თბილისი:
მანჩესტერი:
31-10-2016, 16:00
ავტორი: REDmonday,
ნანახია: 3574,
კომენტარები: 18
თილისმა თუ წყევლა?
შვედი თავდამსხმელი - გუნდის თილისმა თუ სასჯელი მისი ქედმაღლობისთვის?!
თილისმა თუ წყევლა?
2016 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შვედი თავდამსხმელისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" კავშირი ერთ-ერთი ხმაურიანი მოვლენა იყო საფეხბურთო სამყაროში. ბევრი დაიწერა ამ ტრანსფერის შესახებ და ყველა მოუთმენლად ელოდა ამ ამბის ოფიციალურად დადასტურებას.
მოგეხსენებათ, პსჟ-ს ყოფილი თავდამსხმელი ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში და მისი გადაბირება ნებისმიერი გუნდისთვის სასურველი ტრანსფერია. შეგახსენებთ, ბოლო ოთხი სეზონი იბრაჰიმოვიჩმა პსჟ-ში გაატარა და 180 მატჩში 156 გოლი გაიტანა.

საფეხბურთო კარიერის მანძილზე პსჟ–ს გარდა ფეხბურთელი „მალმიოს", „აიაქსის", „იუვნეტუსის", „ინტერის", „მილანისა" და „ბარსელონას" ღირსებას იცავდა.

ხმაურიანი ტრანსფერი ნელ-ნელა დასასრულს მიუახლოვდა და 34 წლის ფეხბურთელი „მანჩსტერ იუნაიტედს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. "პარის სენ ჟემენის" ყოფილმა ფეხბურთელმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელებს.
ამის შესახებ იბრაჰიმოვიჩმა ინსტაგრამზე დაწერა. "დროა, მსოფლიომ გაიგოს ჩემი მომავალი კლუბის ვინაობა - ეს "მანჩესტერ იუნაიტედია."

თილისმა თუ წყევლა?

ზლატან იბრაჰიმოვიჩი ერთ-ერთია, რომელმაც დიდი პატივისცემა დაიმსახურა "იუნაიტედის" გულშემატკივრების მხრიდან და მისი პოპულარობა დღითიდღე უფრო მატულობდა თავის ახალ გუნდში. ახლაგაზრდა ფრანგმა ფეხბუთელმა პოლ პოგბამ ზლატანს ახალი ღვთაებრივი ზედმეტსახელი ''თორი'' შეარქვა. გიგანტური ჩაქუჩით ძლევამოსილი ვიკინგების ღმერთი.

თილისმა თუ წყევლა?


ზუსტად 35 წლის წინ ზლატან იბრაჰიმოვიჩის სახით საფეხბურთო სამყაროსა და მთლიანად კაცობრიობას გენიოსი მოევლინა. განვლილ წლებში მისი ხასიათის შესახებ არაერთხელ დაწერილა თუ თქმულა. ახლა წარმოგიდგენთ შვედი ფორვარდის ყველაზე ხმაურიან და სახალისო გამონათქვამებს, რომელიც შესაძლოა ბევრს ხუმრობად მოეჩვენოს, მაგრამ დარწმუნებულნი იყავით, რომ თითოეული ფრაზის წარმოთქმის დროს, ზლატან იბრაჰიმოვიჩი სულაც არ ხუმრობდა...

მოგეხსენებათ, შვედის წარმოდგენა საკუთარ თავზე ასაკის მატებასთან ერთად საგრძნობლად იზრდება. და ყოველი მისი გამონათქვამი მედიის დიდ ყურადღებას იქცევს. გავიხსენოთ მისი ცნობილი გამონათქვამები:

პსჟ-ში გადასვლისას:
"მართალია, მე არ ვიცნობ ამ ლიგის ბევრ ფეხბურთელს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბევრმა იცის ჩემს შესახებ".

კითხვაზე თუ როგორ შეხვდა ახალწვეული ზლატანი "აიაქსში" თანაგუნდელებს:
"მე ზლატანი ვარ და თქვენ ვინ ჯანდაბები ხართ?!"

ჟურნალისტისა და იბრას დიალოგი:
- ჟურნალისტი: ვინ მოიგებს მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფს?
- იბრა: მხოლოდ ღმერთმა იცის.
- ჟურნალისტი: თუმცა, მისთვის კითხვა ცოტა გაჭირდება...
- იბრა: რატომ? – იგი ახლა თქვენს წინაშეა.


იბრა შედარებებზე და მეტსახელებზე:
"არ მჭირდება მეტსახელი – თუ გსურთ შთაბეჭდილება, მიყურეთ თამაშისას".

BeinSport-თან ინტერვიუსას პსჟ-ში კონტრაქტის გახანგრძლივებაზე:
"ეიფელის კოშკის ნაცვლად ჩემი ძეგლი უნდა დაიდგას".

როდესაც პსჟ-ს ტოვებდა:
"ხვალ ჩემი ბოლო მატჩია "პარკ დე პრენსზე" – აქ მოვედი, როგორც ღმერთი და მივდივარ როგორც ლეგენდა".


თილისმა თუ წყევლა?


ქედმაღალი შვედი თავდამსხმელი მანჩესტერში გადმოსვლის შემდეგ, გუნდის ყოფილ ლეგენდას, ერიკ კანტონასაც „დაუპირისპირდა". ფრანგი ერიკ კანტონა ოდიოზური პიროვნება გახლავთ და არანაკლებია ზლატან იბრაჰიმოვიჩიც, რომელიც ცოტა ხნის წინ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი გახდა. შვედმა გიგანტმა კანტონას სიტყვა არ შეარჩინა და საკმაოდ ორიგინალური პასუხი გასცა:

"მოვისმინე რაც კანტონამ თქვა – მისი კარიერით აღფრთოვანებული ვარ და იგი მართალია – მე არ ვიქნები მანჩესტერში მეფე, ღმერთი ვიქნები", - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

ზლატანის ეს პასუხი ცოტა ხნის კანტონას კომენტარს მოჰყვა, როდესაც მან განაცხადა, რომ იბრაჰიმოვიჩი "იუნაიტედში" მეფე ვერ გახდებოდა...

მან ასევე მანჩესტერული კარიერის დაწყებამდე განაცხადა:
„შემეძლო "ლივერპულში" გადავსულიყავი, მაგრამ არ მინდოდა, მეთამაშა ისეთ გუნდში რომელიც მე-8 ადგილზე გადის და ისევ ფიქრობს რომ დიდებული კლუბია".

სამწუხაროდ მანჩესტერის გამოცდილი თავდამსხმელის ინგლისური კარიერის კარგი სტარტისა, ბოლო პერიოდში საგრძნობლად მოიკოჭლებს და იმედგაცრუებულს ტოვებს მანჩესტერის გულშემატკივარს, რაც ძვირად უჯდება თავის გუნდს ისინი 8 ქულით ჩამორჩებიან ლიდერებს. იბრაჰიმოვიჩის სტატისტიკური მაჩვენებელი ბოლო პერიოდში კატასტროფულია ვინაიდან მან ბოლო 6 მატჩში 540 წუთი ითამაშა, 35 დარტყმიდან ვერცერთხელ ვერ მოახერხა მოწინააღმდეგის კარის აღება და გოლის გატანა და ვერცერთი საგოლე გადაცემა ვერ განახორციელა. შვედ ფეხბურთელს აშკარად პრობლემები აქვს. უდავოა რომ ის ცუდ ფორმაშია, მისი ქედმაღლური წინასწარ ლაპარაკი კი უკან ბუმერანგივით უბრუნდება რაც გუნდის კეთილდღეობაზე აისახება და ხელს უშლის წარმატების მიღწევაში.
სტატიები
18 კომენტარი
№1
ავტორი: I L C
31 ოქტომბერი 2016 16:04
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
რა ღმერთი მჭედლიძეს შენზე მეტიგოლიაქ გატანილი ამსეზონში

ეჰჰ იბრაა :@ ვერ ამართლებს იმედებსს... მარტო ამბიციურობა არ შველის საქმეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№2
ავტორი: gilmour
31 ოქტომბერი 2016 16:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
დაბერდა შეე...თ:))) ვეღარ მოძრაობს, თითქოს ფეხები ებლანდება, მომენტებში რათქმაუნდა 60 წლისაც რომ იყოს მაინც გაგაკვირვებს, მაგრამ მთლიანობაში მარტო ამის იმედზე არ უნდა იყო მთელი სეზონი.
0
№3
ავტორი: DRJBECKHAM
31 ოქტომბერი 2016 16:33
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
დაუკვირდით რაღაცას, მესმის რო ვერ ამართლებს მაგრამ იმას რატო ვერ უყურებთ სიღრმიდან რ თამაშპბს და მომენტებს უქმნის სხვა ფეხბურთელებს? კარგად ანაწილებს ტამაშს და იმედი ამქვს მეორე სეზონშიც დარჩება, უბრალოდ სწრაფი ფლანგის ფეხბურთელები ჭირდება, რაშფორდი კარგია და მარჯვნივ ვინმე შესაბამისი უნდა, მოედნის ხედვა ძალიან ბევრ აღიარებულ ფეხბურთელზე მაგარი აქვს, უბრალოდ შესაბამისი ფეხბურთელია საჭირო
2
№4
ავტორი: REDmonday
31 ოქტომბერი 2016 16:48
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 118
უფრო მეტი მომენტი ზლატანს შეუქმნეს რომელიც გაანიავა, ამოაქვს შუიდან კარგად ანაწილებს. ყველაფერი თითქოს კარგია მაგრამ ცხრილში უფრო წინ უნდა ვიყოთ
2
№5
ავტორი: ikeoni
31 ოქტომბერი 2016 17:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Darwmunebuli var male dazlevs am periods ❤️
0
№6
ავტორი: Lady in red
31 ოქტომბერი 2016 17:41
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
ეს კი ანიავებს მომენტებს, მაგრამ ზოგადად გუნდს აქვს კრიზისი და როცა გუნდი გამოსწორდება დარწმუნებული ვარ ყველა მოუმატებს.
2
№7
ავტორი: de gea1
31 ოქტომბერი 2016 19:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 356
წყევლა
0
№8
ავტორი: shotkin
31 ოქტომბერი 2016 19:30
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: DRJBECKHAM
დაუკვირდით რაღაცას, მესმის რო ვერ ამართლებს მაგრამ იმას რატო ვერ უყურებთ სიღრმიდან რ თამაშპბს და მომენტებს უქმნის სხვა ფეხბურთელებს? კარგად ანაწილებს ტამაშს და იმედი ამქვს მეორე სეზონშიც დარჩება, უბრალოდ სწრაფი ფლანგის ფეხბურთელები ჭირდება, რაშფორდი კარგია და მარჯვნივ ვინმე შესაბამისი უნდა, მოედნის ხედვა ძალიან ბევრ აღიარებულ ფეხბურთელზე მაგარი აქვს, უბრალოდ შესაბამისი ფეხბურთელია საჭირო

ხო მეცეგრევფიქრობ შესაბამისი ფეხბურთელებია საჭირო ფლანგზე უფრო სწრაფი და მაღალი დონის ფეხბურთელები მაგრამ ამას რო თავი დავანებოთ, სტოკთან ისეთები მაზა და ანიავა ასევე ბარნლისთან სიტისთან პირველ თამაშში და ლივერპულთან რო მარტო ეგრეც არაა ასეთუისე მომენტებს უქმნიან და პირველი ამას ევალება გოლის გატანა და ეს კიდე მეტრანახევრიდანაც ვეღარ ურტყავს კარში ზუსტად
0
№9
ავტორი: gache1991
31 ოქტომბერი 2016 19:40
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
Amas xandaxan dasveneba unda.runi da shvaina daberdao da es magatze otxi wlit didia.evropa itamasha da moum ertxel ar daasvena.mitunetes ertadert porvardad presingis dros marto dazdevs mcvelebs..uamravi momenti sheqmna matastan ertad,amas egeti shemqmneli tipi unda,rogric dimaria yavda psjshi,pirlo xavi iniesta verati da ravici..lingardi ver atamashebs amas
0
№10
ავტორი: shotkin
31 ოქტომბერი 2016 20:08
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: gache1991
Amas xandaxan dasveneba unda.runi da shvaina daberdao da es magatze otxi wlit didia.evropa itamasha da moum ertxel ar daasvena.mitunetes ertadert porvardad presingis dros marto dazdevs mcvelebs..uamravi momenti sheqmna matastan ertad,amas egeti shemqmneli tipi unda,rogric dimaria yavda psjshi,pirlo xavi iniesta verati da ravici..lingardi ver atamashebs amas

სისულელეებს წერ რა არ დაისვენა აბა დაფიქრდი ევროპა ითამაშაო როამბობ რამდენი მატჩი ჩაატარა ??? ჯგუფში ჩარჩა შვედეთი და მთელი თვე გრძელდებოდა ჩემპიონატი და ერთი 20 დღე არ დაისვენა >??? მერე მანჩესტერის მოსამზადებელ თამაშებზეც გვიან შეუერთდა 2 კვირი მიცა მოუმ დასასვენებლად რა არდაისვენა ტო?? ამან დაისვენა თუდაისვენა თუ მანიუს ფანი ხარ გეცოდინება მოუმ რაცილაპარაკა ამაზე რო დასვენება ჭირდება და 2 კვირას ვასვენებ მიუხედავად იმისა რო მოსამზადებელს ვიწყებთო და მეტი რაღა დაასვენოს + ამას ნაკრებშიც აღარ თამაშობს რო ზედმეტად დაიტვირთოს . ასერომ გადაღლილობა ყველაზე უსუსური და სულელური არგუმენტია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top