თბილისი:
მანჩესტერი:
7-11-2016, 09:40
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2946,
კომენტარები: 14
მოურინიო მატჩის შემდგომ
ჟოზე მოურინიოს კომენტარი "სუონსისთან" მატჩის შესახებ.
მოურინიო მატჩის შემდგომ
ჟოზე მოურინიო იძულებული იყო "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "სუონსი სიტის" მატჩისთვის ტრიბუნებიდან ედევნებინა თვალი, რამეთუ დისკვალიფიცირებული იყო. შეხვედრის შემდეგ მან მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა.

თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით

"მართლაც მოხარული ვარ. ვფიქრობ, "იუნაიტედის" ყველა წარმომადგენლისთვის მშვიდი დღე იყო პირველივე წუთებიდან. ყველანი ვგრძნობდით, რომ თამაშში ვიყავით და სტაბილურად ვთამაშობდით, ვაკონტროლებდით და ფეხბურთელებმა კარგი ფოკუსირება გამოავლინეს მათი თავდადებისა და კონცენტრაციის მხრივ. ვფიქრობ, კარგები იყვნენ და მათ გამო ბედნიერი ვარ."

"წითლებმა" კარგად აღიდგინეს ფორმა

"მეორე ტაიმში უკვე იგრძნობოდა დაღლილობა, რადგან პარასკევს თურქეთიდან დილის 4 საათზე დავბრუნდით, გუშინ კი თვითმფრინავის პრობლემები გვქონდა, რის გამოც ჩამოფრენა და აქ დასვენება მოგვიხდა. მაგრამ იძულებულნი ვიყავით თვითმფრინავი გამოგვეცვალა და "სუონსის" სასტუმროში საღამოს 8 საათზე ჩამოვსულიყავით სადილისთვის, თუმცა შუა დღეს დასვენება ვერ მოვახერხეთ. კვირის განმავლობაში პრობლემები გვქონდა, ამას ემატებოდა ხელმიუწვდომელი ფეხბურთელები, მაგრამ მნიშვნელოვანი ის არის, რომ "ბარნლისთან" სახლში დაფიქსირებული ცუდი შედეგის შემდეგ, არა ცუდი თამაშის, არამედ ცუდი შედეგის შემდეგ კომპენსირება მოვახდინეთ და მართლაც ბედნიერი ვარ, რადგან ახლა ფეხბურთელებს საერთაშორისო მატჩებზე წასვლა გამარჯვების, კარგი გამარჯვების შეგრძნებით შეუძლიათ."

ზლატანი გუნდური ფეხბურთელია

"არ ვიცოდი, რომ ზლატანმა მე-400 საკლუბო გოლი გაიტანა. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ გუნდისთვის დიდებული ფეხბურთელია. დღეს მან გაიტანა, ბოლო სამი, ოთხი თუ ხუთი მატჩის განმავლობაში არ გაუტანია, თუმცა ამას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ერთია თავდამსხმელი, რომელიც გოლებს იტანს, მაგრამ არაფერს აკეთებს და სულ სხვაა, რომელიც ვერ იტანს, მაგრამ ყველაფერს აკეთებს , ამ პერიოდში კი იგი გოლებს ვერ იტანდა, მაგრამ გუნდისთვის ყველაფერს აკეთებდა. ბედნიერი ვარ, რომ გოლების გატანას დაუბრუნდა."

პოზიტიური კომბინაცია

"ჩემი აზრით, მაიკლ კერიკი სტაბილურობა იყო, მარუან ფელაინი ბალანსი. პოლ პოგბა თავისუფლება და მათი შერწყმა ნიშნავდა თამაშს, რომელიც ძალიან პოზიტიური იყო ჩვენთვის."



წყარო: manutd.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: leluk
7 ნოემბერი 2016 10:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 75
მე ერთი რაღაცის მჯერა------------ მოურინიო იმდენად ამბიციური ფერგის მანჩესტერიდან ისე არ წავა ტიტულები რომ არ დადოს.. უბრალოდ პირველივე სეზონში შეიძლება ეს ვერ მოახერხოს..
2
№2
ავტორი: ikeoni
7 ნოემბერი 2016 10:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11625
Midi joze sheni didi imedi gvaq ❤️
0
№3
ავტორი: MEMPHIS 7
7 ნოემბერი 2016 10:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
მიდი აბა რამდ მოიფიქრე არსენალთან სანჩეს და იოზილს რამე უნდა მოუხერხოთ ჟოზე იქამდა დაცვა დაგვიბრუნდება სმოლინგი შოუ მაინც
0
№4
ავტორი: kaxeti
7 ნოემბერი 2016 10:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
ცოტა თამაშს ცეცხლი აკლია რაც ფერგის დროს იყო ამაზე უნდა იზრუნოს მაუმ
0
№5
ავტორი: mogeba
7 ნოემბერი 2016 10:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
arsenals mougebt mtavaria tavdajerebuloba cuxel kargi pozitivi davinaxz mouxedavat tranvebisa
0
№6
ავტორი: REDmonday
7 ნოემბერი 2016 11:58
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 118
იქნებ გაიტრამვოს ვინმე არსენალიდან სანაკრებოზე foreveralonehappy
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
7 ნოემბერი 2016 13:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
გუნდს რაც აკლია პირველ რიგში სტაბილურობაა და ამ სტაბილურობასთან ერთად დაკარგულია თამაშის ხარისხი, ერთ თამაშში იგრძნობა რო შეუძლია გუნდს ხარისხიანი ფეხბურთი ითამაშოს მერე ისევ უაზრო ბურთის გორავი მიდის ცრეატივის გარეშე... ამიტო ეს უნდა გამოსწორდეს
0
№8
ავტორი: Iunaitedi
7 ნოემბერი 2016 13:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
ხასიათი აკლია რა აი რაგაც უმარილოთ თამაშობენ. წაიქცა წამოაყენე ან გაიცინეტ ან რაგაც რავიცი მარა ეს არჩანს გუნდში გეგონება შუურთ ერთმანეთისო რავი
0
№9
ავტორი: GeorgeBest
7 ნოემბერი 2016 14:06
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არსენალთან თამაში ბევრ რამეს გადაწყვეტს, ძაან მაგარი იქნება სამი ქულის დადება, ზედიზედ 4 შეხვედრა გვაქვს სახლში და იმედია გამოიყენებენ
0
№10
ავტორი: reddevil12
7 ნოემბერი 2016 14:26
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 180
არსენალთან იბრა გამოტოვებს და სავარაუდოდ რეშფორდს ან რუნის ვიხილავთ მის პოზიციაზე. მე რეშფორდი მირჩევნია, რომ დააყენოს იმიტომ, რომ ზუსტად ეგ არის ისეთი, რომელსაც შეუძლია ინდივიდუალურად შეაღწიოს მეტოქის საჯარიმოში, აი რუნიზე მაგას ვერ ვიტყოდი, შეიძლება მარსიალის დაყენებაც, მაგრამ, როგოროც ჩანს აღარ ენდობა ჟოზე მარსიალს...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top