თბილისი:
მანჩესტერი:
18-10-2016, 11:53
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3914,
კომენტარები: 19
მოურინიო: "ენფილდს" ჩვენ ვაკონტროლებდით"
მოურინიოს კომენტარი მატჩის შემდგომ.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო "ლივერპულთან" ნათამაშები უგოლო ფრით მოხარული დარჩა და მატჩის შემდეგ მნიშვნელოვან თემებზე კომენტარი გააკეთა.

თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით

"ვფიქრობ, ჩვენთვისაც რთული მატჩი იყო და მათთვისაც, მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ მათთვის უფრო რთული იყო, ვიდრე ჩვენთვის. შეხვედრის უმეტეს ნაწილს ჩვენ ვაკონტროლებდით. მეორე ტაიმში დავიდმა 2 დიდებული სეივი განახორციელა, რაც კონტექსტიდან ამოვარდნილი იყო. მაგრამ თამაშს მთლიანად ვაკონტროლებდით, არა მარტო ტაქტიკური თვალსაზრისით, არამედ ემოციურითაც. სტადიონის ატმოსფერო ჩვენ შევქმენით".

ერთი კარგი მომენტი

"დიდებული მომენტი გვქონდა, რომელიც, ჩემი აზრით, ზლატანს უნდა გამოეყენებინა; გაიტანე და 1-0, ნახვამდის, ყველაფერი დასრულდა. მაგრამ მატჩის შუა ნაწილში სიმწვავე დავკარგეთ. ხელსაყრელ დროს ველოდი და ზლატანის უკან რაშფორდის გამწესებაზე ვფიქრობდი, მაგრამ ტკივილებმა შეაწუხა და შეცვალე. იმ მომენტში უკვე ვფიქრობდი, რომ მოგება გაგვიჭირდებოდა, ამიტომ უმთავრესი იყო არ წაგვეგო".

მოხარულია, რომ ბურთს მუდმივად არ ფლობდა

"სწორედ ასე თამაშს ვგეგმავდით. არ გვინდოდა ბურთს მთელი თამაშის განმავლობაში დავუფლებოდით. ვიცოდით, რომ ჩვენს პირველ ფაზაზე ზეწოლას მოახდენდნენ და ვიცოდით, რომ ბურთის დაკარგვისას უმაღლეს დონეზე მოახდენდნენ გარდაქმნას. ვიცოდით, რომ გოლის გატანა ძალიან გაუჭირდებოდათ; რაზეც ყოველთვის ვფიქრობდით, ის იყო, რომ მატჩის მოსაგებად უნდა გაგვეტანა, რაც ვცადეთ კიდეც."

მსოფლიოს უკანასკნელი საოცრება ნამდვილად არ არის

"ორივე ტაიმის ძლიერად დაწყება ვცადეთ, მაგრამ კარგი გუნდი ჰყავთ. თქვენ როგორც იტყვით ხოლმე, მსოფლიოს უკანასკნელი საოცრებაო, ნამდვილად არ არის, მაგრამ ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, ასე რომ, ამას უნდა შევეგუოთ".

ინტერვიუები
19 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
18 ოქტომბერი 2016 19:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მოგებები უნდა დავიწყოთ ეხლაა რა ეს არაფერი ენფილდზე მოგება არცერთ გუნდს არ უადვილდება უადვილდება კიარა ძაან იშვიათი თუ იგებს და ეს არაფერი 1 ქულაც კაი 19 ქულაა 1 ადგილს და ჩვენ 14 არაფერს არ ნიშნავს რათქმაუნდა ეს ციფრები smile
0
№12
ავტორი: Solskjær20
18 ოქტომბერი 2016 19:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
იბრაჰიმოვოჩი იყო ნული სამწუხაროდ, ასე თუ გააგრძელა უმჯობესი იქნება რაშფორდი დააყენოს უკვე ძირითადში მემგონი მოურინიო მხოლოდ ძველი სახელის ხათრით ათამაშებს და იმედი აქვს რომ გამოცოცხლდება.
1
№13
ავტორი: Malboro463
18 ოქტომბერი 2016 21:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
რეშფორდიო ისე გაიძახით არ მყავდეს ეგეც აგუერო. ფლანგზე უკეთეს ფორმაში მყოფი ფეხბურთელი არ გვყავს თორე მაგას ძირითადში რა უნდა.
ფლანგებიდან რომ ვერ ამწვავებენ სახიფათო მომენტს ვერ ქმნიან წესიერად ვერ აწვდიან ბურთს მაგიტომაც ვერ იგებენ თამაშებს და ვუყურებთ სვარკას. მოურა ,კომანი,ბეილი, გრიზმანი რომ გეყოლება ფლანგზე თავდამსხმელსაც უფრო მეტი მომენტი ექნება და ათიანსაც აღარ დაჭირდება კრაიზე სირბილი. ცალმე კიდე დაცვის ფლანგებია გასაძლიერებელი
0
№14
ავტორი: kaxeti
18 ოქტომბერი 2016 21:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
იბრას თავზე დავათხრაწე დე ხეა საგოლ
0
№15
ავტორი: kobinio
18 ოქტომბერი 2016 21:17
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: REDmonday
იბრას თავური მომენტი >>>

აი ეს რატო გააკეთა პროსტა, ამას ასე უნდა ღმერთი იყოს და გოლეადორი?
ამ პოგბას როგორც შეუძლია ამარაგებს გრძელი გამოზომილი პასებით და უკვე მერამდენე ასეთი პოგბას პასი გააფუჭეს, თავისუფლად შეეძლო აქ ზლატანს გოლის გატანა და დედამიცენზურებული 3 ქულის წამოღება და მერე ჩაეყენებინათ ეს ავტობუსი. მოდი და არ მოგეშალოს ნერვები ახლა ამაზე არ შეიძლება ასეთი მომენტების გამოუყენებლობა ზლატანი ხარ ბოლო ბოლო სტუანი ხოარა



ნახე პროსტა, გუშინ იმდენად ემოციებში ვიყავი რაგაცეების, გაანალიზება ვეგარ მოვასწარი და იმ ერთი ქულის კმაყოფილიც ვიყავი, მარა ამ მომენტის გაფუჩება იქნებოდა?

მეკარე დგას საყრდენ ფეხზე ხელი აქვს მაღლა და თავით ახლო კუთხეში რო ჩაეგდო მინნდვრიდან ვერანაირად ვერ მოიგერიებდა 100% იანი გოლი იყო. ვაფშე ფეხით დაერტყა და გაეჭიმა ქვემოდან ზემოთ ბადეში... ამან რა გააკეთა დაარტყა თავით იმ კუთხეშე სადაც მეკარეს ფეხი გაწეული აქ ქვემოთ ვერ გავა ვერანაირად და ხელიც გამოწეული აქ იმ ნაწილშიც ვერ გაუტანს. და მითუმეტეს კუთხეშიც ვერ დაარტყა...თან ხედავდა რო იქეთ არავინ არ იყო რო შეეგდო. რუნი ამის გამოა სკამზე მომენტებს რო აფუჭებდა!

მეკარე თავის საქმეს აკეთებს და იგერიებს მაგის მოვალეობა ეგაა, დე ხეამ ზუსტად ეგ გააკეთა გუნდისთვის. დაცვა უკანა ხაზს იცავ რო არ გაუშვას ბურთი, მაგათი მოვალეობა ეგაა და ზუსტად ეგ გააკეთა დაცვამ რაც ევალებოდა. ნახევარ დაცვამაც თავისი საქმე იდეალურად გააკეთა.

რაც შეეხება პოგბას პასების გაჩითვა ევალება მემგონი ასე თუ ისე მაგანაც გააკეთა როგორც შეძლო და თავდასხმამ ვერაფერიც ვერ გააკეთა. ენფილდძე ისეთი პირველი ტაიმი ვითამაშეთ 1 ბურთი უეჭველი უნდა გაგვეტანა.

ასე რომ 1 ქულა კიარ მოვიპოვეთ ზლატანის და რეშფორდის გამო 3 ქულა დავკარგეთ. კლოპი და ლივერპული არა ჩემი ცოცორი კიდე მაგ ლივერპულს გადავკუზავთ ნებისმიერ დროს, არაფრით ჩვენზე მეტი არაა ეგ გუნდი.
ლინგარდი რეშფორდი მარსიალი საკმაოდ მოძრავი ფეხბურთელებია. მატა მხითარიანი ერერა ძაან საჭირო ხალხია არცერთი მანჩესტერელი არ ჩამოუვარდება ლივერპულის ფეხბურთელებს არც იანგი და არც ფელაინი

არ უნდა ვიყოთ ამ 1 ქულით კმაყოფილი. კმაყოფილი ვარ პირველი ტაიმის თამაშით უკმაყოფილო ვარ თავდასხმის ჩავარდნით რომელმაც 3 ქულა ვერ წამოიღო. ეს ბურთი რო გასულიყო სულ სხვა თამაში წავიდოდა. პროსტა ეს უნდა გაეტანა და მერე თუუნდოდათ 9 კაცი ყოფილიყო დაცვის ხაზზე და ტემპიც და თამაშიც მოეკლათ!

Kacurad tqvi runi rom zis skamze rame mets aketebs es sami tamashia ibra?
0
№16
ავტორი: REDmonday
18 ოქტომბერი 2016 22:10
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 118
ციტატა: kobinio

Kacurad tqvi runi rom zis skamze rame mets aketebs es sami tamashia ibra?



არაფერს ისეთს არ აკეთებს ბოლო სამი თამაშია ისეთი შეგრძნება მაქ რო სიბერე დაეტყო
0
№17
ავტორი: Malboro463
18 ოქტომბერი 2016 23:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
იბრას სიბერე კიარ დაეტყო **ბის ერთად უწევს თამაში და ეგა. იმ ასაკში არა თვითონ რომ ირბინოს ჩავიდეს ცენტრამდე და წანოიეყოს შეტევა. ათიანმა და ვინგერმა თავისი საქმე კარგად რომ შეასრულოს იბრაც თავის სიტყვას იტყვის.
45 წუთის მანძილზე 2 ჯერ ჩაწოდებენ ისიც ვალენსია ან იანგი რომ არ იხედებიან ისე და მაგით თუ მომენტი ვერ შექმნა რატო გიკვირთ. ერთ გამაზულ მომენტს ნუ გადაყოლებთ ყველა თამასში მაზავენ თითქმის მინიმუმ ერთ რეალურ მომენტს ტოპ კლასის თავდამსხმელებიც
0
№18
ავტორი: REDmonday
19 ოქტომბერი 2016 10:52
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 118
ციტატა: Malboro463
იბრას სიბერე კიარ დაეტყო **ბის ერთად უწევს თამაში და ეგა. იმ ასაკში არა თვითონ რომ ირბინოს ჩავიდეს ცენტრამდე და წანოიეყოს შეტევა. ათიანმა და ვინგერმა თავისი საქმე კარგად რომ შეასრულოს იბრაც თავის სიტყვას იტყვის.
45 წუთის მანძილზე 2 ჯერ ჩაწოდებენ ისიც ვალენსია ან იანგი რომ არ იხედებიან ისე და მაგით თუ მომენტი ვერ შექმნა რატო გიკვირთ. ერთ გამაზულ მომენტს ნუ გადაყოლებთ ყველა თამასში მაზავენ თითქმის მინიმუმ ერთ რეალურ მომენტს ტოპ კლასის თავდამსხმელებიც

გადაყოლება არაფერ შუაშია, უკვე მერამდენედ მაზავს იბრა ბოლო თამაშებში. თვითონაც აღნიშნა ინტერვიში რომ კარგად ვერ შეასრულა. უბრალოდ არის ორი გზა ან მომენტალურად მიიღებ სწორ გადაწყვეტილებას და სწორად ითამაშებ ან არასწორ გადაწყვეტილებას მიიღებ და ცუდად ითამაშებ იმ მომენტში და უკვე მერამდენედ მიიღო შესრულების დროს არასწორი გადაწყვეტილება. სწორად ითამაშოს და მეკარემ აჯობოს არავინ არაფერს იტყვის.
0
№19
ავტორი: psixi13
19 ოქტომბერი 2016 14:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 50
ცოტა ადრეა იმაზე საუბარი რომ გუნმა სტაბილურად ითამაშოს.ჩემი აზრით რამოდენიმე თვეა კიდევ საჭირო რომ ის მანჩე დავინახოთ რაზეც ყველა ვოცნებობთ)))))) მე იმითაც კმაყოPილი ვარ ამ ეტაპზე რომ ნელ ნელა იბრუნებს იმ პალაჟენიას რაც ადრე ჰქონდა მანჩეს))))ცოტაც და იმას ვნახავთ რასაც ველოდებით))))))
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top