თბილისი:
მანჩესტერი:
31-10-2016, 16:00
ავტორი: REDmonday,
ნანახია: 3585,
კომენტარები: 18
თილისმა თუ წყევლა?
შვედი თავდამსხმელი - გუნდის თილისმა თუ სასჯელი მისი ქედმაღლობისთვის?!
თილისმა თუ წყევლა?
2016 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შვედი თავდამსხმელისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" კავშირი ერთ-ერთი ხმაურიანი მოვლენა იყო საფეხბურთო სამყაროში. ბევრი დაიწერა ამ ტრანსფერის შესახებ და ყველა მოუთმენლად ელოდა ამ ამბის ოფიციალურად დადასტურებას.
მოგეხსენებათ, პსჟ-ს ყოფილი თავდამსხმელი ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში და მისი გადაბირება ნებისმიერი გუნდისთვის სასურველი ტრანსფერია. შეგახსენებთ, ბოლო ოთხი სეზონი იბრაჰიმოვიჩმა პსჟ-ში გაატარა და 180 მატჩში 156 გოლი გაიტანა.

საფეხბურთო კარიერის მანძილზე პსჟ–ს გარდა ფეხბურთელი „მალმიოს", „აიაქსის", „იუვნეტუსის", „ინტერის", „მილანისა" და „ბარსელონას" ღირსებას იცავდა.

ხმაურიანი ტრანსფერი ნელ-ნელა დასასრულს მიუახლოვდა და 34 წლის ფეხბურთელი „მანჩსტერ იუნაიტედს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. "პარის სენ ჟემენის" ყოფილმა ფეხბურთელმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელებს.
ამის შესახებ იბრაჰიმოვიჩმა ინსტაგრამზე დაწერა. "დროა, მსოფლიომ გაიგოს ჩემი მომავალი კლუბის ვინაობა - ეს "მანჩესტერ იუნაიტედია."

თილისმა თუ წყევლა?

ზლატან იბრაჰიმოვიჩი ერთ-ერთია, რომელმაც დიდი პატივისცემა დაიმსახურა "იუნაიტედის" გულშემატკივრების მხრიდან და მისი პოპულარობა დღითიდღე უფრო მატულობდა თავის ახალ გუნდში. ახლაგაზრდა ფრანგმა ფეხბუთელმა პოლ პოგბამ ზლატანს ახალი ღვთაებრივი ზედმეტსახელი ''თორი'' შეარქვა. გიგანტური ჩაქუჩით ძლევამოსილი ვიკინგების ღმერთი.

თილისმა თუ წყევლა?


ზუსტად 35 წლის წინ ზლატან იბრაჰიმოვიჩის სახით საფეხბურთო სამყაროსა და მთლიანად კაცობრიობას გენიოსი მოევლინა. განვლილ წლებში მისი ხასიათის შესახებ არაერთხელ დაწერილა თუ თქმულა. ახლა წარმოგიდგენთ შვედი ფორვარდის ყველაზე ხმაურიან და სახალისო გამონათქვამებს, რომელიც შესაძლოა ბევრს ხუმრობად მოეჩვენოს, მაგრამ დარწმუნებულნი იყავით, რომ თითოეული ფრაზის წარმოთქმის დროს, ზლატან იბრაჰიმოვიჩი სულაც არ ხუმრობდა...

მოგეხსენებათ, შვედის წარმოდგენა საკუთარ თავზე ასაკის მატებასთან ერთად საგრძნობლად იზრდება. და ყოველი მისი გამონათქვამი მედიის დიდ ყურადღებას იქცევს. გავიხსენოთ მისი ცნობილი გამონათქვამები:

პსჟ-ში გადასვლისას:
"მართალია, მე არ ვიცნობ ამ ლიგის ბევრ ფეხბურთელს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბევრმა იცის ჩემს შესახებ".

კითხვაზე თუ როგორ შეხვდა ახალწვეული ზლატანი "აიაქსში" თანაგუნდელებს:
"მე ზლატანი ვარ და თქვენ ვინ ჯანდაბები ხართ?!"

ჟურნალისტისა და იბრას დიალოგი:
- ჟურნალისტი: ვინ მოიგებს მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფს?
- იბრა: მხოლოდ ღმერთმა იცის.
- ჟურნალისტი: თუმცა, მისთვის კითხვა ცოტა გაჭირდება...
- იბრა: რატომ? – იგი ახლა თქვენს წინაშეა.


იბრა შედარებებზე და მეტსახელებზე:
"არ მჭირდება მეტსახელი – თუ გსურთ შთაბეჭდილება, მიყურეთ თამაშისას".

BeinSport-თან ინტერვიუსას პსჟ-ში კონტრაქტის გახანგრძლივებაზე:
"ეიფელის კოშკის ნაცვლად ჩემი ძეგლი უნდა დაიდგას".

როდესაც პსჟ-ს ტოვებდა:
"ხვალ ჩემი ბოლო მატჩია "პარკ დე პრენსზე" – აქ მოვედი, როგორც ღმერთი და მივდივარ როგორც ლეგენდა".


თილისმა თუ წყევლა?


ქედმაღალი შვედი თავდამსხმელი მანჩესტერში გადმოსვლის შემდეგ, გუნდის ყოფილ ლეგენდას, ერიკ კანტონასაც „დაუპირისპირდა". ფრანგი ერიკ კანტონა ოდიოზური პიროვნება გახლავთ და არანაკლებია ზლატან იბრაჰიმოვიჩიც, რომელიც ცოტა ხნის წინ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი გახდა. შვედმა გიგანტმა კანტონას სიტყვა არ შეარჩინა და საკმაოდ ორიგინალური პასუხი გასცა:

"მოვისმინე რაც კანტონამ თქვა – მისი კარიერით აღფრთოვანებული ვარ და იგი მართალია – მე არ ვიქნები მანჩესტერში მეფე, ღმერთი ვიქნები", - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

ზლატანის ეს პასუხი ცოტა ხნის კანტონას კომენტარს მოჰყვა, როდესაც მან განაცხადა, რომ იბრაჰიმოვიჩი "იუნაიტედში" მეფე ვერ გახდებოდა...

მან ასევე მანჩესტერული კარიერის დაწყებამდე განაცხადა:
„შემეძლო "ლივერპულში" გადავსულიყავი, მაგრამ არ მინდოდა, მეთამაშა ისეთ გუნდში რომელიც მე-8 ადგილზე გადის და ისევ ფიქრობს რომ დიდებული კლუბია".

სამწუხაროდ მანჩესტერის გამოცდილი თავდამსხმელის ინგლისური კარიერის კარგი სტარტისა, ბოლო პერიოდში საგრძნობლად მოიკოჭლებს და იმედგაცრუებულს ტოვებს მანჩესტერის გულშემატკივარს, რაც ძვირად უჯდება თავის გუნდს ისინი 8 ქულით ჩამორჩებიან ლიდერებს. იბრაჰიმოვიჩის სტატისტიკური მაჩვენებელი ბოლო პერიოდში კატასტროფულია ვინაიდან მან ბოლო 6 მატჩში 540 წუთი ითამაშა, 35 დარტყმიდან ვერცერთხელ ვერ მოახერხა მოწინააღმდეგის კარის აღება და გოლის გატანა და ვერცერთი საგოლე გადაცემა ვერ განახორციელა. შვედ ფეხბურთელს აშკარად პრობლემები აქვს. უდავოა რომ ის ცუდ ფორმაშია, მისი ქედმაღლური წინასწარ ლაპარაკი კი უკან ბუმერანგივით უბრუნდება რაც გუნდის კეთილდღეობაზე აისახება და ხელს უშლის წარმატების მიღწევაში.
სტატიები
18 კომენტარი
№11
ავტორი: dada
31 ოქტომბერი 2016 20:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
monstri :) gundos krizisi yvelas bralia da ara romelime an pexburtelis an tundac mousi!mtavaria gundma itamashos stabilurad da kargad danarchens eshveleba!tumca kantonastan magrad chama shvedma idiotma
0
№12
ავტორი: gache1991
31 ოქტომბერი 2016 20:54
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
:)))..1 me shen komentarze sisulelatqo ar mitqvams da neba ibodZe sheni komentarebis shepasebebit dakavde..2 jgupshi eqvsi tamashi itamasha da daglilobas marto 90 wuti ar iwvevs...3 or kviriani shesveneba 25 wlis pexburtelistvis sakmarisi dasasvenebeli droa da es 35 wlis ari..
0
№13
ავტორი: DRJBECKHAM
31 ოქტომბერი 2016 22:15
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
ციტატა: shotkin
ციტატა: DRJBECKHAM
დაუკვირდით რაღაცას, მესმის რო ვერ ამართლებს მაგრამ იმას რატო ვერ უყურებთ სიღრმიდან რ თამაშპბს და მომენტებს უქმნის სხვა ფეხბურთელებს? კარგად ანაწილებს ტამაშს და იმედი ამქვს მეორე სეზონშიც დარჩება, უბრალოდ სწრაფი ფლანგის ფეხბურთელები ჭირდება, რაშფორდი კარგია და მარჯვნივ ვინმე შესაბამისი უნდა, მოედნის ხედვა ძალიან ბევრ აღიარებულ ფეხბურთელზე მაგარი აქვს, უბრალოდ შესაბამისი ფეხბურთელია საჭირო

ხო მეცეგრევფიქრობ შესაბამისი ფეხბურთელებია საჭირო ფლანგზე უფრო სწრაფი და მაღალი დონის ფეხბურთელები მაგრამ ამას რო თავი დავანებოთ, სტოკთან ისეთები მაზა და ანიავა ასევე ბარნლისთან სიტისთან პირველ თამაშში და ლივერპულთან რო მარტო ეგრეც არაა ასეთუისე მომენტებს უქმნიან და პირველი ამას ევალება გოლის გატანა და ეს კიდე მეტრანახევრიდანაც ვეღარ ურტყავს კარში ზუსტად

მესმის ძმაო და არც მე მომწონს მაგრამ შარშან რა ხდებოდა არ გახსოვს? ეშლი იანგიც კი ცენტრფორვარდად დგებოდა ხან დეპაი იდგა, რუნიზე აღარაფერს ვამბობ. ზლატანი არის იდეალური ვარიანტი მარსიალი-რეშფორდისთვის.
0
№14
ავტორი: SANDROGRIGA
1 ნოემბერი 2016 00:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ერთი გოლი უნდა და გაიხსნება მერე
0
№15
ავტორი: shotkin
1 ნოემბერი 2016 10:04
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: gache1991
:)))..1 me shen komentarze sisulelatqo ar mitqvams da neba ibodZe sheni komentarebis shepasebebit dakavde..2 jgupshi eqvsi tamashi itamasha da daglilobas marto 90 wuti ar iwvevs...3 or kviriani shesveneba 25 wlis pexburtelistvis sakmarisi dasasvenebeli droa da es 35 wlis ari..

არგეწყინოს მარა უფრო უაზრობა თქვი თუ 3 კვირიანი დასვენებაც არყოფნის მაშინ აზრს ხედავ რაღატო იყიდეს??
0
№16
ავტორი: Lukalaba
1 ნოემბერი 2016 16:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 190
ახლა ამ პერიოდში პერსი მირჩევნია იბრას feel
0
№17
ავტორი: gache1991
1 ნოემბერი 2016 19:37
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ვისთვის როგორ..ჩემთვის შენ რასაც ამბობ ეგ არი უაზრობა ..
0
№18
ავტორი: iloilo603
10 ნოემბერი 2016 14:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
უაზრობაა რა, თორი რაკაცია :) იმდღეს სესხი ავიღე და წამაგებია ამის ბრალი იყო სწორედაც ის თამაში :P უნამუსობისსმაილი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top