თბილისი:
მანჩესტერი:
5-11-2016, 14:31
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2932,
კომენტარები: 20
"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
პრემიერ ლიგის მე-11 ტურის მატჩის პრევიუ.
"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სტადიონი: "ლიბერთი", სუონსი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, მე-11 ტური
თარიღი: კვირა, 6 ნოემბერი, 2016 წელი
მთავარი მსაჯი: ნეილ სუორბრიკი
მატჩის დასაწყისი: 19:00, (ჩვენი დროით)

"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"სუონსი"

ტრავმირებულები: დაიერი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: Fabianski, Naughton, Van der Hoorn, Mawson, Kingsley, Britton, Ki, Routledge, Barrow, Sigurdsson, Llorente, Nordfeldt, Rangel, Amat, Fernandez, Taylor, Cork, Fer, Fulton, Borja, James, McBurnie..
სექტემბერში მიღებული ტრავმის შემდეგ ვინგერი ჯეფერსონ მონტერო პირველად შეძლებს პრემიერ ლიგაში "სუონსის" სასტარტო შემადგენლობაში თამაშს. მცველი კაილ ნოუტონი ავადმყოფობისგან გამოჯანმრთელდა. სტივენ კინგსლი და ლეონ ბრიტონი ასევე ხელმისაწვდომნი არიან "გედების" ახალი მწვრთნელისთვის.


"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: ბაიი, სმოლინგი, ვალენსია
დისკვალიფიკაცია: ერერა, მოურინიო (ორივე 1 მატჩით)
კითხვისნიშნისქვეშ: პოგბა
განაცხადი: De Gea, Romero, Blind, Jones, Darmian, Fosu-Mensah, Smalling, Rojo, Shaw, Carrick, Fellaini, Mkhitaryan, Lingard, Mata, Pogba, Schneiderlin, Young, Depay, Ibrahimovic, Martial, Rashford, Rooney

"გედებთან" სტუმრობას გამოტოვებენ ერიკ ბაიი და ანტონიო ვალენსია. საეჭვოა კრის სმოლინგისა და პოლ პოგბას თამაში. მოედნის კიდედან გუნდის თამაშს რუი ფარია უხელმძღვანელებს, რადგანაც ჟოზე მოურინიო დისკვალიფიცირებულია. იმავე მიზეზით ვერ დაეხმარება გუნდს ანდერ ერერაც, რომელიც "ბარნლისთან" მატჩში მოედნიდან გააძევეს. შემადგენლობას უბრუნდებიან მაიკლ კერიკი და მემფის დეპაი, რომლებმაც "ფენერბაჰჩესთან" შეხვედრა გამოტოვეს.


"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"სუონსი"


მე-19 ადგილი, 5 ქულა

"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


უკანასკნელი 5 შეხვედრა: წ-წ-წ-ფ-წ

"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"გედებს" პრემიერ ლიგაში ჩატარებული ბოლო 9 მატჩი არ მოუგიათ - 2 ფრე, 7 წაგება.

"გედებს" მიმდინარე სეზონში საშინაო არენაზე გამარჯვება არ მოუპოვებიათ - 6 მატჩი ყველა ტურნირზე.

პრემიერ ლიგაში ჩატარებული ბოლო 9 თამაშიდან შვიდში "სუონსი" მინიმუმ 2 გოლს უშვებდა.

ამჟამად ბობი ბრედლის გუნდს პრემიერ ლიგაში ყველაზე ცუდი სტარტი აქვს - 5 ქულა 10 ტურში. აქამდე არსებული ყველაზე ცუდი სტარტის დროს გუნდმა იმავე რაოდენობის მატჩებში 11 ქულა დააგროვა.


"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-8 ადგილი, 15 ქულა
"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


უკანასკნელი 5 შეხვედრა: მ-ფ-ფ-წ-ფ
"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედს" პრემიერ ლიგის ბოლო 4 მატჩში არ მოუპოვებია გამარჯვება (3 ფრე, 1 წაგება) და მხოლოდ 1 მატჩი მოიგო ბოლო 7-ში - 1 მოგება, 3 ფრე, 3 წაგება.

"წითელმა ეშმაკებმა" ბოლო 4 მატჩში მხოლოდ 4 გოლი გაიტანეს.

პრემიერ ლიგის მატჩებში განხორციელებული ბოლო 91 დარტყმიდან მოურინიოს გუნდმა მხოლოდ 1 აქცია გოლად, ხოლო ბოლო 67 დარტყმიდან არცერთი არ გასულა მეტოქის კარში. უკანასკნელი გოლის ავტორი 2 ოქტომბერს "სტოკ სიტისთან" კარის ამღები ენტონი მარსიალია.

"მანჩესტერ იუნაიტედს" ისტორიაში მეორე ყველაზე ცუდი სტარტი აქვს (15 ქულა 10 ტურში). ამაზე ნაკლები ქულათა რაოდენობა გუნდმა მხოლოდ 2014/15 წლების სეზონში დააგროვა (13 ქულა 10 ტურში).

"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"სუონსი"


წამყვანი ბომბარდირი: ფერი - 4 გოლი (4 ლიგაში).

"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირი: იბრაჰიმოვიჩი - 6 გოლი (4 ლიგაში).

"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტან უეინ რუნის კიდევ 3 გოლის გატანა სჭირდება იმისათვის, რომ სერ ბობი ჩარლტონთან ერთად კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის წოდება გაიყოს.

გასვლით მატჩში გატანილი მომდევნო გოლი რუნის პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირად აქცევს მეტოქის მოედანზე გატანილი გოლების მიხედვით. ამჟამად რუნი პირველ ადგილს ალან შირერთან იყოფს 87 გოლით.

უეინ რუნიმ ორი საგოლე გადაცემა გააკეთა და ორი გაიტანა "სუონსის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგის ეგიდით ჩატარებულ ბოლო 5 მატჩში.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი 10 სექტემბრის შემდეგ პრემიერ ლიგაში ჩატარებულ ბოლო 6 მატჩში ვერ ახერხებს გოლის გატანას.

"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის მასშტაბით 27-ჯერ შეხვდნენ. "სუონსიმ" გამარჯვება 10 შეხვედრაში იზეიმა, "იუნაიტედმა" 12-ში, ხოლო 5 მატჩი ფრედ დასრულდა.

"სუონსისა" და "იუნაიტედს" შორის პრემიერ ლიგაში ჩატარებული ბოლო 4 მატჩიდან სამი "გედების" გამარჯვებით დასრულდა, თუმცა 2016 წლის იანვარში გამართულ ამ დროისათვის ბოლო დაპირისპირებაში გამარჯვება "წითელ ეშმაკებს" დარჩათ.

ამ გუნდებს შორის ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 8 მატჩიდან ექვსი 2-1 ანგარიშით დასრულდა (4 მოგება "სუონსის", 2 მოგება "იუნაიტედს").

"მანჩესტერ იუნაიტედი" "სუონსისთან" პრემიერ ლიგის ეგიდით ბოლო 2 გასვლით მატჩში დამარცხდა. ზედიზედ სამი გასვლითი მატჩი "იუნაიტედმა" მხოლოდ სამ გუნდთან დათმო ("ჩელსი", "ევერტონი", "ლივერპული", "საუთჰემპტონი").

"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სახლში და გასვლაზე


ლიგა: "სუონსი" - 9 მოგება, "იუნაიტედი" - 12 მოგება, ფრე - 5.

პრემიერ-ლიგა "სუონსი"- 3 მოგება, "იუნაიტედი" - 6 მოგება, ფრე - 1.


"სუონსის" სტადიონი


ლიგა: "სუონსი" - 8 მოგება. "იუნაიტედი" - 2 მოგება, ფრე - 3.

პრემიერ-ლიგა: "სუონსი" - 2 მოგება. "იუნაიტედი" - 2 მოგება, ფრე - 1

"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


წინა ანალოგიური შეხვედრა


"სუონსი" 1-2 "მანჩესტერ იუნაიტედი"

თარიღი: კვირა, 30 აგვისტო, 2015 წელი
სწრებადობა: 20, 828
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
გოლი "სუონსის" რიგებში: ანდრე აიუ 61', ბაფეტიმბი გომისი 66'
გოლები "იუნაიტედის" რიგებში: ხუან მატა 48'

"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


გუნდების შემადგენლობა


"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


მატჩში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები


"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


მსაჯთა ბრიგადა


მთავარმა მსაჯმა, ნილ სუორბრიკმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 10 მატჩში იმსაჯა, 42 ყვითელი და 1 წითელი ბარათი უჩვენა.

გვერდითი მსაჯები: სკოტ ლეჯერი, მეთიუ უილკსი
სათადარიგო არბიტრი: როჯერ ისტი
მატჩის წინ
20 კომენტარი
№11
ავტორი: roonet10
5 ნოემბერი 2016 21:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 94
ციტატა: shotkin
ციტატა: roonet10
ეს თამაში აუცილებლად უნდა მოვიგოთ თორე ძაან ჩამოვრჩებით,თან გუნდზე დიდი ზეწოლაა და ესეც თუ ვერ მოვიგეთ მერე ნახეთ კრიტიკა

იმაზე მეტი კრიტიკა რაგინდა ძმა პოგბას ყველა ეღადავება იბრასაც უკვე მხითარიანს როარათამაშებს მაგაზე ცალკე კრიტიკა , კრიტიკა ბარნლი 0:0 სტოკი 0:0 ჩელსი 4 :0 8 ე ადგილი გაშვებული გოლენბი გატანილი გოლები ამთვეში 1 გოლი გვაქ ეპლში მეტი რაუნდა მოხდეს რო გაგვაკრიტკონ უფრო

ხოდა მაგის მერე ესეც რო ვერ მოვიგოტ გაგვსწორებენ მიწასთან no
0
№12
ავტორი: shotkin
6 ნოემბერი 2016 01:27
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: roonet10
ციტატა: shotkin
ციტატა: roonet10
ეს თამაში აუცილებლად უნდა მოვიგოთ თორე ძაან ჩამოვრჩებით,თან გუნდზე დიდი ზეწოლაა და ესეც თუ ვერ მოვიგეთ მერე ნახეთ კრიტიკა

იმაზე მეტი კრიტიკა რაგინდა ძმა პოგბას ყველა ეღადავება იბრასაც უკვე მხითარიანს როარათამაშებს მაგაზე ცალკე კრიტიკა , კრიტიკა ბარნლი 0:0 სტოკი 0:0 ჩელსი 4 :0 8 ე ადგილი გაშვებული გოლენბი გატანილი გოლები ამთვეში 1 გოლი გვაქ ეპლში მეტი რაუნდა მოხდეს რო გაგვაკრიტკონ უფრო

ხოდა მაგის მერე ესეც რო ვერ მოვიგოტ გაგვსწორებენ მიწასთან no

მიწასთან არა უკვე ქვესკნელში ვართ დამიჯერე ))))
0
№13
ავტორი: ღამურა 7
6 ნოემბერი 2016 01:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 15
ციტატა: SANDROGRIGA
საინტერესოა ესეც რო ვერ მოვიგოთ მერე რაღას იტყვიან ან ფეხბურთელები და ამ მწვრთნელი, შერცხვეთ მაინც

ityvian suonsi ise tamashobda rogorc finali da cven ise ubralodo

ციტატა: SANDROGRIGA
საინტერესოა ესეც რო ვერ მოვიგოთ მერე რაღას იტყვიან ან ფეხბურთელები და ამ მწვრთნელი, შერცხვეთ მაინც

ityvian suonsi ise tamashobda rogorc finali da cven ise ubralodo
0
№14
ავტორი: chudikone
6 ნოემბერი 2016 12:31
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
რუნის უყვარს სუონსის კარში გოლის გატანა და იმედია დღესაც გაიტანს. ჯერ კიდევ აქვს რუნი ბევრი რამ დასამკიცებელი
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№15
ავტორი: REDmonday
6 ნოემბერი 2016 12:31
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 118
რეშფორდი არ იქნება გადაგლილია და ისვენებსო და მართალია?
0
№16
ავტორი: The Special One
6 ნოემბერი 2016 14:03
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
უმნიშვნელოვანესი თამაშია და თანაც მოსაგები,არა ისე რო 1-0 დავამთავროთ ერთი გოლი შევაგდოთ და ვაგორაოთ ბურთი,სანახაობრივი თამაში მსურს მეც და სხვებსაც.
ეს თამაში თუ ვერ მოვიგეთ პირველ ადგილზე აღარც უნდა ვიფიქროთ,ჩამორჩენა იმხელა იქნება რომ.....
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№17
ავტორი: Iunaitedi
6 ნოემბერი 2016 14:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
არმევასება ეს პოზიტივი რა მიდი და უყურე და ინატრე რო აი მოვიგებთ კარგად იქნება ყველაფერი და ესე პოზიტივ არა იხვის ტოლმა კაცო რის მომგებები ვართ ერთი იქნებ ფრე მიანც გავაგოროთ. აგე მილანმა დაიწყო თამაში ჩვენ ვერა. ვინც დგეს ლინგარდი ძირითადში დააყენოს იმის ჯიშის ბოლო ....... რამე მოიფიქრე ჯოზეფინ სჰე კარგ მო##ნულო წინაზე განლაგება სქემა კაი იყო მარა ხეირი ჩემი ფეხები გამოდის რო არანაირი ტაკტიკა აგარ მუშაობს და დაველოდოთ შემდეგ სეზონს ჯოზეფინას გაა#მევინონ და ბევრი ფეხბურთელიც მიაყოლონ.
0
№18
ავტორი: REDmonday
6 ნოემბერი 2016 14:21
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 118
Marcus Rashford has not travelled with the Manchester United squad to Swansea. [M.E.N]
-RS
0
№19
ავტორი: The Special One
6 ნოემბერი 2016 14:37
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ციტატა: REDmonday
Marcus Rashford has not travelled with the Manchester United squad to Swansea. [M.E.N]
-RS

სანდრო წყაროა ეგ.
ამ ზამთარს თუ არა იქით ზაფხულს გუნდში მაგარი წმენდა უნდა იყოს და შეიკრას ახალი ძირითადი 11 ეული. როხო ბლინდი ლინგარდი რუნი იბრაჰიმოვიჩი იანგი დეპაი ვალენსია აი ესენი უნდა წავიდნენ.მთავარი პრობლემა არის რო ერთ პოზიციაზე გვყავს ბევრი ხალხი ზოგი რაშია კარგი ზოგი რაში ამიტომ ვერ ჩამოყალიბდა მოუ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№20
ავტორი: REDmonday
6 ნოემბერი 2016 17:39
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 118
რა კაი ქულები იკარგება ზედა რიგებში სიტი არსენალი ევერტონი ტოტენჰემი იფ იფ იფ იფ რა კაი შანსი გვაქ ცოტა წამოვეწიოთ სატურნირო ცხრილის ლიდერებს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top