თბილისი:
მანჩესტერი:
25-10-2016, 12:06
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2481,
კომენტარები: 11
"იუნაიტედის" დუეტი ოქროს ბურთის ნომინაციაზე წარადგინეს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეულები წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზე არიან წარდგენილნი.
რიად მარეზი, ჯეიმი ვარდი, პოლ პოგბა, დიმიტრი პაიე, უგო ლორისი და სხვები 2016 წლის ოქროს ბურთის 30-კაციან სიაში მოხვდნენ.

France Football-მა დაასახელა ყველა ფეხბურთელი, რომელთაც წლის მთავარი ჯილდოს მიღებაზე ექნებათ პრეტენზია და რომელთა შორის ლიონელ მესი, ნეიმარი, ლუის სუარესი, გარეთ ბეილი და კრიშტიანუ რონალდუც არიან, რა თქმა უნდა.

პრემიერ ლიგის წარმომადგენლეთა შორის ასევე არიან სერხიო აგუერო და კევინ დე ბრუინე "მანჩესტერ სიტიდან" და ზლატან იბრაჰიმოვიჩი "მანჩესტერ იუნაიტედიდან".

დორტმუნდის "ბორუსიას" პიერ-ემერიკ ობამეიანგი წარმოადგენს, ხოლო "იუვენტუსს" ტრიო პაულო დიბალას, გონსალო იგუაინისა და ჯანლუიჯი ბუფონის სახით.

მადრიდის "რეალს" რონალდუსა და ბეილის გარდა პეპ, სერხიო რამოსი, ტონი კროოსი და ლუკა მოდრიჩის ჰყავს წარმომადგენლად.

მადრიდის "ატლეტიკო" კი დიეგო გოდინით, კოკეთი და ანტუან გრიზმანით დაკომპლექტდა, როცა "ბარსელონას" ზემოხსენებულ ფეხბურთელებთან ერთად ანდრეს ინიესტაც წარმოადგენს. 30-კაციან სიაში მიუნხენის "ბაიერნიდან" მანუელ ნოიერი, არტურო ვიდალი, რობერტ ლევანდოვსკი და ტომას მიულერიც მოხვდნენ. აქვეა ლისაბონის "სპორტინგისა" და პორტუგალიის ნაკრების მეკარე რუი პატრისიო.

პორტუგალიის ნაკრების ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც აღნიშნული ჯილდო ბოლოს 2014 წელს მოიგო, მიმდინარე დაჯილდოების ფავორიტად ითვლება.

წყარო: skysports
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: boikaaa
5 დეკემბერი 2016 08:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
ვარდი ყველაზე მაგარი კაცია sesxebi
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top