თბილისი:
მანჩესტერი:
25-10-2016, 12:06
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2477,
კომენტარები: 11
"იუნაიტედის" დუეტი ოქროს ბურთის ნომინაციაზე წარადგინეს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეულები წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზე არიან წარდგენილნი.
რიად მარეზი, ჯეიმი ვარდი, პოლ პოგბა, დიმიტრი პაიე, უგო ლორისი და სხვები 2016 წლის ოქროს ბურთის 30-კაციან სიაში მოხვდნენ.

France Football-მა დაასახელა ყველა ფეხბურთელი, რომელთაც წლის მთავარი ჯილდოს მიღებაზე ექნებათ პრეტენზია და რომელთა შორის ლიონელ მესი, ნეიმარი, ლუის სუარესი, გარეთ ბეილი და კრიშტიანუ რონალდუც არიან, რა თქმა უნდა.

პრემიერ ლიგის წარმომადგენლეთა შორის ასევე არიან სერხიო აგუერო და კევინ დე ბრუინე "მანჩესტერ სიტიდან" და ზლატან იბრაჰიმოვიჩი "მანჩესტერ იუნაიტედიდან".

დორტმუნდის "ბორუსიას" პიერ-ემერიკ ობამეიანგი წარმოადგენს, ხოლო "იუვენტუსს" ტრიო პაულო დიბალას, გონსალო იგუაინისა და ჯანლუიჯი ბუფონის სახით.

მადრიდის "რეალს" რონალდუსა და ბეილის გარდა პეპ, სერხიო რამოსი, ტონი კროოსი და ლუკა მოდრიჩის ჰყავს წარმომადგენლად.

მადრიდის "ატლეტიკო" კი დიეგო გოდინით, კოკეთი და ანტუან გრიზმანით დაკომპლექტდა, როცა "ბარსელონას" ზემოხსენებულ ფეხბურთელებთან ერთად ანდრეს ინიესტაც წარმოადგენს. 30-კაციან სიაში მიუნხენის "ბაიერნიდან" მანუელ ნოიერი, არტურო ვიდალი, რობერტ ლევანდოვსკი და ტომას მიულერიც მოხვდნენ. აქვეა ლისაბონის "სპორტინგისა" და პორტუგალიის ნაკრების მეკარე რუი პატრისიო.

პორტუგალიის ნაკრების ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც აღნიშნული ჯილდო ბოლოს 2014 წელს მოიგო, მიმდინარე დაჯილდოების ფავორიტად ითვლება.

წყარო: skysports
ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
25 ოქტომბერი 2016 12:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რონალდო იგებს წელს დიდი ალბათობით
0
№2
ავტორი: GeorgeBest
25 ოქტომბერი 2016 12:32
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არც ერთი არ წარუდგენიატ იუნაიტედში რაიმე ღირებულის გაკეთების გამო, უშანსოდ რომ არიან კი ვიცით მარა რომც არ იყვნენ ჩვენთვის ეგ საამაყო ნაკლებადაა
1
№3
ავტორი: ikeoni
25 ოქტომბერი 2016 12:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Is teslakii moigebs
0
№4
ავტორი: Lady in red
25 ოქტომბერი 2016 12:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
რონალდუ და მესი რაც ასაკში შედიან მით უფრო უმატებენ მგონი, ოქროს ბურთს სხვები დიდიხანი კიდევ ვერ მოიგებენ სანამ ესენი მოწოდების სიმაღლეზე იქნებიან.
0
№5
ავტორი: gela-manutd
25 ოქტომბერი 2016 13:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ციტატა: NINI_ivanishvili
რონალდუ და მესი რაც ასაკში შედიან მით უფრო უმატებენ მგონი, ოქროს ბურთს სხვები დიდიხანი კიდევ ვერ მოიგებენ სანამ ესენი მოწოდების სიმაღლეზე იქნებიან.

წელსაც მაგ ორიდან აიღებს რომელიმე მარა უფრო რონი მგონია
1
№6
ავტორი: johan cruyff
25 ოქტომბერი 2016 13:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
ციტატა: NINI_ivanishvili
რონალდუ და მესი რაც ასაკში შედიან მით უფრო უმატებენ მგონი, ოქროს ბურთს სხვები დიდიხანი კიდევ ვერ მოიგებენ სანამ ესენი მოწოდების სიმაღლეზე იქნებიან.

მაგათ მერე ნეი აიღებს :)) ისე წელს ვინ დაიმსახურა შენი აზრით? რონალდომ რომელმაც გამართლების ხარჯზე მოიგო ორივე ტიტული, თუ მესი რომელიც უმაგრეს ფორმაშია და ქვას ქვაზე არ ტოვებს? :))
0
№7
ავტორი: t123123
25 ოქტომბერი 2016 13:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 381
იბრამ რომ მოიგოს რა კარგი იქნება hi2
0
№8
ავტორი: Lady in red
25 ოქტომბერი 2016 13:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
ციტატა: johan cruyff
ციტატა: NINI_ivanishvili
რონალდუ და მესი რაც ასაკში შედიან მით უფრო უმატებენ მგონი, ოქროს ბურთს სხვები დიდიხანი კიდევ ვერ მოიგებენ სანამ ესენი მოწოდების სიმაღლეზე იქნებიან.

მაგათ მერე ნეი აიღებს :)) ისე წელს ვინ დაიმსახურა შენი აზრით? რონალდომ რომელმაც გამართლების ხარჯზე მოიგო ორივე ტიტული, თუ მესი რომელიც უმაგრეს ფორმაშია და ქვას ქვაზე არ ტოვებს? :))

შემთხვევით მოიგო თუ რა ქნა არ ვიცი რონალდუმ, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ მაგ ტიტულზე მხოლოდ ინდივიდუალურ მონაცემებს არ უყურებენ და თავში რა წამოუვლის იმათ ვერ გაიგე, თუმცა ვვარაუდობ, რომ რონალდუ აიღებს ოქროს ბურთს.
0
№9
ავტორი: I L C
25 ოქტომბერი 2016 16:14
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
რონალდომ მაინც აიღოს ჩვენებურია მაინც love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№10
ავტორი: kobinio
25 ოქტომბერი 2016 21:04
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
კრიშტიანოსია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top