თბილისი:
მანჩესტერი:
6-11-2016, 21:21
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2915,
კომენტარები: 20
იბრაჰიმოვიჩმა ორმაგად ისტორიული გოლები გაიტანა
შვედი ფორვარდის მორიგი ინდივიდუალური მიღწევა.
იბრაჰიმოვიჩმა ორმაგად ისტორიული გოლები გაიტანა
ზლატან იბრაჰიმოვიჩს "სუონსითან" მატჩში ისტორიული ასპარეზი გამოუვიდა, რამეთუ თავისი საკლუბო კარიერის მე-400, ხოლო პრემიერ ლიგის არსებობის ისტორიაში 25 000-ე გოლები გაიტანა.

35 წლის შვედს რვა სხვადასხვა კლუბსა და 6 სხვადასხვა ქვეყანაში უთამაშია თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში, მათ შორის კი არიან ორივე მილანური გრანდი, "ბარსელონა" და "პარი სენ-ჟერმენიც".

"გედების" კარის ორჯერ აღებით იბრაჰიმოვიჩმა "იუნაიტედის" რიგებში მიმდინარე სეზონში რვა გატანილი გოლი დააგროვა.

თავდამსხმელს ყველაზე წარმატებული შედეგი საფრანგეთში ჰქონდა, სადაც პარიზეული გრანდის რიგებში ჩატარებულ 180 მატჩში 156 გოლი გაიტანა. ეს შედეგი ნიშნავს, რომ იბრას საშუალოდ ყოველ 1.15 მატჩში გაჰქონდა გოლი.

მილანის "ინტერში" 2006-დან 2009 წლებამდე გატარებული კარიერის განმავლობაში კი მან 66-ჯერ გამოიჩინა თავი, რის შემდეგაც "ინტერის" მთავარი მტრის, "მილანის" რიგებში გადაბარგდა და 85 მატჩში 56 გოლის გატანა მოახერხა.

ლიგა 1-ის, ლა ლიგის და სერია A-სა გამარჯვებულს კი ამჯერად პრემიერ ლიგის 25 000-ე გოლის გატანა ერგო წილად. პრემიერ ლიგაში გასული პირველი გოლი "იუნაიტედის" კარში 1992 წელს გავიდა, როცა ბრაიან დინმა "შეფილდ იუნაიტედი" დააწინაურა.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები
20 კომენტარი
№1
ავტორი: DRJBECKHAM
6 ნოემბერი 2016 21:22
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
ტეხავს არსენალთან თამაშს რო გამოტოვებს
0
№2
ავტორი: Qutaiseli
6 ნოემბერი 2016 21:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 78
ციტატა: DRJBECKHAM
ტეხავს არსენალთან თამაშს რო გამოტოვებს

Ibra gamotovebs?
1
№3
ავტორი: Amiran Kervalishvili
6 ნოემბერი 2016 21:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 24
ინტერიდან ჯერ ბარსაში იყო და მერე მილანში.
0
№4
ავტორი: RojoDiablo
6 ნოემბერი 2016 21:28
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: Amiran Kervalishvili
ინტერიდან ჯერ ბარსაში იყო და მერე მილანში.

არ წერია, რომ ინტერიდან პირდაპირ იქ გადავიდა, უბრალოდ ინტერის შემდეგ იყო მილანშიო, ესაა ნათქვამი.

ბარსაში ღირებული არაფერი გაუკეთებია და მაგიტომ არაა აქ დაფიქსირებული ეგ ფაქტი ხაზგასმით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: - DAB -
6 ნოემბერი 2016 21:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
იბრააა ლომი ხარ love
-----------------------
არსენალთან ძაან დაგვაკლდები feel
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ -!- DanceDab -!-
№6
ავტორი: ikeoni
6 ნოემბერი 2016 21:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
საღოლ იბრაა love იქნებ გაასაჩივრონ და მოუხსნან ეს ყვითელიი:((
0
№7
ავტორი: GeorgeBest
6 ნოემბერი 2016 21:32
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იდეალური შედეგი აქვს. ჯერ კიდევ არის კარგი შანსი ბომბარდირობის, უბრალოდ მოუმატოს გოლებს

დღევანდელით არაფერი იცვლება დიდად, კარგია ორი გოლი და გამოირჩეოდა თუმცა უფრო ნაკლები უნდა მაზოს
0
№8
ავტორი: tedore
6 ნოემბერი 2016 21:33
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული არ არის იბრა
0
№9
ავტორი: stepno
6 ნოემბერი 2016 21:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
აუ რა უაზროთ მიღო ბარათი
0
№10
ავტორი: gaga1987
6 ნოემბერი 2016 21:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
დაგვაკლდება არსენასთან
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top