თბილისი:
მანჩესტერი:
4-11-2016, 14:09
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2464,
კომენტარები: 11
მოურინიო მხითარიანისგან უფრო მეტს ითხოვს
ჟოზე სომეხს კვლავ აკრიტიკებს.
მოურინიო მხითარიანისგან უფრო მეტს ითხოვს
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო აღნიშნავს, რომ ჰენრიხ მხითარიანისგან უფრო მეტის მოლოდინი და მხოლოდ ამ შემთხვევაში მისცემს მას გუნდში თავის დამკვიდრების საშუალებას.

ევროპის ლიგის მატჩში, რომელიც "იუნაიტედმა" "ფენერბაჰჩესთან" წააგო, სომეხმა ფეხბურთელმა მარკუს რეშფორდი ჩაანაცვლა, მაგრამ ვერც მისმა და ვერც მისი თანაგუნდელების მცდელობებმა დააღწევინა თავი "იუნაიტედს" მარცხისგან.

მატჩის შემდეგ მოურინიოს მხითარიანის შესახებ შეკითხვა დაუსვეს, რაზეც უპასუხა:

"უფრო მეტი უნდა გააკეთოს. ეს მარტივია. ამ კლუბში დიდი მოლოდინი გვაქვს ამ პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელებისგან და ის უკეთესი უნდა იყოს, ვიდრე მატა, ლინგარდი და მარსიალია. ესეც მარტივია.

ყველა მწვრთნელს სურს მატჩის მოგება, მსოფლიოში ყველა მწვრთნელი ათამაშებს იმ ფეხბურთელს, რომელიც მისი აზრით გუნდს დაეხმარება, არც მე ვარ განსხვავებული".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: tyeshela1
4 ნოემბერი 2016 14:17
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
ერთადერთი მხითარიანის ტრანსფერს ვერ ჩავწვდი რათ უნდოდათ დანარჩენი ყველაფერი გავიგე.
0
№2
ავტორი: gela-manutd
4 ნოემბერი 2016 14:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ეს ხო იყიდა რა კიდე რონალდო მოურინიომ
0
№3
ავტორი: RojoDiablo
4 ნოემბერი 2016 14:36
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ჰენრიხს იმაზე მეტი რომ შეუძლია, რასაც აკეთებს (თუმცა, ჯერ არაფერსაც არ აკეთებს), მაგაში ეჭვიც არ მეპარება, მაგრამ თითქმის ყველა ფეხბურთელზე ეგრე შეიძლება ითქვას
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: SANDROGRIGA
4 ნოემბერი 2016 14:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
გუშინ არც იყო გასაკვირი ამის თამაშის ხარისხი რამდენი ხანია არ უთამაშია, ჩემი აზრით შეუძლია მხითარიანს მეტი ფანტაზია შემატოს შეტევას და რაც მთავარია მომენტების რეალიზებაში დაეხმაროს გუნდს
0
№5
ავტორი: dybbuk
4 ნოემბერი 2016 14:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1596
შეშინებული დარბის თან ადაპტაციაც, კონკურენცია, მოკლედ ფსიქოლოგიურად თუ მოიხოდა ნამდვილად შეუძლია მაღალ დონეზე თამაში, მაგრამ მაინც არ მიმაჩნია მანიუს დონის ფეხბურთელადა რა გავაკეთო
1
№6
ავტორი: Lady in red
4 ნოემბერი 2016 14:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
მე ვერ ვხედავ რომელი ფეხბურთელი გვეხმარება, თამაში ეზარებათ და მგონი ვერ ხვდებიან სად თამაშობენ.
0
№7
ავტორი: gache1991
4 ნოემბერი 2016 14:49
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
უპრაქტიკოტ არი მარა ფაქტია როცა იტამაშა ის არ არი რისთვისა გერმანიაში საუკეთესო ფეხბურთელი გახდა...
0
№8
ავტორი: GeorgeBest
4 ნოემბერი 2016 17:06
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მხითარიანს მეტი შეუძლია და მეტ დროს იმსახურებს, მითუმეტეს რომ გვაკლია ესეტი ტიპის ფეხბურთელი წინ, ფლანგზეც კარგია ძაან. ეს და მატა ერთად ბევრად კრეატიულ თამაშს დადებენ
0
№9
ავტორი: ikeoni
4 ნოემბერი 2016 22:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11625
Imediaa mounatebs
0
№10
ავტორი: stepno
4 ნოემბერი 2016 23:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ყველამ ჩვენთან როგო უნდა ჩაისვაროს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top