თბილისი:
მანჩესტერი:
22-10-2016, 13:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2524,
კომენტარები: 17
"იუნაიტედი" იანვარში მარჯვენა მცველს შეიძენს
"წითელი ეშმაკები" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე იაქტიურებენ.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს პრიორიტეტული მიზანი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე დაცვის მარჯვენა ფლანგის გაძლიერება იქნება.

ESPN-ი თავის წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მოურინიოს დაცვის ფლანგების გაძლიერება გასულ ზაფხულს სურდა, მაგრამ იძულებული იყო, ყურადღება სხვა პოზიციებისკენ მიემართა, რომელთაც უფრო მეტად სჭირდებოდათ გაძლიერება, რისი მიზეზითაც 150 მლნ. ფუნტი დახარჯა ახალწვეულებზე.

მიმდინარე სეზონის სტარტზე მოურინიო რეგულარულად ათამაშებს ანტონიო ვალენსიას, რადგანაც მატეო დარმიანი მის გეგმებში არ შედის და ამის გამო იანვარში გუნდი იტალიელს სამშობლოში დააბრუნებს.

ამავდროულად მოურინიო ვალენსიასთვის ღირსეული კონკურენტის მოძებნას ეცდება. ნომინალურად ვალენსია ვინგერია, "იუნაიტედის" თამაში ფლანგზე კი უკეთესის სურვილს ტოვებს, რაც შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ მარჯვენა მცველის შეძენის შემთხვევაში ვალენსიამ წინ წაიწიოს.

ცნობილია, რომ მოურინიოს ნომერ პირველი სამიზნე "მონაკოს" ფეხბურთელი ფაბინიოა. თუმცა 22 წლის ბრაზილიელის გადაბირება კლუბიდან, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს, საკმაოდ რთული დავალებაა.

ალტერნატიულ ვარიანტად - უფრო ხელმისაწვდომ, მაგრამ უფრო ძვირ - "იუნაიტედი" "ევერტონელ" შეიმუს კოულმენს განიხილავს. გამომდინარე იქიდან, რომ "კანფეტები" ევროტურნირებზე არ მონაწილეობენ, "იუნაიტედს" 28 წლის ირლანდიელის დაყოლიება ევროპის ლიგის პლეი-ოფითაც შეუძლია, თუკი, რა თქმა უნდა, ამ სტადიზე გავა.
ახალი ამბები
17 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
22 ოქტომბერი 2016 13:50
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კოულმენის მოყვანას ისევ ეს მირჩევნია, მაგრამ ვალენსიამ მერე თუ ესეც სკამზე დასვა wink
0
№2
ავტორი: Legend Sir Alex
22 ოქტომბერი 2016 13:59
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ საკმარისი დრო ქონდა იუნაიტედს პოგბას ყიდვის შემდეგ 7 აგვისტოს დადსტურდა პოგბას ტრანსფერი ოფიციალურად. რაც შეეხება მარჯვენა დაცვის ფლანგს, იუნაიტედს თუ რომელიმე პოზიციის გაძლიერება ჭირდება, ნამდვილად მარჯვენა მცველის პოზიციაა, მაგრამ თუ ზამთარში ფაბინიოს ყიდვაა ძნელად შესაძლებელი, მაშინ ზამთარში კოულმენის გაფორმება კიდევ უფრო წარმოუდგენელია, ძალაინ კარგ ფეხბურთს თამაშობს ევერტონი ამ სეზონში და ოთხეულისათვის ბრძოლა შეუძლიათ, კუმანი კი, გუნდის ძირითად მარჯვენა მცველს სეზონის შუა ნაწილში არ გაუშვებს, თვთონ სიმუშსაც არ სურს გუნდის შეცვლა, ამიტომ ჩემი აზრით ორივე კანდიდატი ზამთარში გამირიცხა.
0
№3
ავტორი: REDmonday
22 ოქტომბერი 2016 14:02
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 118
კარგად ყუმარობს მონაკოში. კაი იქნება ამის დათრევა და ვალენსიას წინ აწევა. ამის ლიგაზე თამაში რავიცი დიდი შანსია რო ტოტენჰემმა და ლევერკუზენმა მესამეზე დატოვონ და ევროპაზე მანჩესტერიც კი არის და დიდი პრობლემა არამგონია იყოს. ერთი ისაა რო რამდენად კარგად და მალე გაივლის პრემიერ ლიგაში ადაპტაციას, ერთი კარგი ისაა რო ახალგაზრდაა. კოულმენს რაც შეეხება არამგონია დიდი ადაპტაცია დაჭირდეს თან 28 წლისაა გამოცდილია, მარა მაინც ფაბინიო მირჩევნია მე პირადად.
0
№4
ავტორი: t123123
22 ოქტომბერი 2016 14:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 381
თუ ვალენსია ზემოთ აწია მაშვინ მოვიდესს
დარმიანი არა გასაშვებიიირა!!!!!!!!!!!!
0
№5
ავტორი: REDmonday
22 ოქტომბერი 2016 14:16
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 118
რაღაც კარგ მომავალს ვხედავ ამ გუნდში და მართლა კარგი იქნება მემfისიც დარმიანიც და როხოც რო დატოვოს გუნდში.
0
№6
ავტორი: Govermetv
22 ოქტომბერი 2016 14:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 69
Valensia bevrs dasvavs kide
0
№7
ავტორი: kobinio
22 ოქტომბერი 2016 14:51
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Darmianma rom tavis tavs tviton damarta rac chirs me magashi valencias ver davadanashaulebdi.bolo peruodshi dzaan amovarda kalapotidan.ra shedarebaa sharshan sackis etapze ra darmiani iko da exla evropaligaze klebichadavutvdarboda gzaabneuli bativit. Ashkarad dzlieri bichia ubralod ragac ise araa ro unda ikos
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
22 ოქტომბერი 2016 16:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ეს ძაან მაგარი ფეხბურთელია მარა გაუჭირდებათ ამის ყიდვა ანდა სამმაგს გადაიხდიან რო ვიცი
0
№9
ავტორი: reddevil12
22 ოქტომბერი 2016 16:25
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 180
როხოს, იანგს, შვაინას, ფელაინის, ჯონსს, დარმიანს თუ გაყიდის და ერთ კარგ ფეხბურთელს დაიმატებს ძალიან კარგს იზავს.
1
№10
ავტორი: JuanMata
22 ოქტომბერი 2016 16:26
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
მაგას თუ მოვესწარი კიდე, რომ ვალენსია ვინგერად ვნახო მანჩესტერში... wink

თუ უნდათ ლობჟანიძე იყიდონ მარჯვენა მცველად wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top