თბილისი:
მანჩესტერი:
2-11-2016, 09:31
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2394,
კომენტარები: 11
"ბარსელონა" სუარესის გაყიდვას არ აპირებს
"იუნაიტედი" სუარესს ვერ შეიძენს.
"ბარსელონას" პრეზიდენტმა ხოსე მარია ბართომეუმ უარყო ჭორები იმის შესახებ, რომ მისი კლუბი "მანჩესტერ იუნაიტედში" ლუის სუარესის გაყიდვას აპირებს.

თავდასხმის ხაზის გაძლიერება "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელის ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნილებაა, რამეთუ ზლატან იბრაჰიმოვიჩი უკვე 35 წლისაა, უეინ რუნის კი ნახევარდაცვაში თამაშისკენ უბიძგებენ.

ამასთან დაკავშირებით გავრცელდა ჭორები, რომ "იუნაიტედი" 135 მილიონი ფუნტის შეთავაზებას აპირებს "ლივერპულის" ყოფილი თავდამსხმელისთვის, რომელიც ჯერჯერობით ვერ ახერხებს კატალონიურ კლუბთან ახალი კონტრაქტის შეთანხმებას.

თუმცა ბართომეუ დარწმუნებულია, რომ 29 წლის ურუგვაელი ფორვარდი კატალონიაში ბედნიერია და არსად წასვლას არ აპირებს.

"ვკითხულობთ, ვისმენთ, ვხედავთ ამ ამბებს, მაგრამ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მთავარი მხოლოდ ის არის, რომ ლუის სუარესი "ბარსელონაში" ბედნიერია.

ჩემი აზრით, ის ევროპის საუკეთესო თავდამსხმელია და მისი შენარჩუნება გვინდა. მისი და "ბარსელონას" თანამშრომლობის გახანგრძლივებას ვაპირებთ და მასზე სამომავლოდ დიდ იმედებს ვამყარებთ, რადგანაც ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ამბიციური და დიდებული მოთამაშეა.

"ბარსელონაში" თამაში მესისა და ნეიმარის გვერდით აბედნიერებს, ძალიან სახიფათო ტრიოს ქმნიან",
- განაცხადა ბართომეუმ.

წყარო: skysports
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Gamkrelidze
2 ნოემბერი 2016 23:04
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
არც მინდა ამის მოსვლა და არც მოვა აქ 100 წელი კიდე wink
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top