თბილისი:
მანჩესტერი:
22-10-2016, 14:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3721,
კომენტარები: 13
"ჩელსიში" დაბრუნებას არ ვაპირებ, რადგან "იუნაიტედში" დარჩენა მსურს"
ჟოზე მოურინიომ ახსნა, თუ რა მიზეზით გააძევეს იგი ლონდინის "ჩელსიდან".
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიო "ჩელსიდან" თავისი გაძევების შესახებ კომენტარი გააკეთა.

გასული წლის დეკემბერში ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობამ პორტუგალიელთან კონტრაქტი ნაადრევად გაწყვიტა, რის შემდეგ ჟოზე დროებით უმუშევარი იყო, მოგვიანებით კი "იუნაიტედს" ჩაუდგა სათავეში.

სწორედ "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელის რანგში ეწვევა იგი "სტემფორდ ბრიჯს", სადაც თავის ყოფილ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩის წინ კი მან განაცხადა, რომ "ჩელსიში" მესამედ დაბრუნებას არ აპირებს, რადგანაც უკვე იპოვა კლუბი, სადაც დიდი ხნით ყოფნა სურს.

"გაძევება - ეს ფეხბურთის ნაწილია. ბევრ საუკეთესო მწვრთნელს განუცდია ეს მომენტი. რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისი, მაგრამ ეს ყველას შეიძლება დაემართოს, განსაკუთრებით თანამედროვე ფეხბურთში. ვფიქრობ, ისეთი კლუბიდან რომ გავეძევებინე ვინმეს, რომელსაც ვერაფერი შევძინე, მძიმე შეგრძნებებით წავიდოდი.

მაგრამ, როცა ისეთი კლუბიდან მიდიხარ, რომელსაც მუშაობის ორ პერიოდშო ტიტულები მოუტანე და გულშემატკივარს ცხოვრებაში საუკეთესო მოგონებები აჩუქე, ასეთი შეგრძნებით მიდიხარ: "ჩემი საქმე გავაკეთე".

არა მგონია, უნდოდეთ, მაგრამ რომ სურდეთ კიდეც, ვერ შეძლებდნენ "ჩელსის" ისტორიიდან ჩემს ამოშლას. ისინიც ჩემი ისტორიის ნაწილი არიან. ერთმანეთის მიმართ ცუდად განწყობილნი არ ვართ.

ჩემი გაძევება მფლობელმა გადაწყვიტა - გულშემატკივარს უფლებამოსილება არ აქვს. ისინი ყოველდღე, ყოველ მატჩში მიმტკიცებდნენ, რომ ჩემი შენარჩუნება სურდათ, მაგრამ ასეთ კლუბში გულშემატკივარი არაფერს წყვეტს.

ზოგიერთ კლუბში, განსაკუთრებით ლათინურ ქვეყნებში, კლუბების ფორმატი ისეთია, რომ გულშემატკივრებს ხელმძღვანელობასა და პრეზიდენტზე ნამდვილი გავლენა აქვთ, მაგრამ აქ ასე არ არის, ამიტომ მისტერ აბრამოვიჩმა გამაძევა. მაგრამ ისე წავედი, ერთი ცუდი სიტყვაც კი არ მითქვას კლუბში მყოფ რომელიმე ადამიანზე.

ამის შემდეგ ჩემი პრიორიტეტი პრემიერ ლიგაში დარჩენა იყო. და ბედნიერი ვარ, რომ ისეთი დიდი კლუბის მწვრთნელი ვარ, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია".

დავბრუნდები თუ არა "ჩელსიში"? იმედი მაქვს, არა. ჭეშმარიტად. იმიტომ, რომ მინდა "იუნაიტედში" დიდი, დიდი ხნით დავრჩე. ეს, ალბათ, თავისთავად აღნიშნავდა, რომ პრემიერ ლიგაში სხვა კლუბის ძებნა არ მომიწევს, ამიტომაც მაქვს ამის იმედი",
- განაცხადა პორტუგალიელმა.

წყარო: the sun
ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: kobinio
22 ოქტომბერი 2016 14:46
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Ogond xval moige da kontes dedac mo....an :)
:))

Abramovichisac poxodu ;)
0
№2
ავტორი: Govermetv
22 ოქტომბერი 2016 14:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 69
Genacvale mou miyvarxar

Gunds romelsac aseti warmateba achuqe da gagadzeva exla dead unda moutyna
0
№3
ავტორი: just-rezi
22 ოქტომბერი 2016 14:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 21
პატარა ფერგი გვეზრდება მემგონი და ვერ ვხვდებით
:))))
1
№4
ავტორი: Govermetv
22 ოქტომბერი 2016 15:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 69
Memgoniii es ro martla Fergis daemsgavsos da ratqmaunda gundi Fergis gunds mere gvardiolaze abchelotze baiernze da sitize gevixeviii
1
№5
ავტორი: SANDROGRIGA
22 ოქტომბერი 2016 16:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
მთავარია წარმატებულად იმუშაოს აქ და ტიტულები მოიგოს და არამგონია ვინმემ გაუშვას
0
№6
ავტორი: reddevil12
22 ოქტომბერი 2016 16:35
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 180
ეს სეზონი მოურინიოსთვის უფრო დალაგების პროცესია ვიდრე ტიტულების მოგების. წელს მთავარია მოახერხოს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა, რამოდენიმე უსახური ფეხბურთელის მაგალითად : ჯონსი,იანგი,ფელაინი,როხო,დარმიანი და შვაინა (იმიტომ, რომ დაბერდა და ფორმაშიც აღარაა უთამაშებლობის გამო) გაყიდვა. კარგი იქნებოდა 4-3-3 ზე თუ გადავიდოდა. დე ხეა,ვალენსია,ბაიი,სმოლინგი,შოუ,კერიკი,პოგბა,ერერა,დეპაი,იბრა,მხითარიანი ეს ამ სეზონში.
0
№7
ავტორი: GeorgeBest
22 ოქტომბერი 2016 16:39
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული ჩელსისთვის და კარგ დახვედრას იმსახურებს. დარწმუნებული ვარ ასეც იქნება

ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული ჩელსისთვის და კარგ დახვედრას იმსახურებს. დარწმუნებული ვარ ასეც იქნება
0
№8
ავტორი: ikeoni
22 ოქტომბერი 2016 17:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
იმედია დიდხნას დარჩები ჩვენათან am love
0
№9
ავტორი: dachi_mu
22 ოქტომბერი 2016 19:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
mou modioda babus memkvidreobisken <3 da aucileblad darcheba didxans chventan
0
№10
ავტორი: gela-manutd
22 ოქტომბერი 2016 20:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ხვალ მოიგე ტორე მეტვიტონ გაგიშვებ ჩჰელსის იქით
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top