თბილისი:
მანჩესტერი:
28-10-2016, 17:27
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3536,
კომენტარები: 18
მოურინიო: "რატომ არ თამაშობს მხითარიანი"
ჟოზე მოურინიო სომეხი ფეხბურთელის არყოფნის მიზეზზე დაწვრილებით საუბრობს.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიომ აღნიშნა, რომ ჰენრიხ მხითარიანს ინგლისურ ფეხბურთთან შესაგუებლად დრო სჭირდება, თუმცა "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელმა თავისი შენაძენი ფეხბურთელი შეაქო.

სომეხმა ფეხბურთელმა მხოლოდ მანჩესტერულ დერბიში მიიღო მონაწილეობა 10 სექტემბერს და ამას მისი ტრავმა დაერთო საერთაშორისო მატჩების დროს.

მოურინიომ დაადასტურა, რომ მხითარიანი ტრავმირებული აღარ არის და მის შესახებ დაწვრილებით ისაუბრა.

"ტრავმა არ აქვს. ხანდახან ვიყენებ სიტყვას "ფორმაშია", ხანდახან კი ვამბობ, რომ "ტრავმა არ აქვს", თუმცა ასევე შეიძლება თქვა, რომ დიდებულ მდგომარეობაშია და სათამაშოდ მზადაა. ჩემთვის ამ სიტყვებს მნიშვნელობა აქვს, რადგან პორტუგალიელები სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვა სიტყვებს ვიყენებთ. მხითარინს ტრავმა არ აქვს, გუნდთან ერთად 100%-ით ვარჯიშობს".

როცა ჰკითხეს, ზოგიერთ ფეხბურთელს ცოტა მეტი დრო სჭირდება თუ არა ინგლისურ ფეხბურთთან შესაგუებლად, მოურინიო განაგრძო: "ასე მგონია, დიახ. ზოგიერთ ფეხბურთელს ძალიან უადვილდება, ზოგისთვის კი მეტი დროა საჭირო. დრო ინტენსიურობის, აგრესიის, უბურთოთ თამაშისა და კონკურენტუნარიანობის შესაცნობად.

რეალობა ხშირად განსხვავებულია კონკურენტუნარიანობის ფარგლებში. მნიშვნელობა არ აქვს ვისთან თამაშობ, უმაღლეს დონეზე უნდა ითამაშო, თორემ ვერ გაუმკლავდები. მიკის დრო სჭირდება ტოპ-ფეხბურთელად ჩამოსაყალიბებლად და მან ეს იცის".


თავისი პრესკონფერენციის მიმდინარეობისას მოურინიომ მხარდაჭერა გამოუცხადა მიკის და მაგალითისთვის მისი ყოფილი შეგირდების შემთხვევა მოიყვანა: "მიკი ნამდვილად იშრომებს.

არ მინდა სხვა კლუბის ფეხბურთელებზე ვისაუბრო, რადგან ინტერპრეტირების უცოდინარი არა ვარ, მაგრამ არა მგონია, წინააღმდეგი იყოს. ფეხბურთელი, რომელსაც მოსვლის პირველ ხანებში პრობლემები ჰქონდა, ვილიანი იყო. პროცესი გაიარა და შემდეგ, რამდენიმე თვეში, ტოპ-ფეხბურთელი გახდა. შემდეგ, როცა ჩემპიონატი მოვიგეთ, ფენომენალური იყო და არის. ეს მხოლოდ მაგალითისთვის.

იგივე მოხდა დი მარიას შემთხვევაშიც, რომელსაც ბევრი რამ უნდა ესწავლა, როცა მადრიდში პორტუგალიიდან გადმოვიდა. ხანდახან ასეც ხდება. მცველებსაც ემართებათ, მაგრამ მათთვის უფრო ადვილია შეგუება, ვიდრე თავდამსხმელებისთვის. ვიღაც პირდაპირ წარმატებას აღწევს, ვიღაცას კი დრო სჭირდება.

მიკის შემთხვევაში პროცესი ტრავმამ გააჭიანურა, რაც ევოლუციის პროცესს არ ეხმარება. რამდენიმე თვიანი უქმობა ნიშნავს, რომ მან ჯერ გამოჯანმრთელების პროცესი უნდა გაიაროს, შემდეგ კი ბრძოლისუნარიანობის დონეზე უნდა გადავიდეს. მისი გვჯერა და ადრე თუ გვიან, პრობლემა აღარ იარსებებს".


manutd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
18 კომენტარი
№1
ავტორი: JuanMata
28 ოქტომბერი 2016 17:32
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
გავიგეთ რომ შეგუება ჭირდება, მაგრამ 10-15 წუთი მაინც თუ არ მიეცი, რანაირად შეეგუება ინგლისურ ფეხბურთს?
პოგბას მუდმივად ათამაშებს, იმის გამო რომ კარგად მოერგოს ჩემპიონატს, ბაიიზეც იგივეს ამბობდა, რომ სულ იქნება ძირითადში. მიკიმ რა დააშავა, დავიჯერო თასზე, ან თუნდაც ევროპის ლიგაზე ვერ დაიმსახურა 10-15 წუთი თამაში?
1
№2
ავტორი: qamari
28 ოქტომბერი 2016 17:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 144
ციტატა: JuanMata
გავიგეთ რომ შეგუება ჭირდება, მაგრამ 10-15 წუთი მაინც თუ არ მიეცი, რანაირად შეეგუება ინგლისურ ფეხბურთს?
პოგბას მუდმივად ათამაშებს, იმის გამო რომ კარგად მოერგოს ჩემპიონატს, ბაიიზეც იგივეს ამბობდა, რომ სულ იქნება ძირითადში. მიკიმ რა დააშავა, დავიჯერო თასზე, ან თუნდაც ევროპის ლიგაზე ვერ დაიმსახურა 10-15 წუთი თამაში?

მე ზოგჯერ მიკვირს თქვენი აზრების .ვარჯიშები ფასონად კი არ ტარდება ,იქაც თუ არ გამოავლინე შენი შესაძლებლობი ძირითადში როგორ უნდა დაგაყენოს .მერე იმის პრეტენზიაც გაჩნდება რომ ვერ ითამაშებს რატომ დააყენაო.
0
№3
ავტორი: dachi_mu
28 ოქტომბერი 2016 17:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
mtabaria gundma win iaros :)
1
№4
ავტორი: shotkin
28 ოქტომბერი 2016 18:02
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
მოკლედ ბარნლისთან ტუარდააყენა პირველად ვაგინებ მოურინიოს ))))) ჯერ არ მაქ მოუსთან პრეტენზია არც 4:0 ზე იმიტორო იქ ფეხბურთელებმა წააგეს და არა ამკაცმა და არაფერზე მაქ პრეტენია ჯერ მარა დროა უკვე მხითარიანი საქმეში ვნახოთ,რაცარუნდა იყოს შემოქმედი ფეხბურთელია და ეგ მარსიალი პოგბა მატა და იბრა უნდა შეთამაშდნენ იდეალური შეტევა გვეყოლება ფლანგებიდანაც და ერთიორად გავძლიერდებით და ბარნლი იდეალური ვარიანტია რო დააყენოს სასტავში
0
№5
ავტორი: GeorgeBest
28 ოქტომბერი 2016 18:10
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
თუ არ ითამაშებს რანაირად შეეგუება, ძაან უაზროდ ექცევა, კიდევ გავიგებდით ამის ნაყიდი რო არ იყოს
0
№6
ავტორი: gela-manutd
28 ოქტომბერი 2016 18:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
უნდა ავიდეს
0
№7
ავტორი: Govermetv
28 ოქტომბერი 2016 19:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 69
Xo vambob ragac problem aqvt ra aba aseti ram jer ar minaxavs ra
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
28 ოქტომბერი 2016 19:48
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ათამაშე მოუ ბარნლისთან 15-20 წუთი მაინც derpwhy
0
№9
ავტორი: I L C
28 ოქტომბერი 2016 20:50
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
ავთანდილის შემართება არ გადგება ჰეინრიხ ? areyoukiddingme
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№10
ავტორი: martial999
28 ოქტომბერი 2016 21:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 38
მხითარიანს კი არა დეპაის,მარსიალს და რუნის არ ათამასშებს facepalm
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top