თბილისი:
მანჩესტერი:
1-11-2016, 10:12
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2772,
კომენტარები: 13
გულშემატკივართა საოცნებო დღე
"იუნაიტედის" ფეხბურთელები ახალგაზრდა გულშემატკივრებს ეწვივნენ.
გულშემატკივართა საოცნებო დღე
Manchester United Foundation-მა ახალგაზრდა გულშემატკივრებს "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებთან შეხვედრის საშუალება მისცა და ორშაბათი საოცნებო დღედ უქცია.

"საოცნებო დღე" წელიწადში ორჯერ ეწყობა Aon-ის სავარჯიშო კომპლექსზე გულშემატკივრებისთვის, რომელთაც სერიოზული დაავადება აქვთ და მათ ჯი მერფის ცენტრში მოთამაშეებთან შეხვედრისა და მათ ვარჯიშზე დაკვირვების საშუალება აქვთ. მოწვეული სტუმრები ინგლისის სხვადასხვა ნაწილიდან ჩამოდიან, ზოგიერთი მათგანი კი ოკეანის გადაღმა ქვეყნებიდანაც ჩადის, როგორიც მაგალითად მალტა და კანადაა.

"იუნაიტედის" ნახევარმცველი პოლ პოგბა, რომელიც პირველად დაესწრო "ოცნების დღეს", ამბობს: "აცნობიერებ რამდენად იღბლიანი ხარ, როცა მათ ბრძოლას ხედავ მათ მდგომარეობასთან. ამ ბავშვებს ჩვენს სიყვარულს ვუძღვნით და მათთვის მაისურებზე ხელმოწერასთან ერთად ფოტოების გადაღება უბრალოდ სიამოვნებაა. მინდა მათ ღიმილი ვაჩუქო და მათი დღეები გავაბედნიერო."

ხუან მატა: "ყოველთვის ვამბობდი, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელობა ადამიანთა სახეზე ღიმილის გამოხატვის საშუალებას გაძლევს. ამ ბავშვებს რთული პერიოდი აქვთ, ჩვენ კი მათთვის ღიმილის ჩუქება შეგვიძლია, რითაც ვამაყობთ."

უეინ რუნი: "ასეთი დღეები ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთელებისთვის. მოვდივართ, ბავშვებს ვხვდებით და მათ დღეებს ვაკაშკაშებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ მათთვის აქ ყოფნა შეგვიძლია".

რიისმა, 9 წლის სუინტონელმა, რომელსაც გულის პრობლემები აქვს, მხოლოდ გუშინ გაიგო, სად მიემგზავრებოდა: "აღელვებული ვიყავი. როცა აქ მოვედით, ფეხბურთელების ვარჯიშს ვუყურეთ და მე ხელმოწერილი მაისური გადმომცეს. ნამდვილად ამაღელვებელი და მართლაც კარგი იყო ფეხბურთელებთან გასაუბრება".

ნატალიმ, რიისის დედამ მადლიერება გამოხატა თავისი შვილის გაბედნიერების გამო: "მისი ასე ბედნიერად ხილვა უბრალოდ შესანიშნავი იყო. საოცარია, ყველაფერი შეუყვარდა".
სურათები
13 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
1 ნოემბერი 2016 18:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
feel

feel
0
№12
ავტორი: gache1991
1 ნოემბერი 2016 19:47
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
მშვენიერი.არც პირველია ასეთი რამ და არც ბოლო.ყოველთვის გამოირჩეოდა იუნაიტედი ასეთი საქმეებით
0
№13
ავტორი: temo-scholes
2 ნოემბერი 2016 16:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
მეამაყება რომ მანჩესტერ იუნაიტედის ფანი ვარ...!!!! love
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top