ჟოზე მოურინიომ აღნიშნა, რომ ჰენრიხ მხითარიანს ინგლისურ ფეხბურთთან შესაგუებლად დრო სჭირდება, თუმცა "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელმა თავისი შენაძენი ფეხბურთელი შეაქო.
სომეხმა ფეხბურთელმა მხოლოდ მანჩესტერულ დერბიში მიიღო მონაწილეობა 10 სექტემბერს და ამას მისი ტრავმა დაერთო საერთაშორისო მატჩების დროს.
მოურინიომ დაადასტურა, რომ მხითარიანი ტრავმირებული აღარ არის და მის შესახებ დაწვრილებით ისაუბრა.
"ტრავმა არ აქვს. ხანდახან ვიყენებ სიტყვას "ფორმაშია", ხანდახან კი ვამბობ, რომ "ტრავმა არ აქვს", თუმცა ასევე შეიძლება თქვა, რომ დიდებულ მდგომარეობაშია და სათამაშოდ მზადაა. ჩემთვის ამ სიტყვებს მნიშვნელობა აქვს, რადგან პორტუგალიელები სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვა სიტყვებს ვიყენებთ. მხითარინს ტრავმა არ აქვს, გუნდთან ერთად 100%-ით ვარჯიშობს".
როცა ჰკითხეს, ზოგიერთ ფეხბურთელს ცოტა მეტი დრო სჭირდება თუ არა ინგლისურ ფეხბურთთან შესაგუებლად, მოურინიო განაგრძო: "ასე მგონია, დიახ. ზოგიერთ ფეხბურთელს ძალიან უადვილდება, ზოგისთვის კი მეტი დროა საჭირო. დრო ინტენსიურობის, აგრესიის, უბურთოთ თამაშისა და კონკურენტუნარიანობის შესაცნობად.
რეალობა ხშირად განსხვავებულია კონკურენტუნარიანობის ფარგლებში. მნიშვნელობა არ აქვს ვისთან თამაშობ, უმაღლეს დონეზე უნდა ითამაშო, თორემ ვერ გაუმკლავდები. მიკის დრო სჭირდება ტოპ-ფეხბურთელად ჩამოსაყალიბებლად და მან ეს იცის".
თავისი პრესკონფერენციის მიმდინარეობისას მოურინიომ მხარდაჭერა გამოუცხადა მიკის და მაგალითისთვის მისი ყოფილი შეგირდების შემთხვევა მოიყვანა: "მიკი ნამდვილად იშრომებს.
არ მინდა სხვა კლუბის ფეხბურთელებზე ვისაუბრო, რადგან ინტერპრეტირების უცოდინარი არა ვარ, მაგრამ არა მგონია, წინააღმდეგი იყოს. ფეხბურთელი, რომელსაც მოსვლის პირველ ხანებში პრობლემები ჰქონდა, ვილიანი იყო. პროცესი გაიარა და შემდეგ, რამდენიმე თვეში, ტოპ-ფეხბურთელი გახდა. შემდეგ, როცა ჩემპიონატი მოვიგეთ, ფენომენალური იყო და არის. ეს მხოლოდ მაგალითისთვის.
იგივე მოხდა დი მარიას შემთხვევაშიც, რომელსაც ბევრი რამ უნდა ესწავლა, როცა მადრიდში პორტუგალიიდან გადმოვიდა. ხანდახან ასეც ხდება. მცველებსაც ემართებათ, მაგრამ მათთვის უფრო ადვილია შეგუება, ვიდრე თავდამსხმელებისთვის. ვიღაც პირდაპირ წარმატებას აღწევს, ვიღაცას კი დრო სჭირდება.
მიკის შემთხვევაში პროცესი ტრავმამ გააჭიანურა, რაც ევოლუციის პროცესს არ ეხმარება. რამდენიმე თვიანი უქმობა ნიშნავს, რომ მან ჯერ გამოჯანმრთელების პროცესი უნდა გაიაროს, შემდეგ კი ბრძოლისუნარიანობის დონეზე უნდა გადავიდეს. მისი გვჯერა და ადრე თუ გვიან, პრობლემა აღარ იარსებებს".