მიუხენის "ბაიერნმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ სეზონის დასასრულისთანავე კლუბის ახალი თავკაცი ხოსეპ გუარდიოლა იქნება. "ბარსელონას" დატოვების დღიდან, ესპანელი არაერთი ევროპული ტოპ კლუბის ახალ მწვრთნელად მოიაზრებოდა, თუმცა მითქმა-მოთქმას წერტილი დღეს გაკეთებულმა ოფიციალურმა განცხადებამ დაუსვა. "ბაიერნის" ვებ-გვერდის ცნობით, გუარდიოლა გერმანელებთან სამ წლიან კონტრაქტს გააფორმებს. სეზონის პირველი ნახევრის დასრულებისას, მიუხენელთა მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა განაცხადა, რომ წლის ბოლოს კარიერას ასრულებდა. ამ დღიდან ჩაება "ბაიერნი" გუარდიოლასთვის ბრძოლაში. შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" ყოფილი თავკაცი უკვე თვეზე მეტი "იუნაიტედში" ფერგიუსონის, "სიტიში" კი მანჩინის შემცვლელად მოიაზრებოდა. გუარდიოლას სავარაუდო ინგლისურ კარიერაზე არაერთი გავლენიანი გამოცემა წერდა, ამას თან დაემატა გუშინ გავრცელებული განცხადება, სადაც ხოსეპი პრემიერ ლიგის გამოწვევებზე და ინგლისური კლუბის გაწვრთნის სურვილზე საუბრობდა. ასე რომ, არანაირი არანაირი "იუნაიტედი" ან "სიტი" და პრემიერ ლიგისკენ ლტოლვა, გუარდიოლა სამწვრთნელო კარიერას მიუხენში გააგრძელებს.