"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა, ფილ ჯონსმა ვარჯიშები განაახლა და გუნდს დაცვაში წარმოქმნილი პრობლემების აღმოფხვრაში დაეხმარება.
გასულ სეზონში აღმოჩენილმა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა ჯონსს მხოლოდ 13 მატჩის ჩატარების საშუალება მისცეს. მიმდინარე სეზონი ინგლისელმა ასევე ტრავმით დაიწყო და გუნდის ლაზარეთში იმყოფებოდა.
თუმცა, 24 წლის ფეხბურთელი უკვე გამოჯანმრთელდა და სათამაშოდ მზად არის.
უახლოესი ორი თვის განმავლობაში ჟოზე მოურინიოს ერიკ ბაიის გამოყენების საშუალება არ ექნება, რადგან აფრიკელმა მძიმე ტრავმა მიიღო "ჩელსისთან" მატჩში. ამავე შეხვედრაში პრობლემები აღენიშნა კრის სმოლინგსაც.
ქუსლში დისკომფორტის გამო სმოლინგს "მანჩესტერ სიტისთან" მატჩის გამოტოვება მოუწია. ამგვარად, ჯონსის დაბრუნება გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა.