ზოგადი შეხედულება თამაშზე "მცველების შეცდომებს თუ დავივიწყებ, ვიტყოდი, რომ კარგად ვითამაშეთ. კლასიკური თამაში, ბურთის ფლობა, შანსების შექმნა, პრესინგი - ამ ყველაფრის ფონზე, უსამართლო შედეგი მივიღეთ. თუმცა, შეცდომებს ვერ დავივიწყებთ, რადგან სწორედ ამან წაგვაგებინა. პირველი შეცდომა მსაჯის სასტვენიდან 30 წამში დავუშვით, შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა, "ჩელსიმ" სტრატეგია კონტრ-შეტევებზე ააგო, რაც ძალიან კარგად გამოსდით. ყველაფერი პირველივე წუთიდან გაფუჭდა. შეხვედრა რომ კიდევ გაგრძელებულიყო, კიდევ გაგვიტანდნენ, ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგ იყო"
შესვენებაზე ჯერ კიდევ კონტროლში იყო გუნდი? "ფეხბურთელებს შესვენებაზე ძალიან გულწრფელად ველაპარაკე. ვუთხარი, რომ უნდა გვეცადა და შეგვეტია, რადგან არ ჰქონდა მნიშვნელობა 2-0, 3-0, 4-0 თუ 5-0 წავაგებდით, რადგან შედეგი მაინც სამი ქულის დაკარგვა იყო. რა თქმა უნდა, ემოციურად ასე არ არის, თუმცა ქულებით ასეა. თუ გავიტანდით, მათ დიდ პრობლემებს შევუქმნიდით, თუმცა ეს სარისკო იყო. თუ არ ვცდიდით, ისინი თამაშს "მოკლავდნენ". გავრისკეთ, და არ გამოვიდა"
წითელი ბარათი დევიდ ლუიზისთვის შეცვლიდა რაიმეს? "მეც ის ვიცი, რაც თქვენ იცით. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, შედეგი იგივე დარჩება. მსაჯების გადაწყვეტილებებზე საუბარს აზრი არ აქვს, ეს უაზრო თავის მართლებაა. ვფიქრობ, მისი გადაწყვეტილებების ანალიზი პრესის საქმეა და არა ჩემი"
ფანები 90 წუთის განმავლობაში მღეროდნენ "ისინი 90 წუთის განმავლობაში არ გაჩერებულან. მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ფანი გვყავს, რომლებიც ახლა თავს ცუდად გრძნობენ. ამისთვის ძალიან ვწუხვარ. მინდა, როგორც ამ გუნდის ლიდერმა, მათ ბოდიში მოვუხადო. მე 100 პროცენტით "მანჩესტერელი" ვარ და ამ სიტუაციას ღრმად განვიცდი. პასუხი მხოლოდ ერთია - ხვალ ვარჯიშის უფრო ინტენსიურად გაგრძელება, ბრძოლის გაგრძელება."
მომდევნო დიდი მატჩი ახლოვდება - "სიტისთან" ლიგის თასზე "მირჩევნია, პრემიერ ლიგაში ვითამაშო. ახლა პრემიერ ლიგაში ცუდი ემოციბით ვიმყოფებით, პირველ ადგილამდე 6 ქულა გვაშორებს. მიუხედავად ფენომენალური თამაშისა, გასულ ტურშიც დავკარგეთ ქულები. წინ შედარებით მარტივი მეტოქეები გვყავს, რომლებიც უნდა დავამარცხოთ და ოთხეულში დავიმკვიდროთ ადგილი."