გამოავლინეთ გასული თვის საუკეთესო ფეხბურთელი.
"მანჩესტერ იუნაიტედის" სამი ფეხბურთელი იბრძოლებს ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსთვის. გაეცანით ნომინანტთა შედეგებს განვლილ თვეში და დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი...
ანდერ ერერა: 5 მატჩი, 0 გოლიპოპულარული ნახევარმცველი ბოლო პერიოდში შესანიშნავ სათამაშო ფორმას აჩვენებს და მისი დიდი დამსახურებაა "ენფილდზე" მოპოვებული ერთ ქულაში. ჟოზე მოურინიოს გუნდის განუყოფელ ნაწილად ქცეულმა ბასკმა ზლატან იბრაჰიმოვიჩს შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა "ბარნლისთან" მატჩში, რომლის შემდეგაც შვედმა აკრობატულ ნახტომში დაარტყა, თუმცა ტომ ჰიტონმა მისი დარტყმულის მოგერიება შეძლო და ეს ხელის რამდენიმე წუთიან ტკივილადაც დაუჯდა. მოგვიანებით კი ერერა მოედნიდან ორი ყვითელი ბარათის მიღების გამო გააძევეს.
ხუან მატა: 4 (1) მატჩი, 1 გოლი"მანჩესტერ სიტისთან" ჭკვიანურმა და ტექნიკურმა დარტყმამ "წითლებს" ლიგის თასის მეოთხედფინალისკენ გაუკვალა გზა, საერთო ჯამში კი ხუანი "იუნაიტედის" შეტევის კრეატორი იყო. მის მარცხენა ფეხს ეკუთვნის "ბარნლისთან" იბრაჰიმოვიჩისთვის შექმნილი საგოლე მომენტი, რომელსაც მხოლოდ კარში ბურთის გადაგზავნაღა აკლდა, გარდა ამისა, აღნიშნულ მატჩში მან ძელს გაარტყა ბურთი და ჰიტონს არაერთი სეივის გაკეთება აიძულა.
ანტონიო ვალენსია: 4 მატჩი, 0 გოლიმარჯვენა მცველის როლში აბსოლუტურად კომფორტულად თავის მგრძნობი ეკვადორელი აპლოდისმენტების ღირსი არაერთხელ გახდა, მათ შორის, "სიტისთან" ლიგის თასის მატჩში. ვალენსია ბრწყინავდა "ენფილდზეც", სადაც რობერტო ფირმინოს თავის გამოჩენაში შეუშალა ხელი, ტრავმა კი, რომელიც მან მიიღო და რომლის გამოც "ბარნლისთან" მატჩი გამოტოვა, ყველაზე ცუდი რამ იყო, რაც კი შეიძლებოდა მომხდარიყო.
ხმის მისაცემად გადადით ბმულზე:
Vote now at ManUtd.com/POTM ან ისარგებლეთ "თვითერით:
Twitter via @ManUtd. შედეგები 3 ნოემბერს 17 საათზე გამოცხადდება.