მაგრამ ახლა ამაზე ნამდვილად არ ვფიქრობ. მხოლოდ ყურადღების მოკრებას და რაც შეიძლება მეტი გოლის გატანას ვცდილობ. სანამ ვთამაშობ, შრომას არ შევწყვეტ. მე იმდენი გოლი მაქვს გატანილი, რომ ზოგიერთ ფეხბურთელს ამდენი თამაშიც კი არ აქვს ჩატარებული, ასე რომ, ბედნიერი ვარ."

"წითლები" ახლა "არსენალთან" დასაპირისპირებლად ემზადებიან "ოლდ ტრაფორდზე", მაგრამ ეს მატჩი საერთაშორისო შესვენების შემდეგ ჩატარდება, თუმცა იბრაჰიმოვიჩი შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

"იუნაიტედმა" "სუონსისთან" გამარჯვებით მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა და "მეთოფეებს" ექვსი ქულით ჩამორჩება, რომლებიც თავის მხრივ მეოთხე ადგილს იკავებენ. იბრაჰიმოვიჩს კი სჯერა, რომ სანაკრებო მატჩებში ტრავმების თავიდან არიდების შემთხვევაში გუნდს მოგებათა სერიის ჩვენება შეუძლია.

"იმედი მაქვს, სანაკრებო მატჩებიდან ყველა ტრავმის გარეშე დაბრუნდება. შვედეთის ნაკრებში ყოფნიდან ვიცი, რა ხდება იქ.

ახლა მე დავისვენებ და იმედია, ყველა 100%-ით ფოკუსირებული ჩამოვა. თუკი ზედიზედ ორ, სამ, ოთხ თამაშს მოვიგებთ, თავდაჯერებულობა თავისთავად გაჩნდება. რამდენიმე უიღბლო მატჩი ჩავატარეთ, რომლეშიც უნდა მოგვეგო და რამდენიმე ისეთიც, რომლებიც ცუდად წავაგეთ, მაგრამ ბევრს ვვარჯიშობთ და მიზნები იგივე გვაქვს".




წყარო: manutd.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: LASHQARA
7 ნოემბერი 2016 13:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
მთავარია კიდე ბევრი გაიტანოს და ბომბარდირი გახდე თორე იბრასგან გოლი არავის უკვირს love am
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
7 ნოემბერი 2016 13:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
დაეხმარება ეს გოლები და კიდე ბევრს გაიტანს ასე მგონია
0
№3
ავტორი: stepno
7 ნოემბერი 2016 13:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ჩემი აზრით ეს არაადამიანია უფრო რობოტია სავარაუდოოდ ნუ ამ ასაკში ესე თამაში თუ შეიძლებოდა არ მეგონა მართლა :-)))
0
№4
ავტორი: Iunaitedi
7 ნოემბერი 2016 13:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
ერთი არ გაგიტანია მერე ნახე შენ შე საზიზგარო foreveralonehappy
0
№5
ავტორი: GeorgeBest
7 ნოემბერი 2016 14:07
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არსენალთანაც შეაგდე და კაცი ხარ wink
0
№6
ავტორი: roonet10
7 ნოემბერი 2016 14:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 94
ციტატა: გიორგი
არსენალთანაც შეაგდე და კაცი ხარ wink
დისკვალიფიკაცია არ ექნება არსენალთან?? მოუხსნეს??
0
№7
ავტორი: GeorgeBest
7 ნოემბერი 2016 14:44
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ციტატა: roonet10
ციტატა: გიორგი
არსენალთანაც შეაგდე და კაცი ხარ wink
დისკვალიფიკაცია არ ექნება არსენალთან?? მოუხსნეს??

ეგ სულ დამავიწყდა :( რეშფორდი აქაა
0
№8
ავტორი: ikeoni
7 ნოემბერი 2016 15:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Midi zlatan sheni chavardna ar gvawyobs nagdad ❤️
0
№9
ავტორი: gela-manutd
7 ნოემბერი 2016 15:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
იმედია კიდე უფრო შეხვალ ფორმაში
0
№10
ავტორი: RedDevil6
7 ნოემბერი 2016 15:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
წელს იბრა ბომბარდირია love am
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top