თბილისი:
მანჩესტერი:
1-11-2016, 09:48
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2909,
კომენტარები: 11
UNICEF-მა მორიგი საქველმოქმედო საღამო მოაწყო
"წითელმა ეშმაკებმა" საქველმოქმედო საღამოში მიიღეს მონაწილეობა.
UNICEF-მა მორიგი საქველმოქმედო საღამო მოაწყო
ჟოზე მოურინიო "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის რანგში პირველად დაესწრო UNICEF-ის გალა საღამოს.

მე-17 ყოველწლიური საღამო "ოლდ ტრაფორდზე" 31 ოქტომბერს ჩატარდა და UNICEF-ისთვის 215 ათასი ფუნტი შეგროვდა.

საღამოზე შემოსული სრული თანხა ტაილანდში UNICEF-ის საქველმოქმედო საქმიანობას მოხმარდება, რაც სასწავლო პროგრამის განვითარებას შეუწყობს ხელს. ტაილანდში მცხოვრები ბავშვების 25 პროცენტი სწავლას უსახსრობის გამო ვერ ახერხებს; სწავლის ხარისხი ძალზედ დაბალია და ისინი, ვინც სკოლას ასრულებს, სამსახურის დასაწყებად საჭირო უნარებს ვერ ფლობს.



განათლების გარეშე დარჩენილ ბავშვთა სამომავლო წარმატების შანსი ცხოვრებაში გაცილებით ნაკლებია, ამიტომ ფონდი მათთვის განათლების მიცემას ცდილობს, რათა ბავშვების მომავალი მათსავე ხელში იყოს.

ჟოზე მოურინიო ფონდს თავისი კოლექციის აუქციონზე გატანით დაეხმარა, რაშიც მის მიერ ხელმოწერილი ნივთები შედიოდა. მათ შორის იყო "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნისას ნაქონი შარფი. აუქციონის დასასრულს კი მოურინიომ სულგრძელობა გამოიჩინა და თავისი მაჯის საათიც გაყიდა. მისმა კოლექციამ ჯამში 30 ათასი ფუნტი შეაგროვა.

მოურინიო: "საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე საოცარი საქმიანობა ქველმოქმედებაა და ამის გამო UNICEF-ს ყოველთვის მხარს ვუჭერდი. დანამდვილებით იცი, რომ ფული სწორ ადგილას წავა და დიდ ცვლილებას შეიტანს. დღევანდელი ფული ტაილანდელ ბავშვებს მოხმარდება, ასე რომ, ვიცით, უკეთესი მომავლისთვის ვხარჯავთ - ვფიქრობ, ამაზე უკეთესი შეგრძნება რთულად განსაცდელია".
სურათები
11 კომენტარი
№11
ავტორი: temo-scholes
2 ნოემბერი 2016 15:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ყველაზე მაგარი ქალი მარსიალს და მატას ყავს....:))
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top