თბილისი:
მანჩესტერი:
23-10-2016, 11:07
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2350,
კომენტარები: 18
"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
პრემიერ ლიგის მე-9 ტურის მატჩის პრევიუ.
"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სტადიონი: "სტემფორდ ბრიჯი", ლონდონი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, მე-9 ტური
თარიღი: კვირა, 23 ოქტომბერი, 2016 წელი
მთავარი მსაჯი: მაიკლ ოლივერი
მატჩის დასაწყისი: 19:00, (ჩვენი დროით)

"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ჩელსი"

ტრავმირებულები: ვან ჰინკელი, ფაბრეგასი, ივანოვიჩი, ზუმა
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: Courtois, Begovic, Alonso, Kante, Oscar, Hazard, Pedro, Mikel, Loftus-Cheek, Moses, Costa, Matic, Willian, Batshuayi, Cahill, Terry, Azpilicueta, Chalobah, Luiz, Eduardo, Aina.
"ჩელსის" შემადგენლობას ჯონ ტერი უბრუნდება, ივანოვიჩი და ფაბრეგასი კი, კონტეს თქმით, მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებენ.


"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: ჯონსი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: სმოლინგი
განაცხადი: De Gea, Romero, Valencia, Darmian, Bailly, Smalling, Fosu-Mensah, Blind, Shaw, Rojo, Herrera, Fellaini, Carrick, Schneiderlin, Pogba, Mata, Lingard, Young, Depay, Mkhitaryan, Martial, Rashford, Ibrahimovic, Rooney.

მოურინიოს მოუწევს კრის სმოლინგის მდგომარეობა შეაფასოს, რომელიც "ფენერბაჰჩესთან" მატჩში დაშავდა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ჰენრიხ მხითარიანი ჯანმრთელადაა და ფორმის დაბრუნებას ცდილობს, რათა შემადგენლობას მალე დაუბრუნდეს.


"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ჩელსი"


მე-5 ადგილი, 16 ქულა

"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


უკანასკნელი 6 შეხვედრა: ფ-წ-წ-მ-მ

"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


2015 წლის აპრილის შემდეგ "ლურჯებს" პირველად აქვთ პრემიერ ლიგაში ზედიზედ სამი "მშრალი" მატჩის მოგების შანსი.

"ჩელსიმ" პრემიერ ლიგის ეგიდით ბოლო 4 საშინაო მატჩიდან 3 მოიგო - ეს იგივე რაოდენობაა, რაც "სტემფორდ ბრიჯზე" გამართულ წინა 14 შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვებები.

"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-7 ადგილი, 14 ქულა
"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


უკანასკნელი 6 შეხვედრა: წ-წ-მ-ფ-ფ
"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედს" ლონდონში 2015 წლის მაისის შემდეგ არ გაუმარჯვია. უკანასკნელად "წითლებმა" "კრისტალ პალასი" დაამარცხეს 2-1. პრემიერ ლიგის ეგიდით ლონდონში ჩატარებულ ბოლო 8 მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედმა" მხოლოდ 1 მოიგო (3 ფრე, 4 წაგება).

2010 წლის ოქტომბრის შემდეგ "იუნაიტედმა" შეიძლება პირველად ითამაშოს პრემიერ ლიგის ზედიზედ სამ მატჩში ფრე.

ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის რანგში პრემიერ ლიგის საწყისი რვა მატჩიდან 2 წააგო. მისი მესამე მარცხი "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის რანგში პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 64-ე მატჩზე მოდის.

მოურინიო "სტემფორდ ბრიჯზე" ერთადერთხელ დამარცხა 2004/05 და 2014/15 წლების სეზონებს შორის - 21 ფრე, 76 მოგება.

"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ჩელსი"


წამყვანი ბომბარდირი: კოშტა - 7 გოლი (7 ლიგაში).

დიეგო კოშტამ "ჩელსის" შემადგენლობაში ასპარეზობისას პრემიერ ლიგაში გატანილ 50 გოლში მიიღო მონაწილეობა (39 გოლი, 11 საგოლე გადაცემა) და ამისთვის მას 62 მატჩი დასჭირდა.

ნემანია მატიჩმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 8 თამაშში 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირი: იბრაჰიმოვიჩი - 6 გოლი (4 ლიგაში).

"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტან უეინ რუნის კიდევ 3 გოლის გატანა სჭირდება იმისათვის, რომ სერ ბობი ჩარლტონთან ერთად კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის წოდება გაიყოს.

გასვლით მატჩში გატანილი მომდევნო გოლი რუნის პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირად აქცევს მეტოქის მოედანზე გატანილი გოლების მიხედვით. ამჟამად რუნი პირველ ადგილს ალან შირერთან იყოფს 87 გოლით.

2012 წლის თებერვალში 11-მეტრიანი დარტყმიდან გატანილი 2 გოლის შემდეგ რუნიმ "ჩელსის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში 6 მატჩი ჩაატარა და არცერთხელ არ გაუტანია გოლი.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი პსჟ-ს შემადგენლობაში თამაშისას ჩემპიონთა ლიგის მატჩში "ჩელსის" ორჯერ დაუპირისპირდა და ორივე შეხვედრაში გაიტანა გოლი.

"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის ეგიდით 174-ჯერ შეხვდნენ. "მანჩესტერ იუნაიტედმა" გამარჯვება 72-ჯერ იზეიმა, "ჩელსიმ" 49-ჯერ, ხოლო 53 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

"ჩელსი" "იუნაიტედის" წინააღმდეგ ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 10 მატჩში არ მარცხდება - 5 მოგება, 5 ფრე.

"ჩელსი" პრემიერ ლიგაში "იუნაიტედის" წინააღმდეგ ბოლო 7 მატჩში არ დამარცხებულა და მხოლოდ 3 გოლი გაუშვა - 3 მოგება, 4 ფრე.

"იუნაიტედმა" "ჩელსის" სტადიონზე პრემიერ ლიგაში ჩატარებული ბოლო 14 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო - 1 მოგება, 5 ფრე, 8 წაგება.

2002 წლის შემდეგ "წითელმა ეშმაკებმა" "სტემფორდ ბრიჯზე" პრემიერ ლიგის მატჩში მხოლოდ ერთხელ იმარჯვეს, 2012 წელს ანგარიშით 2-3.

"ჩელსი" ერთადერთი გუნდია პრემიერ ლიგაში, რომელსაც "იუნაიტედთან" მოგება-წაგებათა დადებითი ბალანსი აქვს - 16 მოგება, 13 წაგება, 19 ფრე.

"ჩელსის" მიერ "იუნაიტედზე" მოპოვებული 16 გამარჯვებიდან 5 ჟოზე მოურინიოს ანგარიშზეა - მეტი, ვიდრე "ლურჯების" ნებისმიერი სხვა მწვრთნელის შედეგი.

ამ მატჩში გამარჯვება "ჩელსისთვის" 50-ე მოგება იქნება "იუნაიტედის" წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში ყველა ტურნირის ჩათვლით.

ბოლო 6 მატჩში, როცა მოწინააღმდეგეები ერთმანეთს "სტემფორდ ბრიჯზე" შეხვდნენ, მსაჯებმა 4-ჯერ გააძევეს ფეხბურთელები.

ამ მატჩამდე მოურინიო და კონტე ერთმანეთს სულ ერთხელ შეხვედრიან: 2009 წლის 13 ოქტომბერს, როცა მოურინიოს "ინტერმა" 1-1 ითამაშა "ატალანტასთან", რომელსაც კონტე წვრთნიდა. თუმცა, მწვრთნელის სავარძელში არცერთი არ იჯდა, რადგან ორივე დისკვალიფიცირებული იყო.

"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სახლში და გასვლაზე


ლიგა: "იუნაიტედი" - 59 მოგება, "ჩელსი" - 43 მოგება, ფრე - 46.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 13 მოგება, "ჩელსი" - 16 მოგება, ფრე - 19.


"ჩელსის" სტადიონი


ლიგა: "ჩელსი" - 24 მოგება. "იუნაიტედი" - 30 მოგება, ფრე - 19.

პრემიერ-ლიგა: "ჩელსი" - 10 მოგება. "იუნაიტედი" - 5 მოგება, ფრე - 15

"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


წინა ანალოგიური შეხვედრა


"ჩელსი" 1-1 "მანჩესტერ იუნაიტედი"

თარიღი: 7 თებერალი, 2016 წელი
მსაჯი: მაიკლ ოლივერი
გოლი "ჩელსის" რიგებში: კოშტა 90+1'
გოლი "იუნაიტედის" რიგებში: ლინგარდი 61'

"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


გუნდების შემადგენლობა:


"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


მატჩში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები:


"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


მსაჯთა ბრიგადა


მთავარმა მსაჯმა მარტინ ატკინსონმა მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში 9 მატჩში იმსაჯა, 30 ყვითელი და 1 წითელი ბარათი აჩვენა.

გვერდითი მსაჯები: სტივენ ჩაილი, საიმონ ბარტი
სათადარიგო არბიტრი: ანდრე მარინერი
მატჩის წინ
18 კომენტარი
№1
ავტორი: Govermetv
23 ოქტომბერი 2016 11:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 69
Unda movigot aucileblad
0
№2
ავტორი: Legend Sir Alex
23 ოქტომბერი 2016 11:22
  • სიახლეები: 175
  • კომენტარები: 688
დროა ჩელსისტან ნავსი გატყდეს, ბოლო წლებში კატასტროფული სატატისტიკა გვაქვს. იმედია მხითარიანს განაცხადში მაინც შეიყვანს. winked
0
№3
ავტორი: Govermetv
23 ოქტომბერი 2016 11:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 69
Gatydes ki ara daimsxvres rodis iyo chelsi manchestertan upiratesobas flobdes
0
№4
ავტორი: GeorgeBest
23 ოქტომბერი 2016 12:05
  • სიახლეები: 1557
  • კომენტარები: 12134
რუნი და მხითო დატოვა
0
№5
ავტორი: pogba105
23 ოქტომბერი 2016 12:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
ბიჭები სომეხი და რუნი გუნდიდან მოუკვეთია ამ ცენზურა
0
№6
ავტორი: SHAVLO
23 ოქტომბერი 2016 12:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 19
99.9% დარწმუნებული ვარ რომ მოვიგებთ
1
№7
ავტორი: Legend Sir Alex
23 ოქტომბერი 2016 12:15
  • სიახლეები: 175
  • კომენტარები: 688
ყველაზე მეტად რასაც ვერ ვიტან! თუ არ გინდია ფეხბურთელი რატომ ყიდულობ ტყუილად და რატო აფუჭებ ფეხბურთელ ამის დედ ვატირე მძულს ეგეთი საქციელი! cerealguy
0
№8
ავტორი: Govermetv
23 ოქტომბერი 2016 12:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 69
Arada dortmundshi sakaifod iyo
0
№9
ავტორი: gela-manutd
23 ოქტომბერი 2016 12:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ციტატა: SHAVLO
99.9% დარწმუნებული ვარ რომ მოვიგებთ

შენ პირს შაქარი ზმი მოვიგოთ და არაფერი მინდა სხვა
0
№10
ავტორი: Govermetv
23 ოქტომბერი 2016 13:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 69
Albat rame problems aqvs torem somexs ese ar chagdebda
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

23 ნოემბერი 2019, 18:00
შეფილდი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
28 ნოემბერი 2019, 19:50
ასტანა
იუნაიტედი
ევროპა ლიგა
30 ნოემბერი 2019, 19:00
იუნაიტედი
ასტონ ვილა
პრემიერ ლიგა
შეფილდი23 ნოემბერი
ასტანა28 ნოემბერი
ასტონ ვილა30 ნოემბერი
SportsRecents.com

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

10 ნოემბერი 2019, 18:00
იუნაიტედი3
ბრაიტონი1
პრემიერ ლიგა
7 ნოემბერი 2019, 23:59
იუნაიტედი3
პარტიზანი0
ევროპა ლიგა
2 ნოემბერი 2019, 16:30
ბორნმუთი1
იუნაიტედი0
პრემიერ ლიგა
ბრაიტონი10 ნოემბერი
პარტიზანი7 ნოემბერი
ბორნმუთი2 ნოემბერი

პრემიერ ლიგა

დამალვა
ვიდეო პორტალი
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top