თბილისი:
მანჩესტერი:
6-11-2016, 21:21
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2916,
კომენტარები: 20
იბრაჰიმოვიჩმა ორმაგად ისტორიული გოლები გაიტანა
შვედი ფორვარდის მორიგი ინდივიდუალური მიღწევა.
იბრაჰიმოვიჩმა ორმაგად ისტორიული გოლები გაიტანა
ზლატან იბრაჰიმოვიჩს "სუონსითან" მატჩში ისტორიული ასპარეზი გამოუვიდა, რამეთუ თავისი საკლუბო კარიერის მე-400, ხოლო პრემიერ ლიგის არსებობის ისტორიაში 25 000-ე გოლები გაიტანა.

35 წლის შვედს რვა სხვადასხვა კლუბსა და 6 სხვადასხვა ქვეყანაში უთამაშია თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში, მათ შორის კი არიან ორივე მილანური გრანდი, "ბარსელონა" და "პარი სენ-ჟერმენიც".

"გედების" კარის ორჯერ აღებით იბრაჰიმოვიჩმა "იუნაიტედის" რიგებში მიმდინარე სეზონში რვა გატანილი გოლი დააგროვა.

თავდამსხმელს ყველაზე წარმატებული შედეგი საფრანგეთში ჰქონდა, სადაც პარიზეული გრანდის რიგებში ჩატარებულ 180 მატჩში 156 გოლი გაიტანა. ეს შედეგი ნიშნავს, რომ იბრას საშუალოდ ყოველ 1.15 მატჩში გაჰქონდა გოლი.

მილანის "ინტერში" 2006-დან 2009 წლებამდე გატარებული კარიერის განმავლობაში კი მან 66-ჯერ გამოიჩინა თავი, რის შემდეგაც "ინტერის" მთავარი მტრის, "მილანის" რიგებში გადაბარგდა და 85 მატჩში 56 გოლის გატანა მოახერხა.

ლიგა 1-ის, ლა ლიგის და სერია A-სა გამარჯვებულს კი ამჯერად პრემიერ ლიგის 25 000-ე გოლის გატანა ერგო წილად. პრემიერ ლიგაში გასული პირველი გოლი "იუნაიტედის" კარში 1992 წელს გავიდა, როცა ბრაიან დინმა "შეფილდ იუნაიტედი" დააწინაურა.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები
20 კომენტარი
№11
ავტორი: RojoDiablo
6 ნოემბერი 2016 21:42
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: tedore
ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული არ არის იბრა

მართალი ხარ, "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურმა საიტმა შემაცდინა. ვიფიქრე, რომ აიაქსის იმ გუნდში იყო, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მაგრამ წლები ამერია და აღარ გადავამოწმე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№12
ავტორი: MEMPHIS 7
6 ნოემბერი 2016 21:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
დაგვაკლდება იბრაა მაგრად მაგრამ რეშფორდი გვყავს მხეციიი
0
№13
ავტორი: gela-manutd
6 ნოემბერი 2016 21:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
კაი იყო დღეს
0
№14
ავტორი: SANDROGRIGA
6 ნოემბერი 2016 21:53
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
საოცარი მიღწევაა მართლაც
0
№15
ავტორი: qamari
6 ნოემბერი 2016 22:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 144
ჩვენ როგორც ჩვენი მანიუ ერთი გუნდი ვართ მარა მაინც იბრას კრიტიკოსებს გუნდის ფსიგოლოგია რომ დალაგდება ყველაფერი კარგად იქნება .ეს მაურინიოზე უკეთესად ( ფერგის მერე ) არავინ არ იცის .
0
№16
ავტორი: DRJBECKHAM
6 ნოემბერი 2016 22:44
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
ციტატა: Qutaiseli
ციტატა: DRJBECKHAM
ტეხავს არსენალთან თამაშს რო გამოტოვებს

Ibra gamotovebs?

კი გამოტოვებს, მეხუთე ყვითლი იყო სეზონში
0
№17
ავტორი: Sh-rati
7 ნოემბერი 2016 00:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 91
არსენალს რუნი და რეშფორფიც ტრადიცულად სისხლს უშრობენ მაგრამ დაცვაში კი ვერაა საქმე კარგად
0
№18
ავტორი: kobinio
7 ნოემბერი 2016 01:25
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
რეშფორდს დააყენებს და დუბლს გაიფორმებს რეშფორდინიო :))
0
№19
ავტორი: PaLoMo
7 ნოემბერი 2016 08:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4129
ციტატა: Qutaiseli
ციტატა: DRJBECKHAM
ტეხავს არსენალთან თამაშს რო გამოტოვებს

Ibra gamotovebs?

ხო გამოტოვებს ბარათები გამო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№20
ავტორი: mogeba
7 ნოემბერი 2016 10:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
ibra ase gagdele zlato magari xar .wels bombardiri unda gaxde
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top