თბილისი:
მანჩესტერი:
23-10-2016, 11:07
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3268,
კომენტარები: 18
"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
პრემიერ ლიგის მე-9 ტურის მატჩის პრევიუ.
"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სტადიონი: "სტემფორდ ბრიჯი", ლონდონი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, მე-9 ტური
თარიღი: კვირა, 23 ოქტომბერი, 2016 წელი
მთავარი მსაჯი: მაიკლ ოლივერი
მატჩის დასაწყისი: 19:00, (ჩვენი დროით)

"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ჩელსი"

ტრავმირებულები: ვან ჰინკელი, ფაბრეგასი, ივანოვიჩი, ზუმა
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: Courtois, Begovic, Alonso, Kante, Oscar, Hazard, Pedro, Mikel, Loftus-Cheek, Moses, Costa, Matic, Willian, Batshuayi, Cahill, Terry, Azpilicueta, Chalobah, Luiz, Eduardo, Aina.
"ჩელსის" შემადგენლობას ჯონ ტერი უბრუნდება, ივანოვიჩი და ფაბრეგასი კი, კონტეს თქმით, მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებენ.


"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: ჯონსი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: სმოლინგი
განაცხადი: De Gea, Romero, Valencia, Darmian, Bailly, Smalling, Fosu-Mensah, Blind, Shaw, Rojo, Herrera, Fellaini, Carrick, Schneiderlin, Pogba, Mata, Lingard, Young, Depay, Mkhitaryan, Martial, Rashford, Ibrahimovic, Rooney.

მოურინიოს მოუწევს კრის სმოლინგის მდგომარეობა შეაფასოს, რომელიც "ფენერბაჰჩესთან" მატჩში დაშავდა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ჰენრიხ მხითარიანი ჯანმრთელადაა და ფორმის დაბრუნებას ცდილობს, რათა შემადგენლობას მალე დაუბრუნდეს.


"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ჩელსი"


მე-5 ადგილი, 16 ქულა

"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


უკანასკნელი 6 შეხვედრა: ფ-წ-წ-მ-მ

"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


2015 წლის აპრილის შემდეგ "ლურჯებს" პირველად აქვთ პრემიერ ლიგაში ზედიზედ სამი "მშრალი" მატჩის მოგების შანსი.

"ჩელსიმ" პრემიერ ლიგის ეგიდით ბოლო 4 საშინაო მატჩიდან 3 მოიგო - ეს იგივე რაოდენობაა, რაც "სტემფორდ ბრიჯზე" გამართულ წინა 14 შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვებები.

"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-7 ადგილი, 14 ქულა
"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


უკანასკნელი 6 შეხვედრა: წ-წ-მ-ფ-ფ
"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედს" ლონდონში 2015 წლის მაისის შემდეგ არ გაუმარჯვია. უკანასკნელად "წითლებმა" "კრისტალ პალასი" დაამარცხეს 2-1. პრემიერ ლიგის ეგიდით ლონდონში ჩატარებულ ბოლო 8 მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედმა" მხოლოდ 1 მოიგო (3 ფრე, 4 წაგება).

2010 წლის ოქტომბრის შემდეგ "იუნაიტედმა" შეიძლება პირველად ითამაშოს პრემიერ ლიგის ზედიზედ სამ მატჩში ფრე.

ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის რანგში პრემიერ ლიგის საწყისი რვა მატჩიდან 2 წააგო. მისი მესამე მარცხი "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის რანგში პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 64-ე მატჩზე მოდის.

მოურინიო "სტემფორდ ბრიჯზე" ერთადერთხელ დამარცხა 2004/05 და 2014/15 წლების სეზონებს შორის - 21 ფრე, 76 მოგება.

"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ჩელსი"


წამყვანი ბომბარდირი: კოშტა - 7 გოლი (7 ლიგაში).

დიეგო კოშტამ "ჩელსის" შემადგენლობაში ასპარეზობისას პრემიერ ლიგაში გატანილ 50 გოლში მიიღო მონაწილეობა (39 გოლი, 11 საგოლე გადაცემა) და ამისთვის მას 62 მატჩი დასჭირდა.

ნემანია მატიჩმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 8 თამაშში 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირი: იბრაჰიმოვიჩი - 6 გოლი (4 ლიგაში).

"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტან უეინ რუნის კიდევ 3 გოლის გატანა სჭირდება იმისათვის, რომ სერ ბობი ჩარლტონთან ერთად კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის წოდება გაიყოს.

გასვლით მატჩში გატანილი მომდევნო გოლი რუნის პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირად აქცევს მეტოქის მოედანზე გატანილი გოლების მიხედვით. ამჟამად რუნი პირველ ადგილს ალან შირერთან იყოფს 87 გოლით.

2012 წლის თებერვალში 11-მეტრიანი დარტყმიდან გატანილი 2 გოლის შემდეგ რუნიმ "ჩელსის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში 6 მატჩი ჩაატარა და არცერთხელ არ გაუტანია გოლი.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი პსჟ-ს შემადგენლობაში თამაშისას ჩემპიონთა ლიგის მატჩში "ჩელსის" ორჯერ დაუპირისპირდა და ორივე შეხვედრაში გაიტანა გოლი.

"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის ეგიდით 174-ჯერ შეხვდნენ. "მანჩესტერ იუნაიტედმა" გამარჯვება 72-ჯერ იზეიმა, "ჩელსიმ" 49-ჯერ, ხოლო 53 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

"ჩელსი" "იუნაიტედის" წინააღმდეგ ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 10 მატჩში არ მარცხდება - 5 მოგება, 5 ფრე.

"ჩელსი" პრემიერ ლიგაში "იუნაიტედის" წინააღმდეგ ბოლო 7 მატჩში არ დამარცხებულა და მხოლოდ 3 გოლი გაუშვა - 3 მოგება, 4 ფრე.

"იუნაიტედმა" "ჩელსის" სტადიონზე პრემიერ ლიგაში ჩატარებული ბოლო 14 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო - 1 მოგება, 5 ფრე, 8 წაგება.

2002 წლის შემდეგ "წითელმა ეშმაკებმა" "სტემფორდ ბრიჯზე" პრემიერ ლიგის მატჩში მხოლოდ ერთხელ იმარჯვეს, 2012 წელს ანგარიშით 2-3.

"ჩელსი" ერთადერთი გუნდია პრემიერ ლიგაში, რომელსაც "იუნაიტედთან" მოგება-წაგებათა დადებითი ბალანსი აქვს - 16 მოგება, 13 წაგება, 19 ფრე.

"ჩელსის" მიერ "იუნაიტედზე" მოპოვებული 16 გამარჯვებიდან 5 ჟოზე მოურინიოს ანგარიშზეა - მეტი, ვიდრე "ლურჯების" ნებისმიერი სხვა მწვრთნელის შედეგი.

ამ მატჩში გამარჯვება "ჩელსისთვის" 50-ე მოგება იქნება "იუნაიტედის" წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში ყველა ტურნირის ჩათვლით.

ბოლო 6 მატჩში, როცა მოწინააღმდეგეები ერთმანეთს "სტემფორდ ბრიჯზე" შეხვდნენ, მსაჯებმა 4-ჯერ გააძევეს ფეხბურთელები.

ამ მატჩამდე მოურინიო და კონტე ერთმანეთს სულ ერთხელ შეხვედრიან: 2009 წლის 13 ოქტომბერს, როცა მოურინიოს "ინტერმა" 1-1 ითამაშა "ატალანტასთან", რომელსაც კონტე წვრთნიდა. თუმცა, მწვრთნელის სავარძელში არცერთი არ იჯდა, რადგან ორივე დისკვალიფიცირებული იყო.

"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სახლში და გასვლაზე


ლიგა: "იუნაიტედი" - 59 მოგება, "ჩელსი" - 43 მოგება, ფრე - 46.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 13 მოგება, "ჩელსი" - 16 მოგება, ფრე - 19.


"ჩელსის" სტადიონი


ლიგა: "ჩელსი" - 24 მოგება. "იუნაიტედი" - 30 მოგება, ფრე - 19.

პრემიერ-ლიგა: "ჩელსი" - 10 მოგება. "იუნაიტედი" - 5 მოგება, ფრე - 15

"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


წინა ანალოგიური შეხვედრა


"ჩელსი" 1-1 "მანჩესტერ იუნაიტედი"

თარიღი: 7 თებერალი, 2016 წელი
მსაჯი: მაიკლ ოლივერი
გოლი "ჩელსის" რიგებში: კოშტა 90+1'
გოლი "იუნაიტედის" რიგებში: ლინგარდი 61'

"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


გუნდების შემადგენლობა:


"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


მატჩში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები:


"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


მსაჯთა ბრიგადა


მთავარმა მსაჯმა მარტინ ატკინსონმა მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში 9 მატჩში იმსაჯა, 30 ყვითელი და 1 წითელი ბარათი აჩვენა.

გვერდითი მსაჯები: სტივენ ჩაილი, საიმონ ბარტი
სათადარიგო არბიტრი: ანდრე მარინერი
მატჩის წინ
18 კომენტარი
№11
ავტორი: - DAB -
23 ოქტომბერი 2016 13:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
დღეს "სტემფორ ბრიჯიც" კი გაწითლდება manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ -!- DanceDab -!-
№12
ავტორი: SANDROGRIGA
23 ოქტომბერი 2016 13:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კაი რა მართლა რას ერჩის ამ მხითარიანს ან დეპაიც რატო არ შეიყვანა განაცხადში, მოკლედ რა
0
№13
ავტორი: ikeoni
23 ოქტომბერი 2016 13:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11423
Jozeze kargad vin icis chelsis rogor unda mougoo)))
0
№14
ავტორი: kaxeti
23 ოქტომბერი 2016 14:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
ამ თამაშსაც მინიმუმ არ ვაგებთ
1
№15
ავტორი: kobinio
23 ოქტომბერი 2016 14:27
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
მხიტარიანის ზიდვა ჩემი აყრით თავიდანვე შეცდომა იყო,შეილება ვცდები მაგრამ მე მასში ინგლისის პრემიერლიგის იგრკს თან მანჩესტერის სტილს ვერ ვხედავ,გერმანია მაგისთვის ზედგამოჭრილი იყო და სომხურმა ამბიციამ მემგონია რომ დაღუპა,მაგის მაგივრად პრემიერლიგაშივე ამის ფასად იზვნენ ფეხბურთელები ვინც ამას აჯობებდნენ და ჯობიან კიდეც დღეს,ვნახოთ იმედია ეს მხოლოდ ცემი აზრია და ისეთი პროფი როგორიც ჟოზეა მოიფიქრებს რამეს და აათამაშებ მხითოს wink
0
№16
ავტორი: nemanja vidic
23 ოქტომბერი 2016 15:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 35
kobinio
მართალი ხარ ბრატ არ უნდა გვეყიდა, იქით დავტოვე კომენტარი და აქაც ჩავაგდებ: მე კი არ ვიგონებ დორტმუნდის ბალეშიკმა თქვა, საშუალო გუნდებთან კი უბერავდა ისე.
მხითარიანი არ არის ტოპ კლასის მოთამაშე, რომელსაც შეუძლია ტოპ გუნდში თამაში უმაღლეს დონეზე. ჩემი ძმაკაცია დორტმუნდის ბალეშშიკი ერთი თამაში არ გამოუტოვებია ყველა თამაშს უყურებს, იმან მითხრა არ მახსოვსო რომ სერიოზულ თამაშებში საშუალოზე კარგი დონე ეჩვენებინაო. მე მგონია მაინც რო ჩვენს დონეს არ შეესაბამება ბატონი მხითარიანი.

ასე რომ მაგისგან ვარსკვლავების მოწყვეტას ნუ ველოდებოთ.
0
№17
ავტორი: Human
23 ოქტომბერი 2016 15:42
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 70
ბიჭებო თამაში თბილისის დროით მართლა 19:00-ზე იწყება? იმიტო რო ლივესკორ.კომ-ზე ვნახე იქ წერია 19:00 და როგორც ვიცი ჩვენ დროს არ ემთხვევა მანდ დაწერილი დრო. იქნებ მომაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია. მადლობა წინასწარ smile
0
№18
ავტორი: nemanja vidic
23 ოქტომბერი 2016 16:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 35
მხითარიანის გულშემატკივრები ნუ მიწყენთ, საშუალოს და ტოპს შუაშია, თუ მოუმატებს მაგას რა ჯობია მარა დორტმუნდიდან არ უნდა წასულიყო ჯერ

კი 7 საათზეა, როგორ იწელება ეს 3 საათი

ნახევარ საათში სიტი იწყება, მაგანაც ფრე ითამაშოს რა იქნება

აგებს სიტი :)))), ბილეთებში იმედია არ გიწერიათ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top