თბილისი:
მანჩესტერი:
1-11-2016, 09:48
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2889,
კომენტარები: 11
UNICEF-მა მორიგი საქველმოქმედო საღამო მოაწყო
"წითელმა ეშმაკებმა" საქველმოქმედო საღამოში მიიღეს მონაწილეობა.
UNICEF-მა მორიგი საქველმოქმედო საღამო მოაწყო
ჟოზე მოურინიო "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის რანგში პირველად დაესწრო UNICEF-ის გალა საღამოს.

მე-17 ყოველწლიური საღამო "ოლდ ტრაფორდზე" 31 ოქტომბერს ჩატარდა და UNICEF-ისთვის 215 ათასი ფუნტი შეგროვდა.

საღამოზე შემოსული სრული თანხა ტაილანდში UNICEF-ის საქველმოქმედო საქმიანობას მოხმარდება, რაც სასწავლო პროგრამის განვითარებას შეუწყობს ხელს. ტაილანდში მცხოვრები ბავშვების 25 პროცენტი სწავლას უსახსრობის გამო ვერ ახერხებს; სწავლის ხარისხი ძალზედ დაბალია და ისინი, ვინც სკოლას ასრულებს, სამსახურის დასაწყებად საჭირო უნარებს ვერ ფლობს.



განათლების გარეშე დარჩენილ ბავშვთა სამომავლო წარმატების შანსი ცხოვრებაში გაცილებით ნაკლებია, ამიტომ ფონდი მათთვის განათლების მიცემას ცდილობს, რათა ბავშვების მომავალი მათსავე ხელში იყოს.

ჟოზე მოურინიო ფონდს თავისი კოლექციის აუქციონზე გატანით დაეხმარა, რაშიც მის მიერ ხელმოწერილი ნივთები შედიოდა. მათ შორის იყო "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნისას ნაქონი შარფი. აუქციონის დასასრულს კი მოურინიომ სულგრძელობა გამოიჩინა და თავისი მაჯის საათიც გაყიდა. მისმა კოლექციამ ჯამში 30 ათასი ფუნტი შეაგროვა.

მოურინიო: "საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე საოცარი საქმიანობა ქველმოქმედებაა და ამის გამო UNICEF-ს ყოველთვის მხარს ვუჭერდი. დანამდვილებით იცი, რომ ფული სწორ ადგილას წავა და დიდ ცვლილებას შეიტანს. დღევანდელი ფული ტაილანდელ ბავშვებს მოხმარდება, ასე რომ, ვიცით, უკეთესი მომავლისთვის ვხარჯავთ - ვფიქრობ, ამაზე უკეთესი შეგრძნება რთულად განსაცდელია".
სურათები
11 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
1 ნოემბერი 2016 10:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Amaze uketes martla ras gaaketeb kaci ❤️
0
№2
ავტორი: MEMPHIS 7
1 ნოემბერი 2016 11:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
აი ეს უნდა იყოს ყველა
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
1 ნოემბერი 2016 11:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ყოველთვის გამოირჩეოდა კლუბი ასეთი საქველმოქმედო ხასიათის ღონისძიებებით
0
№4
ავტორი: mogeba
1 ნოემბერი 2016 12:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
dalian magari rame gagiketebiat sul ase magrad iyavit memgobi fenerbaxche ganwiruli ukve bdgvna iqneba msofloishi amito uyvart es gundi ro yvelaferi ician dqgund uvela undq daudget mxari dqujirot malaci bijebs
0
№5
ავტორი: gela-manutd
1 ნოემბერი 2016 14:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
სგ სგ მაგრები ხართ
0
№6
ავტორი: Sh-rati
1 ნოემბერი 2016 15:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 91
მხითარიანი რამ წააყვანიათ საქველმოქმედო აქციაზე
0
№7
ავტორი: GeorgeBest
1 ნოემბერი 2016 15:12
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
შვაინა აქ მაინც ყავდეთ areyoukiddingme
1
№8
ავტორი: MAN mou MAN
1 ნოემბერი 2016 15:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 55
Shvainn
0
№9
ავტორი: stepno
1 ნოემბერი 2016 18:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
იმედია შვაინას მისცემენ შანს ევროპალიგაზე მაინც რავიციი რაა:)))) იბრა რა ტიპიაა :DDDDDDD
0
№10
ავტორი: Malboro463
1 ნოემბერი 2016 19:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5850
მარსიალს ახალი ქალი ყავს? wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top