თბილისი:
მანჩესტერი:
1-11-2016, 10:12
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2769,
კომენტარები: 13
გულშემატკივართა საოცნებო დღე
"იუნაიტედის" ფეხბურთელები ახალგაზრდა გულშემატკივრებს ეწვივნენ.
გულშემატკივართა საოცნებო დღე
Manchester United Foundation-მა ახალგაზრდა გულშემატკივრებს "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებთან შეხვედრის საშუალება მისცა და ორშაბათი საოცნებო დღედ უქცია.

"საოცნებო დღე" წელიწადში ორჯერ ეწყობა Aon-ის სავარჯიშო კომპლექსზე გულშემატკივრებისთვის, რომელთაც სერიოზული დაავადება აქვთ და მათ ჯი მერფის ცენტრში მოთამაშეებთან შეხვედრისა და მათ ვარჯიშზე დაკვირვების საშუალება აქვთ. მოწვეული სტუმრები ინგლისის სხვადასხვა ნაწილიდან ჩამოდიან, ზოგიერთი მათგანი კი ოკეანის გადაღმა ქვეყნებიდანაც ჩადის, როგორიც მაგალითად მალტა და კანადაა.

"იუნაიტედის" ნახევარმცველი პოლ პოგბა, რომელიც პირველად დაესწრო "ოცნების დღეს", ამბობს: "აცნობიერებ რამდენად იღბლიანი ხარ, როცა მათ ბრძოლას ხედავ მათ მდგომარეობასთან. ამ ბავშვებს ჩვენს სიყვარულს ვუძღვნით და მათთვის მაისურებზე ხელმოწერასთან ერთად ფოტოების გადაღება უბრალოდ სიამოვნებაა. მინდა მათ ღიმილი ვაჩუქო და მათი დღეები გავაბედნიერო."

ხუან მატა: "ყოველთვის ვამბობდი, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელობა ადამიანთა სახეზე ღიმილის გამოხატვის საშუალებას გაძლევს. ამ ბავშვებს რთული პერიოდი აქვთ, ჩვენ კი მათთვის ღიმილის ჩუქება შეგვიძლია, რითაც ვამაყობთ."

უეინ რუნი: "ასეთი დღეები ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთელებისთვის. მოვდივართ, ბავშვებს ვხვდებით და მათ დღეებს ვაკაშკაშებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ მათთვის აქ ყოფნა შეგვიძლია".

რიისმა, 9 წლის სუინტონელმა, რომელსაც გულის პრობლემები აქვს, მხოლოდ გუშინ გაიგო, სად მიემგზავრებოდა: "აღელვებული ვიყავი. როცა აქ მოვედით, ფეხბურთელების ვარჯიშს ვუყურეთ და მე ხელმოწერილი მაისური გადმომცეს. ნამდვილად ამაღელვებელი და მართლაც კარგი იყო ფეხბურთელებთან გასაუბრება".

ნატალიმ, რიისის დედამ მადლიერება გამოხატა თავისი შვილის გაბედნიერების გამო: "მისი ასე ბედნიერად ხილვა უბრალოდ შესანიშნავი იყო. საოცარია, ყველაფერი შეუყვარდა".
სურათები
13 კომენტარი
№1
ავტორი: gaga1987
1 ნოემბერი 2016 10:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ძალიან მაგარი და საამაყოა ესეთი საქციელი.ყოველთვის გვერდში უდგანან და ამხნევებენ ესეთ ადამიანებს.დასაფასებელი საქციელი როგორც გუნდის ასევე თითოეული ფეღბურთელის.ესე ხომ მანჩესტერ იუნაიტედია fellow fellow
3
№2
ავტორი: ikeoni
1 ნოემბერი 2016 10:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Vaime im bavshs ra chirs(((sagol bichebs ❤️
1
№3
ავტორი: SANDROGRIGA
1 ნოემბერი 2016 11:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
როცა ამხრლა შესაძლებლობები და ფინანსები გაქ ყოველთვის უნდა გამოიჩინო ასეთი კეთილი საქმით თავი
2
№4
ავტორი: rene harrison_
1 ნოემბერი 2016 12:02
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 273
ფეხბურთი კაია მარა ადამიანობა უმთავრესია. ძაან კაია ასეთი საქციელი. რადდენი ფული აქვთ მაგას არ აქვს მნიშვნელობა ასეთ საქციელს ხედავს ღმერთი
2
№5
ავტორი: mogeba
1 ნოემბერი 2016 12:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
maladec bijebs imedia ese gagzeldeba
1
№6
ავტორი: Lady in red
1 ნოემბერი 2016 13:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
ყველაზე მაგარი გუნდის გულშემატკივარუ ვარ. ყოველთვის გამოირჩეოდნენ ასეთი საქციელით და ნამდვილად საფასებელია.
2
№7
ავტორი: gela-manutd
1 ნოემბერი 2016 14:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
love
0
№8
ავტორი: GeorgeBest
1 ნოემბერი 2016 15:11
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ხშირად იქცევიან ესე winked
0
№9
ავტორი: MAN mou MAN
1 ნოემბერი 2016 15:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 55


Sg bijebs
0
№10
ავტორი: Lukalaba
1 ნოემბერი 2016 16:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 190
იმ ბავშვს რა ჩირს საწყალი სგ ბიჩებს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top