თბილისი:
მანჩესტერი:
1-11-2016, 15:04
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2388,
კომენტარები: 22
ხმა მიეცით: ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელი
გამოავლინეთ გასული თვის საუკეთესო ფეხბურთელი.
ხმა მიეცით: ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელი
"მანჩესტერ იუნაიტედის" სამი ფეხბურთელი იბრძოლებს ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსთვის. გაეცანით ნომინანტთა შედეგებს განვლილ თვეში და დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი...

ანდერ ერერა: 5 მატჩი, 0 გოლი

პოპულარული ნახევარმცველი ბოლო პერიოდში შესანიშნავ სათამაშო ფორმას აჩვენებს და მისი დიდი დამსახურებაა "ენფილდზე" მოპოვებული ერთ ქულაში. ჟოზე მოურინიოს გუნდის განუყოფელ ნაწილად ქცეულმა ბასკმა ზლატან იბრაჰიმოვიჩს შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა "ბარნლისთან" მატჩში, რომლის შემდეგაც შვედმა აკრობატულ ნახტომში დაარტყა, თუმცა ტომ ჰიტონმა მისი დარტყმულის მოგერიება შეძლო და ეს ხელის რამდენიმე წუთიან ტკივილადაც დაუჯდა. მოგვიანებით კი ერერა მოედნიდან ორი ყვითელი ბარათის მიღების გამო გააძევეს.

ხუან მატა: 4 (1) მატჩი, 1 გოლი

"მანჩესტერ სიტისთან" ჭკვიანურმა და ტექნიკურმა დარტყმამ "წითლებს" ლიგის თასის მეოთხედფინალისკენ გაუკვალა გზა, საერთო ჯამში კი ხუანი "იუნაიტედის" შეტევის კრეატორი იყო. მის მარცხენა ფეხს ეკუთვნის "ბარნლისთან" იბრაჰიმოვიჩისთვის შექმნილი საგოლე მომენტი, რომელსაც მხოლოდ კარში ბურთის გადაგზავნაღა აკლდა, გარდა ამისა, აღნიშნულ მატჩში მან ძელს გაარტყა ბურთი და ჰიტონს არაერთი სეივის გაკეთება აიძულა.

ანტონიო ვალენსია: 4 მატჩი, 0 გოლი

მარჯვენა მცველის როლში აბსოლუტურად კომფორტულად თავის მგრძნობი ეკვადორელი აპლოდისმენტების ღირსი არაერთხელ გახდა, მათ შორის, "სიტისთან" ლიგის თასის მატჩში. ვალენსია ბრწყინავდა "ენფილდზეც", სადაც რობერტო ფირმინოს თავის გამოჩენაში შეუშალა ხელი, ტრავმა კი, რომელიც მან მიიღო და რომლის გამოც "ბარნლისთან" მატჩი გამოტოვა, ყველაზე ცუდი რამ იყო, რაც კი შეიძლებოდა მომხდარიყო.

ხმის მისაცემად გადადით ბმულზე: Vote now at ManUtd.com/POTM ან ისარგებლეთ "თვითერით: Twitter via @ManUtd. შედეგები 3 ნოემბერს 17 საათზე გამოცხადდება.


ვის მიეცით ხმა?

ანდერ ერერა
ხუან მატა
ანტონიო ვალენსია

ახალი ამბები
22 კომენტარი
№21
ავტორი: temo-scholes
2 ნოემბერი 2016 16:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1666
ციტატა: გიორგი
ციტატა: dunkan
ციტატა: გიორგი
მატა საუკეთესო იყო smile

Shen ar ambobdi bani daedebat vinc cenzuras ar icavso? Valensiaze agikrepia.mashin me damade bani radgan shotkins unda vawyenino dzveli angarishebi maqvs zrdilobastan dakavshirebit

ცენზურაზე ბანიათქო სად ვთქვი? საბედნიეროდ აქვს საიტს ფუნქცია რომ ცენზურა აკონტროლოს, შეძლებისდაგვარად მაინც და მაგაზე ბანი ჯერ არავისთვის დამიდია. მარა თუ რამე დავიდებ ბანს არაა პრობლემა

გიო წინა სიახლის კომენტარები ნახე და მიხვდები ყველაფერს..... ბოლოსკენაა...
0
№22
ავტორი: GeorgeBest
2 ნოემბერი 2016 17:05
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ციტატა: temo-scholes
ციტატა: გიორგი
ციტატა: dunkan
ციტატა: გიორგი
მატა საუკეთესო იყო smile

Shen ar ambobdi bani daedebat vinc cenzuras ar icavso? Valensiaze agikrepia.mashin me damade bani radgan shotkins unda vawyenino dzveli angarishebi maqvs zrdilobastan dakavshirebit

ცენზურაზე ბანიათქო სად ვთქვი? საბედნიეროდ აქვს საიტს ფუნქცია რომ ცენზურა აკონტროლოს, შეძლებისდაგვარად მაინც და მაგაზე ბანი ჯერ არავისთვის დამიდია. მარა თუ რამე დავიდებ ბანს არაა პრობლემა

გიო წინა სიახლის კომენტარები ნახე და მიხვდები ყველაფერს..... ბოლოსკენაა...

ვიცი რაზეც ამბობს, ვალენსიაზე მე დავწერე "ცუდი"
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top