თბილისი:
მანჩესტერი:
21-10-2016, 19:41
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2599,
კომენტარები: 17
მოურინიო: "დაბრუნებისთვის მზად ვარ"
მოურინიო მომდევნო მატჩს არ უფრთხის.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ პრემიერ ლიგის მომდევნო ტურის მატჩში "ჩელსის" მოედანზე დასაბრუნებლად მზად არის.

53 წლის სპეციალისტი "ლურჯების" ისტორიაში ყველაზე წარმატებული მწვრთნელია, რამეთუ მან ორჯერ მიიყვანა გუნდი პრემიერ ლიგის ჩემპიონობამდე, სამჯერ კი ლიგის თასი და ინგლისის თასი მოაგებინა.

მოურინიოს მეორედ მისვლა "ჩელსიში" 2015/16 წლების სეზონის შუალედში გაძევებით დასრულდა, როცა მისი გუნდი ტიტულის დაცვას ცდილობდა, ივნისში კი პორტუგალიელი "იუნაიტედმა" გადაიბირა.

სწორედ "იუნაიტედი" და "ჩელსი" შეხვდებიან ერთმანეთს კვირას პრემიერ ლიგის მატჩში. "ფენერბაჰჩესთან" მოგებული შეხვედრის შემდეგ ჟოზემ მომდევნო დაპირისპირებაზე ისაუბრა.

"მათი სეზონის სტარტის ანალიზირებას არ ვაპირებ, მაგრამ როცა უყურებ სატურნირო ცხრილს და ხედავ, რომ შუა პოზიცია უკავიათ, ცუდი არ არის. ვიცოდი, რომ ინგლისში მუშაობისას, პრემიერ ლიგაში დარჩენით ადრე თუ გვიან "ჩელსის" შევხვდებოდი და თანაც შევხვდებოდი "სტემფორდ ბრიჯზე". კომპიუტერმა გადაწყვიტა, რომ ეს ახლა უნდა მოხდეს, ჰოდა, მოხდეს", - აცხადებს "იუნაიტედის" მწვრთნელი.

"ჩელსიდან" პირველად წასვლის შემდეგ, მოურინიო დასავლეთ ლონდონში მილანის "ინტერით" დაბრუნდა და მაშინდელი მატჩის წინ თქვა, რომ "ბრიჯზე ყოველთვის იღბლიანია". როცა ჰკითხეს, რამდენად მნიშვნელოვანია იღბალი ამ შემთხვევაში, "იუნაიტედის" მწვრთნელმა განმარტა, თუ რატომ აღარ არის ვარგისი მისი კომენტარი.

"როცა იქ "ინტერით" ვითამაშე, "სტემფორდ ბრიჯზე" არცერთი მატჩი არ მქონდა წაგებული, რადგან ეს დაუმარცხებელი საშინაო რეკორდი მე მეკუთვნოდა. ახლა უკვე წაგებული მაქვს "ბრიჯზე" რამდენიმე შეხვედრა. წინა სეზონში ორი თუ სამი მატჩი წავაგე, ასე რომ, ამ სიტყვებს ვეღარ გამოვიყენებ. ახლა, იქ წაგებული მაქვს".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
17 კომენტარი
№1
ავტორი: dachi_mu
21 ოქტომბერი 2016 20:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
მოუ აი ეს ნაღდად შენი თამაშია,და იმედია დაშლი ჩელსის მარტივმამრავლებად smile
0
№2
ავტორი: - DAB -
21 ოქტომბერი 2016 20:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
აი ესეთი შემართება მომწონს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ -!- DanceDab -!-
№3
ავტორი: manuchari
21 ოქტომბერი 2016 20:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 129
ყველამ ნახა რუნიმ როგორ ითამაშა ფენერთან ახლა იბრას სკამზე ჯდომის დროა ცოტა აზრზე რომ მოვიდეს მოვიდა სასტავი მიცეს და ვსიო ეგონა ყველაფერი მორჩაო მაგრამ ვერ მივართვიო ბოსმა ასე განაცხადა და სკამზე დასვა და რუნიმ მის ჩვეულ პოზიციაზე მშვენივრად ითამაშა პენალი პოგბას დაუთმო მიუხედავად იმისა რომ ეს გოლი მის კრიტიკოსებ გააჩუმებდა მაგრამ მომავალზე უფრო იფიქრა და პოგბას აჩუქა ეს შანსი ეს მის ადამიამობაზე გუნდურობაზე და ლიდერობაზე უსვამს ხაზ ანუ რუნი ემიუს ყველა კუთხით ლეგენდა არის და ეს ყველამ გაითავისოს უნდა
3
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
21 ოქტომბერი 2016 20:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
იმედია ისეთივე ტატქიკას არ აირჩევ ჟოზე, როგორიც ლუზერებთან აირჩიე, თორე წინააღმდეგ შემთხევავში ჩვენთვის კარგი არაფერი მოხდება winked
0
№5
ავტორი: - DAB -
21 ოქტომბერი 2016 20:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
ციტატა: manuchari
ყველამ ნახა რუნიმ როგორ ითამაშა ფენერთან ახლა იბრას სკამზე ჯდომის დროა ცოტა აზრზე რომ მოვიდეს მოვიდა სასტავი მიცეს და ვსიო ეგონა ყველაფერი მორჩაო მაგრამ ვერ მივართვიო ბოსმა ასე განაცხადა და სკამზე დასვა და რუნიმ მის ჩვეულ პოზიციაზე მშვენივრად ითამაშა პენალი პოგბას დაუთმო მიუხედავად იმისა რომ ეს გოლი მის კრიტიკოსებ გააჩუმებდა მაგრამ მომავალზე უფრო იფიქრა და პოგბას აჩუქა ეს შანსი ეს მის ადამიამობაზე გუნდურობაზე და ლიდერობაზე უსვამს ხაზ ანუ რუნი ემიუს ყველა კუთხით ლეგენდა არის და ეს ყველამ გაითავისოს უნდა

მართალი ხარ რუნი "ფენერბაჰჩესთან" მართლაც რომ შესანისნავად ითამაშა განსაკუთრებით პირველი ტაიმი, 1-2 ჩაჭრა გენიალურად შეასრულა რამაც პუბლიკის ტაში ღირსეულად დაიმსახურა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ -!- DanceDab -!-
№6
ავტორი: makaveli
21 ოქტომბერი 2016 21:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
shecdomaa.. moum 2-ze metjer moigo chelsit premierliga da gaascoret .. zustad ramdenjer aqvs mogebuli mec mainteresevs da vinc icit mipasuxet ra
0
№7
ავტორი: MEMPHIS 7
21 ოქტომბერი 2016 21:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
Pes2017 fifa2017 არის ჩვენთან გაყიდვაშიიი?
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
21 ოქტომბერი 2016 22:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ჩელსისთან თამაში დაგვანახებს უშუალო კონკურენტებთან როგორ გამოვიყურებით, სიტისთან და ლივერპულთან ხეირიანი არაფერი მომხდარა და ეს პლუსად არ ჩაგვეწერება ახლა ჩელსი და არსენალი დარჩა და ვნახოთ აქ რას იზამს, ნუ ტოტენჰემზეც შეიძლება იგივე ითქვას
0
№9
ავტორი: stepno
21 ოქტომბერი 2016 23:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: MEMPHIS 7
Pes2017 fifa2017 არის ჩვენთან გაყიდვაშიიი?

Mec mainteresebs fifa17 mindaa gijiviit xbox ze vtamashob da magrad gamiswora fifam gadaujokra chemi azrit pes tan exla ragac junior daemata fifas magari pontia
0
№10
ავტორი: GeorgeBest
21 ოქტომბერი 2016 23:57
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
საინტერესოა ისე რუნის თუ დააყენებს სასტარტოში. მატამ ძალიან კარგი თამაში დადო და არ მგონია იმსახურებდეს სკამზე დომას. ასევე ლინგარდსაც სასტარტოზე ექნება პრეტენზია, იქით მარსიალი და რეშფორდი. მოკლედ საფიქრალი ნამდვილად აქვს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top