თბილისი:
მანჩესტერი:
29-10-2016, 11:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2278,
კომენტარები: 14
ფილ ჯონსი გამოჯანმრთელდა
"იუნაიტედის" მცველი ვარჯიშებს დაუბრუნდა.
ფილ ჯონსი გამოჯანმრთელდა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა, ფილ ჯონსმა ვარჯიშები განაახლა და გუნდს დაცვაში წარმოქმნილი პრობლემების აღმოფხვრაში დაეხმარება.

გასულ სეზონში აღმოჩენილმა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა ჯონსს მხოლოდ 13 მატჩის ჩატარების საშუალება მისცეს. მიმდინარე სეზონი ინგლისელმა ასევე ტრავმით დაიწყო და გუნდის ლაზარეთში იმყოფებოდა.

თუმცა, 24 წლის ფეხბურთელი უკვე გამოჯანმრთელდა და სათამაშოდ მზად არის.

უახლოესი ორი თვის განმავლობაში ჟოზე მოურინიოს ერიკ ბაიის გამოყენების საშუალება არ ექნება, რადგან აფრიკელმა მძიმე ტრავმა მიიღო "ჩელსისთან" მატჩში. ამავე შეხვედრაში პრობლემები აღენიშნა კრის სმოლინგსაც.

ქუსლში დისკომფორტის გამო სმოლინგს "მანჩესტერ სიტისთან" მატჩის გამოტოვება მოუწია. ამგვარად, ჯონსის დაბრუნება გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა.

წყარო: dailymail
ახალი ამბები
14 კომენტარი
№11
ავტორი: temo-scholes
29 ოქტომბერი 2016 14:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1666
Dumbo jer sheni dabrunebit gagvaxare da mere sabralo jonsis...
0
№12
ავტორი: Lee Sharpe
29 ოქტომბერი 2016 14:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
სმოლინგს ისეთი ჩაწობილი აქვს ბოლო დროს ჯობია ბაილისთან დუეტში ჯონსის განხილვა დაიწყონ, 2012-13 მახსოვს მე ამის პიკი და სმოლინგი ახლოსაც ვერ მიუდგება, ტრავმებს რა ვუთხარი, იმედია დაიწყებს რეგულარულად თამაშს, არსენალმა დიაბი რამდენი ხანი შეინახა ტიპი პენსიაზე გადიოდა და ეს 24 წლისაა არაფერი არ დაუმთავრებია მთავარია ჩადგეს მწყობრში, ტროლ ფუტბოლის უაზრო შუტკებს ყურადღებას ნუ აქცევთ, მეორე სართულზე რომელს ააქვს ნორმალური სახე ან დაიჯღანები რამე :დდ
0
№13
ავტორი: dybbuk
29 ოქტომბერი 2016 15:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1596
ციტატა: Lee Sharpe
სმოლინგს ისეთი ჩაწობილი აქვს ბოლო დროს ჯობია ბაილისთან დუეტში ჯონსის განხილვა დაიწყონ, 2012-13 მახსოვს მე ამის პიკი და სმოლინგი ახლოსაც ვერ მიუდგება, ტრავმებს რა ვუთხარი, იმედია დაიწყებს რეგულარულად თამაშს, არსენალმა დიაბი რამდენი ხანი შეინახა ტიპი პენსიაზე გადიოდა და ეს 24 წლისაა არაფერი არ დაუმთავრებია მთავარია ჩადგეს მწყობრში, ტროლ ფუტბოლის უაზრო შუტკებს ყურადღებას ნუ აქცევთ, მეორე სართულზე რომელს ააქვს ნორმალური სახე ან დაიჯღანები რამე :დდ

რა პიკი თუ ძმა ხარ, მონდომებული და თავდაუზოგავი რო არის მაგას არავინ უარყოფს და მემგონი ყველა ხედავს, მაგრამ მისი განვითარება და პროგრესი ვერ შედგა მისი გაუთავებელი ტრავმების გამო, ამდენი წელია გუნდს დაცვის პრობლემა აქვს რაც რიო და ვიდა წავიდნენ და მხოლოდ 1 ცენტრალური მცველი იყიდეს ისიც წელს ბაიის სახით, გავარტყი ლოგიკას როცა ხრუსტალის ჯონსი, მოკლე ბლინდი და ხისთავიანი როხო გყავს გუნდში, ეყიდათ ვინმე ამდენი ფული რო დახარჯეს. იტოგში ეს ჯონსი მოსაშორებელია ჩემი აზრით სანამ ვინმე ფულს იხდის, დამთავრდა ის დრო ფერგი რო მასგავსი ლეღვი ფეხბურთელებით შედეგს დებდა, იმიტო იყო გენიოსი ეგ კაცი რო მხოლოდ მას შეეძლო ოშით და ბრაუნით თამაში, არაა არც ჯონსი და კიდე ბევრი სხვა მანიუს დონის და ამ ზაფხულს იმედია მაგ საქმესაც მიხედავენ, მოყვანასთან ერთად ბევრი გასაშვებიცაა
0
№14
ავტორი: el rey
29 ოქტომბერი 2016 16:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
ამის ადგილი აღარაა ძირითადშI
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ https://www.youtube.com/watch?v=93YexzbliDI

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top