თბილისი:
მანჩესტერი:
5-11-2016, 14:31
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2104,
კომენტარები: 20
"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
პრემიერ ლიგის მე-11 ტურის მატჩის პრევიუ.
"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სტადიონი: "ლიბერთი", სუონსი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, მე-11 ტური
თარიღი: კვირა, 6 ნოემბერი, 2016 წელი
მთავარი მსაჯი: ნეილ სუორბრიკი
მატჩის დასაწყისი: 19:00, (ჩვენი დროით)

"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"სუონსი"

ტრავმირებულები: დაიერი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: Fabianski, Naughton, Van der Hoorn, Mawson, Kingsley, Britton, Ki, Routledge, Barrow, Sigurdsson, Llorente, Nordfeldt, Rangel, Amat, Fernandez, Taylor, Cork, Fer, Fulton, Borja, James, McBurnie..
სექტემბერში მიღებული ტრავმის შემდეგ ვინგერი ჯეფერსონ მონტერო პირველად შეძლებს პრემიერ ლიგაში "სუონსის" სასტარტო შემადგენლობაში თამაშს. მცველი კაილ ნოუტონი ავადმყოფობისგან გამოჯანმრთელდა. სტივენ კინგსლი და ლეონ ბრიტონი ასევე ხელმისაწვდომნი არიან "გედების" ახალი მწვრთნელისთვის.


"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: ბაიი, სმოლინგი, ვალენსია
დისკვალიფიკაცია: ერერა, მოურინიო (ორივე 1 მატჩით)
კითხვისნიშნისქვეშ: პოგბა
განაცხადი: De Gea, Romero, Blind, Jones, Darmian, Fosu-Mensah, Smalling, Rojo, Shaw, Carrick, Fellaini, Mkhitaryan, Lingard, Mata, Pogba, Schneiderlin, Young, Depay, Ibrahimovic, Martial, Rashford, Rooney

"გედებთან" სტუმრობას გამოტოვებენ ერიკ ბაიი და ანტონიო ვალენსია. საეჭვოა კრის სმოლინგისა და პოლ პოგბას თამაში. მოედნის კიდედან გუნდის თამაშს რუი ფარია უხელმძღვანელებს, რადგანაც ჟოზე მოურინიო დისკვალიფიცირებულია. იმავე მიზეზით ვერ დაეხმარება გუნდს ანდერ ერერაც, რომელიც "ბარნლისთან" მატჩში მოედნიდან გააძევეს. შემადგენლობას უბრუნდებიან მაიკლ კერიკი და მემფის დეპაი, რომლებმაც "ფენერბაჰჩესთან" შეხვედრა გამოტოვეს.


"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"სუონსი"


მე-19 ადგილი, 5 ქულა

"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


უკანასკნელი 5 შეხვედრა: წ-წ-წ-ფ-წ

"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"გედებს" პრემიერ ლიგაში ჩატარებული ბოლო 9 მატჩი არ მოუგიათ - 2 ფრე, 7 წაგება.

"გედებს" მიმდინარე სეზონში საშინაო არენაზე გამარჯვება არ მოუპოვებიათ - 6 მატჩი ყველა ტურნირზე.

პრემიერ ლიგაში ჩატარებული ბოლო 9 თამაშიდან შვიდში "სუონსი" მინიმუმ 2 გოლს უშვებდა.

ამჟამად ბობი ბრედლის გუნდს პრემიერ ლიგაში ყველაზე ცუდი სტარტი აქვს - 5 ქულა 10 ტურში. აქამდე არსებული ყველაზე ცუდი სტარტის დროს გუნდმა იმავე რაოდენობის მატჩებში 11 ქულა დააგროვა.


"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-8 ადგილი, 15 ქულა
"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


უკანასკნელი 5 შეხვედრა: მ-ფ-ფ-წ-ფ
"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედს" პრემიერ ლიგის ბოლო 4 მატჩში არ მოუპოვებია გამარჯვება (3 ფრე, 1 წაგება) და მხოლოდ 1 მატჩი მოიგო ბოლო 7-ში - 1 მოგება, 3 ფრე, 3 წაგება.

"წითელმა ეშმაკებმა" ბოლო 4 მატჩში მხოლოდ 4 გოლი გაიტანეს.

პრემიერ ლიგის მატჩებში განხორციელებული ბოლო 91 დარტყმიდან მოურინიოს გუნდმა მხოლოდ 1 აქცია გოლად, ხოლო ბოლო 67 დარტყმიდან არცერთი არ გასულა მეტოქის კარში. უკანასკნელი გოლის ავტორი 2 ოქტომბერს "სტოკ სიტისთან" კარის ამღები ენტონი მარსიალია.

"მანჩესტერ იუნაიტედს" ისტორიაში მეორე ყველაზე ცუდი სტარტი აქვს (15 ქულა 10 ტურში). ამაზე ნაკლები ქულათა რაოდენობა გუნდმა მხოლოდ 2014/15 წლების სეზონში დააგროვა (13 ქულა 10 ტურში).

"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"სუონსი"


წამყვანი ბომბარდირი: ფერი - 4 გოლი (4 ლიგაში).

"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირი: იბრაჰიმოვიჩი - 6 გოლი (4 ლიგაში).

"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტან უეინ რუნის კიდევ 3 გოლის გატანა სჭირდება იმისათვის, რომ სერ ბობი ჩარლტონთან ერთად კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის წოდება გაიყოს.

გასვლით მატჩში გატანილი მომდევნო გოლი რუნის პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირად აქცევს მეტოქის მოედანზე გატანილი გოლების მიხედვით. ამჟამად რუნი პირველ ადგილს ალან შირერთან იყოფს 87 გოლით.

უეინ რუნიმ ორი საგოლე გადაცემა გააკეთა და ორი გაიტანა "სუონსის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგის ეგიდით ჩატარებულ ბოლო 5 მატჩში.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი 10 სექტემბრის შემდეგ პრემიერ ლიგაში ჩატარებულ ბოლო 6 მატჩში ვერ ახერხებს გოლის გატანას.

"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის მასშტაბით 27-ჯერ შეხვდნენ. "სუონსიმ" გამარჯვება 10 შეხვედრაში იზეიმა, "იუნაიტედმა" 12-ში, ხოლო 5 მატჩი ფრედ დასრულდა.

"სუონსისა" და "იუნაიტედს" შორის პრემიერ ლიგაში ჩატარებული ბოლო 4 მატჩიდან სამი "გედების" გამარჯვებით დასრულდა, თუმცა 2016 წლის იანვარში გამართულ ამ დროისათვის ბოლო დაპირისპირებაში გამარჯვება "წითელ ეშმაკებს" დარჩათ.

ამ გუნდებს შორის ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 8 მატჩიდან ექვსი 2-1 ანგარიშით დასრულდა (4 მოგება "სუონსის", 2 მოგება "იუნაიტედს").

"მანჩესტერ იუნაიტედი" "სუონსისთან" პრემიერ ლიგის ეგიდით ბოლო 2 გასვლით მატჩში დამარცხდა. ზედიზედ სამი გასვლითი მატჩი "იუნაიტედმა" მხოლოდ სამ გუნდთან დათმო ("ჩელსი", "ევერტონი", "ლივერპული", "საუთჰემპტონი").

"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სახლში და გასვლაზე


ლიგა: "სუონსი" - 9 მოგება, "იუნაიტედი" - 12 მოგება, ფრე - 5.

პრემიერ-ლიგა "სუონსი"- 3 მოგება, "იუნაიტედი" - 6 მოგება, ფრე - 1.


"სუონსის" სტადიონი


ლიგა: "სუონსი" - 8 მოგება. "იუნაიტედი" - 2 მოგება, ფრე - 3.

პრემიერ-ლიგა: "სუონსი" - 2 მოგება. "იუნაიტედი" - 2 მოგება, ფრე - 1

"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


წინა ანალოგიური შეხვედრა


"სუონსი" 1-2 "მანჩესტერ იუნაიტედი"

თარიღი: კვირა, 30 აგვისტო, 2015 წელი
სწრებადობა: 20, 828
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
გოლი "სუონსის" რიგებში: ანდრე აიუ 61', ბაფეტიმბი გომისი 66'
გოლები "იუნაიტედის" რიგებში: ხუან მატა 48'

"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


გუნდების შემადგენლობა


"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


მატჩში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები


"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


მსაჯთა ბრიგადა


მთავარმა მსაჯმა, ნილ სუორბრიკმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 10 მატჩში იმსაჯა, 42 ყვითელი და 1 წითელი ბარათი უჩვენა.

გვერდითი მსაჯები: სკოტ ლეჯერი, მეთიუ უილკსი
სათადარიგო არბიტრი: როჯერ ისტი
მატჩის წინ
20 კომენტარი
№1
ავტორი: roonet10
5 ნოემბერი 2016 15:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 94
ეს თამაში აუცილებლად უნდა მოვიგოთ თორე ძაან ჩამოვრჩებით,თან გუნდზე დიდი ზეწოლაა და ესეც თუ ვერ მოვიგეთ მერე ნახეთ კრიტიკა
0
№2
ავტორი: GeorgeBest
5 ნოემბერი 2016 15:13
  • სიახლეები: 1557
  • კომენტარები: 12134
ცუდი შედეგი გვაქვს სუონსთან ბოლო დროს, უხერხული მეტოქეა
0
№3
ავტორი: MEMPHIS 7
5 ნოემბერი 2016 15:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
აუ რა მაგარი ბიჭი ყავს აიაქს დოლბერგიიი მაგარი ცენტრფორვარდია
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
5 ნოემბერი 2016 16:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 7930
საინტერესოა ესეც რო ვერ მოვიგოთ მერე რაღას იტყვიან ან ფეხბურთელები და ამ მწვრთნელი, შერცხვეთ მაინც
0
№5
ავტორი: stepno
5 ნოემბერი 2016 16:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4308
ძალიან ცუდ ფორმაში მყოფ სუონს სიტისთანაც გაგვიჭირდება მოგება სავარაუდოოდ :(( იმედია ჩემი სიტყვები არ გამართლდებაა
0
№6
ავტორი: JuanMata
5 ნოემბერი 2016 17:09
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2031
ნახევარდაცვაში გვექნება სერიოზული პრობლემა, დაცვაში ისედაც გვაქვს, შეტევა ბოლო დროს ვერაფერს აკეთებს, 1 გოლი გვქვს პემიერლიგაში გატანილი ამ თვეში და დეხეამაც კი აურია.

ან გამოვლენ საბრძოლველად და მოიგებენ, ან ისეთ სვარკა თამაშს ითამაშებენ როგორც ფენერბახჩესთან და დავკარგავთ ქულებს.
0
№7
ავტორი: ikeoni
5 ნოემბერი 2016 19:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7839
Unda movigot sxva gzaa araa
0
№8
ავტორი: Amiran Kervalishvili
5 ნოემბერი 2016 19:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 24
ციტატა: stepno
ძალიან ცუდ ფორმაში მყოფ სუონს სიტისთანაც გაგვიჭირდება მოგება სავარაუდოოდ :(( იმედია ჩემი სიტყვები არ გამართლდებაა

ფელაინი დავაყენოთ ცეტრ ფორვარდად და ადვილად მოვიგებთ. wink winked smile
0
№9
ავტორი: shotkin
5 ნოემბერი 2016 20:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2696
ციტატა: roonet10
ეს თამაში აუცილებლად უნდა მოვიგოთ თორე ძაან ჩამოვრჩებით,თან გუნდზე დიდი ზეწოლაა და ესეც თუ ვერ მოვიგეთ მერე ნახეთ კრიტიკა

იმაზე მეტი კრიტიკა რაგინდა ძმა პოგბას ყველა ეღადავება იბრასაც უკვე მხითარიანს როარათამაშებს მაგაზე ცალკე კრიტიკა , კრიტიკა ბარნლი 0:0 სტოკი 0:0 ჩელსი 4 :0 8 ე ადგილი გაშვებული გოლენბი გატანილი გოლები ამთვეში 1 გოლი გვაქ ეპლში მეტი რაუნდა მოხდეს რო გაგვაკრიტკონ უფრო
0
№10
ავტორი: Gamkrelidze
5 ნოემბერი 2016 20:40
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 505
ეს აუცილებლად უნდა მოვიგოთ რა ამ თამაშის წაგება და ჩემპიონობის შანსის დაკარგვა ერთი იქნება sad
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

23 ნოემბერი 2019, 18:00
შეფილდი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
28 ნოემბერი 2019, 19:50
ასტანა
იუნაიტედი
ევროპა ლიგა
30 ნოემბერი 2019, 19:00
იუნაიტედი
ასტონ ვილა
პრემიერ ლიგა
შეფილდი23 ნოემბერი
ასტანა28 ნოემბერი
ასტონ ვილა30 ნოემბერი
SportsRecents.com

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

10 ნოემბერი 2019, 18:00
იუნაიტედი3
ბრაიტონი1
პრემიერ ლიგა
7 ნოემბერი 2019, 23:59
იუნაიტედი3
პარტიზანი0
ევროპა ლიგა
2 ნოემბერი 2019, 16:30
ბორნმუთი1
იუნაიტედი0
პრემიერ ლიგა
ბრაიტონი10 ნოემბერი
პარტიზანი7 ნოემბერი
ბორნმუთი2 ნოემბერი

პრემიერ ლიგა

დამალვა
ვიდეო პორტალი
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top