თბილისი:
მანჩესტერი:
18-10-2016, 11:53
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3905,
კომენტარები: 19
მოურინიო: "ენფილდს" ჩვენ ვაკონტროლებდით"
მოურინიოს კომენტარი მატჩის შემდგომ.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო "ლივერპულთან" ნათამაშები უგოლო ფრით მოხარული დარჩა და მატჩის შემდეგ მნიშვნელოვან თემებზე კომენტარი გააკეთა.

თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით

"ვფიქრობ, ჩვენთვისაც რთული მატჩი იყო და მათთვისაც, მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ მათთვის უფრო რთული იყო, ვიდრე ჩვენთვის. შეხვედრის უმეტეს ნაწილს ჩვენ ვაკონტროლებდით. მეორე ტაიმში დავიდმა 2 დიდებული სეივი განახორციელა, რაც კონტექსტიდან ამოვარდნილი იყო. მაგრამ თამაშს მთლიანად ვაკონტროლებდით, არა მარტო ტაქტიკური თვალსაზრისით, არამედ ემოციურითაც. სტადიონის ატმოსფერო ჩვენ შევქმენით".

ერთი კარგი მომენტი

"დიდებული მომენტი გვქონდა, რომელიც, ჩემი აზრით, ზლატანს უნდა გამოეყენებინა; გაიტანე და 1-0, ნახვამდის, ყველაფერი დასრულდა. მაგრამ მატჩის შუა ნაწილში სიმწვავე დავკარგეთ. ხელსაყრელ დროს ველოდი და ზლატანის უკან რაშფორდის გამწესებაზე ვფიქრობდი, მაგრამ ტკივილებმა შეაწუხა და შეცვალე. იმ მომენტში უკვე ვფიქრობდი, რომ მოგება გაგვიჭირდებოდა, ამიტომ უმთავრესი იყო არ წაგვეგო".

მოხარულია, რომ ბურთს მუდმივად არ ფლობდა

"სწორედ ასე თამაშს ვგეგმავდით. არ გვინდოდა ბურთს მთელი თამაშის განმავლობაში დავუფლებოდით. ვიცოდით, რომ ჩვენს პირველ ფაზაზე ზეწოლას მოახდენდნენ და ვიცოდით, რომ ბურთის დაკარგვისას უმაღლეს დონეზე მოახდენდნენ გარდაქმნას. ვიცოდით, რომ გოლის გატანა ძალიან გაუჭირდებოდათ; რაზეც ყოველთვის ვფიქრობდით, ის იყო, რომ მატჩის მოსაგებად უნდა გაგვეტანა, რაც ვცადეთ კიდეც."

მსოფლიოს უკანასკნელი საოცრება ნამდვილად არ არის

"ორივე ტაიმის ძლიერად დაწყება ვცადეთ, მაგრამ კარგი გუნდი ჰყავთ. თქვენ როგორც იტყვით ხოლმე, მსოფლიოს უკანასკნელი საოცრებაო, ნამდვილად არ არის, მაგრამ ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, ასე რომ, ამას უნდა შევეგუოთ".

ინტერვიუები
19 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
18 ოქტომბერი 2016 11:58
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არ წაგება არც ისე ცუდია, მაგრამ მომავალში გუნდები აქეთ უნდა ცდილობდნენ ჩვენთან არ წაგებას. ამ სვარკის მერე შედეგი აუცილებლად უნდა დაიდოს
3
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
18 ოქტომბერი 2016 12:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
რავიცი მე მაინც არ მომეწონა მოუ ამ მატჩში არჩეული ტაქტიკა და
0
№3
ავტორი: tyeshela1
18 ოქტომბერი 2016 12:01
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
ფერგის სიტყვები მახსენდება. ფრეზე არასოდეს მითამაშიაო sad
2
№4
ავტორი: luka_ynwa
18 ოქტომბერი 2016 12:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
მანჩესტერის ტაქტიკა 10-0-0
0
№5
ავტორი: REDmonday
18 ოქტომბერი 2016 12:11
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 118
იბრას თავური მომენტი >>>

აი ეს რატო გააკეთა პროსტა, ამას ასე უნდა ღმერთი იყოს და გოლეადორი?
ამ პოგბას როგორც შეუძლია ამარაგებს გრძელი გამოზომილი პასებით და უკვე მერამდენე ასეთი პოგბას პასი გააფუჭეს, თავისუფლად შეეძლო აქ ზლატანს გოლის გატანა და დედამიცენზურებული 3 ქულის წამოღება და მერე ჩაეყენებინათ ეს ავტობუსი. მოდი და არ მოგეშალოს ნერვები ახლა ამაზე არ შეიძლება ასეთი მომენტების გამოუყენებლობა ზლატანი ხარ ბოლო ბოლო სტუანი ხოარა



ნახე პროსტა, გუშინ იმდენად ემოციებში ვიყავი რაგაცეების, გაანალიზება ვეგარ მოვასწარი და იმ ერთი ქულის კმაყოფილიც ვიყავი, მარა ამ მომენტის გაფუჩება იქნებოდა?

მეკარე დგას საყრდენ ფეხზე ხელი აქვს მაღლა და თავით ახლო კუთხეში რო ჩაეგდო მინნდვრიდან ვერანაირად ვერ მოიგერიებდა 100% იანი გოლი იყო. ვაფშე ფეხით დაერტყა და გაეჭიმა ქვემოდან ზემოთ ბადეში... ამან რა გააკეთა დაარტყა თავით იმ კუთხეშე სადაც მეკარეს ფეხი გაწეული აქ ქვემოთ ვერ გავა ვერანაირად და ხელიც გამოწეული აქ იმ ნაწილშიც ვერ გაუტანს. და მითუმეტეს კუთხეშიც ვერ დაარტყა...თან ხედავდა რო იქეთ არავინ არ იყო რო შეეგდო. რუნი ამის გამოა სკამზე მომენტებს რო აფუჭებდა!

მეკარე თავის საქმეს აკეთებს და იგერიებს მაგის მოვალეობა ეგაა, დე ხეამ ზუსტად ეგ გააკეთა გუნდისთვის. დაცვა უკანა ხაზს იცავ რო არ გაუშვას ბურთი, მაგათი მოვალეობა ეგაა და ზუსტად ეგ გააკეთა დაცვამ რაც ევალებოდა. ნახევარ დაცვამაც თავისი საქმე იდეალურად გააკეთა.

რაც შეეხება პოგბას პასების გაჩითვა ევალება მემგონი ასე თუ ისე მაგანაც გააკეთა როგორც შეძლო და თავდასხმამ ვერაფერიც ვერ გააკეთა. ენფილდძე ისეთი პირველი ტაიმი ვითამაშეთ 1 ბურთი უეჭველი უნდა გაგვეტანა.

ასე რომ 1 ქულა კიარ მოვიპოვეთ ზლატანის და რეშფორდის გამო 3 ქულა დავკარგეთ. კლოპი და ლივერპული არა ჩემი ცოცორი კიდე მაგ ლივერპულს გადავკუზავთ ნებისმიერ დროს, არაფრით ჩვენზე მეტი არაა ეგ გუნდი.
ლინგარდი რეშფორდი მარსიალი საკმაოდ მოძრავი ფეხბურთელებია. მატა მხითარიანი ერერა ძაან საჭირო ხალხია არცერთი მანჩესტერელი არ ჩამოუვარდება ლივერპულის ფეხბურთელებს არც იანგი და არც ფელაინი

არ უნდა ვიყოთ ამ 1 ქულით კმაყოფილი. კმაყოფილი ვარ პირველი ტაიმის თამაშით უკმაყოფილო ვარ თავდასხმის ჩავარდნით რომელმაც 3 ქულა ვერ წამოიღო. ეს ბურთი რო გასულიყო სულ სხვა თამაში წავიდოდა. პროსტა ეს უნდა გაეტანა და მერე თუუნდოდათ 9 კაცი ყოფილიყო დაცვის ხაზზე და ტემპიც და თამაშიც მოეკლათ!
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
18 ოქტომბერი 2016 12:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ყველაფერი ნათელი იყო ავტობუსის ჩაყენება და თუ გავიტანდით 1 გოლს ანგარიშის შენარჩუნება, პირველი გამოუვიდა ავტობუსი დააპარკინგა :D მარა მეორე ობრას წყალობით და ცოტა პასიურობით არ გამოუვიდა. ასეთი ტაქტიკით პირველად ითამაშა ამ სეზონში, ასეთი ავტობუსი არ ყოლია ჯერ, მარა ჩემი აზრით ეს მეტოქეზეა დამოკიდებული, შეიძლება ლივერპულთან ასეც იყო საჭირო მარა ყველა მნოშვნელოვან თამაშში ასეთი ტაქტიკა უბრალოდ არ შეიძლება. ფეხბურთში გოლია მთავარი და ჩვენ სანახაობას ვითხოვთ.
0
№7
ავტორი: ikeoni
18 ოქტომბერი 2016 12:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Arada ibras ro gaetanaa..((((
0
№8
ავტორი: Lady in red
18 ოქტომბერი 2016 13:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
ზლატანს პირველად არ მოსვლია ასეთი მომენტის გაფუჭება და რა სჭირს ვერ ვხვდები. მართალია არ წავაგეთ, მაგრამ ეს ქულა ლივერპულისთვის უფრო დამაკმაყოფილებელია ვიდრე ჩვენთვის. რამე უნდა მოიფიქროს და მომავალი მატჩები მოიგოს ასე აღარ შეიძლება. ისე შემადგენლობა რომ ვნახე გამარჯვებას არც ველოდი. ასეთ გუნდებთან თუ ასე გააგრძელა ნამდვილად არ მოგვეწონება არავის, მართალია ლივერპულისნაირი გუნდი უნდა შეაჩერო,მაგრამ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ თამაში მოვიგოთ. ზედმეტად ფრთხილი თამაშები ჩვენთვისვე არის ცუდი შედეგის მომტანი, უფრო არაფერის მომტანი, ასე ოთხეულშიდაც ვერ შევალთ გუნდი თუ არ გმოფხიზლდა და მომენტების გამოყენება თუ არ ისწავლა, მითუმეტეს იბრას ეგ არ უნდა ესწავლებოდეს, მაგრამ ეს უკვე ბევრჯერ მოხდა და ასეთ გუნდებთან ეგ არ უნდა ხდებოდეს.
1
№9
ავტორი: m.u g.ts
18 ოქტომბერი 2016 15:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
გუნდის უსახური თამაში, არავითარი კრეატივი შეტევა სწორხაზოვანი :((
0
№10
ავტორი: I L C
18 ოქტომბერი 2016 18:31
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
იბრაჰიმოვიჩისგან მეტს უნდა ითხოვდეე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top