"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო აღნიშნავს, რომ ჰენრიხ მხითარიანისგან უფრო მეტის მოლოდინი და მხოლოდ ამ შემთხვევაში მისცემს მას გუნდში თავის დამკვიდრების საშუალებას.
ევროპის ლიგის მატჩში, რომელიც "იუნაიტედმა" "ფენერბაჰჩესთან" წააგო, სომეხმა ფეხბურთელმა მარკუს რეშფორდი ჩაანაცვლა, მაგრამ ვერც მისმა და ვერც მისი თანაგუნდელების მცდელობებმა დააღწევინა თავი "იუნაიტედს" მარცხისგან.
მატჩის შემდეგ მოურინიოს მხითარიანის შესახებ შეკითხვა დაუსვეს, რაზეც უპასუხა: "უფრო მეტი უნდა გააკეთოს. ეს მარტივია. ამ კლუბში დიდი მოლოდინი გვაქვს ამ პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელებისგან და ის უკეთესი უნდა იყოს, ვიდრე მატა, ლინგარდი და მარსიალია. ესეც მარტივია.
ყველა მწვრთნელს სურს მატჩის მოგება, მსოფლიოში ყველა მწვრთნელი ათამაშებს იმ ფეხბურთელს, რომელიც მისი აზრით გუნდს დაეხმარება, არც მე ვარ განსხვავებული".