თბილისი:
მანჩესტერი:
2-11-2016, 09:31
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2393,
კომენტარები: 11
"ბარსელონა" სუარესის გაყიდვას არ აპირებს
"იუნაიტედი" სუარესს ვერ შეიძენს.
"ბარსელონას" პრეზიდენტმა ხოსე მარია ბართომეუმ უარყო ჭორები იმის შესახებ, რომ მისი კლუბი "მანჩესტერ იუნაიტედში" ლუის სუარესის გაყიდვას აპირებს.

თავდასხმის ხაზის გაძლიერება "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელის ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნილებაა, რამეთუ ზლატან იბრაჰიმოვიჩი უკვე 35 წლისაა, უეინ რუნის კი ნახევარდაცვაში თამაშისკენ უბიძგებენ.

ამასთან დაკავშირებით გავრცელდა ჭორები, რომ "იუნაიტედი" 135 მილიონი ფუნტის შეთავაზებას აპირებს "ლივერპულის" ყოფილი თავდამსხმელისთვის, რომელიც ჯერჯერობით ვერ ახერხებს კატალონიურ კლუბთან ახალი კონტრაქტის შეთანხმებას.

თუმცა ბართომეუ დარწმუნებულია, რომ 29 წლის ურუგვაელი ფორვარდი კატალონიაში ბედნიერია და არსად წასვლას არ აპირებს.

"ვკითხულობთ, ვისმენთ, ვხედავთ ამ ამბებს, მაგრამ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მთავარი მხოლოდ ის არის, რომ ლუის სუარესი "ბარსელონაში" ბედნიერია.

ჩემი აზრით, ის ევროპის საუკეთესო თავდამსხმელია და მისი შენარჩუნება გვინდა. მისი და "ბარსელონას" თანამშრომლობის გახანგრძლივებას ვაპირებთ და მასზე სამომავლოდ დიდ იმედებს ვამყარებთ, რადგანაც ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ამბიციური და დიდებული მოთამაშეა.

"ბარსელონაში" თამაში მესისა და ნეიმარის გვერდით აბედნიერებს, ძალიან სახიფათო ტრიოს ქმნიან",
- განაცხადა ბართომეუმ.

წყარო: skysports
ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
2 ნოემბერი 2016 10:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ესეთ უაზრო ჭორებს რატო წერენ მართლა ვერ ვხვდები belay
1
№2
ავტორი: MEMPHIS 7
2 ნოემბერი 2016 10:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
მარსიალზე რაიცით?
0
№3
ავტორი: GeorgeBest
2 ნოემბერი 2016 10:46
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
და ვინმეს ამის გადმოსვლის იმედი ჰქონდა? wink
0
№4
ავტორი: rene harrison_
2 ნოემბერი 2016 11:07
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 273
არადა ცოტაც და ჩვენი ფეხბურთელი იყო ნწნწ
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
2 ნოემბერი 2016 11:26
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ბოლო წუთებზე ჩაიშალავტრანსფერი :DDD
2
№6
ავტორი: makaveli
2 ნოემბერი 2016 15:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
marsialze martla ra xdeba icit vinmem?
0
№7
ავტორი: t123123
2 ნოემბერი 2016 16:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 381
კაი ერთი ჯერ ერთი ბარსადან რომ წავიდეს აქ არ მოვაა

და არც მინდა მოვიდეს
1
№8
ავტორი: temo-scholes
2 ნოემბერი 2016 16:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1666
ამის კანიბალი დედას ცენზურაი მეეე!!!! am
0
№9
ავტორი: gela-manutd
2 ნოემბერი 2016 18:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ხო მოდიოდა ისედაც ეა
0
№10
ავტორი: ikeoni
2 ნოემბერი 2016 19:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Amis dawerac ar girda..es nabozari ro arsad wamsvlelii araa isedac yvelam icis
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top