თბილისი:
მანჩესტერი:
16-01-2013, 20:42
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2438,
კომენტარები: 22
ოფიციალურად: ზაფხულიდან ხოსეპ გვარდიოლა "ბაიერნის" მწვრთნელია!
არანაირი "იუნაიტედი" ან "სიტი" და პრემიერ ლიგისკენ ლტოლვა...
ოფიციალურად: ზაფხულიდან ხოსეპ გვარდიოლა
მიუხენის "ბაიერნმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ სეზონის დასასრულისთანავე კლუბის ახალი თავკაცი ხოსეპ გუარდიოლა იქნება.
"ბარსელონას" დატოვების დღიდან, ესპანელი არაერთი ევროპული ტოპ კლუბის ახალ მწვრთნელად მოიაზრებოდა, თუმცა მითქმა-მოთქმას წერტილი დღეს გაკეთებულმა ოფიციალურმა განცხადებამ დაუსვა.
"ბაიერნის" ვებ-გვერდის ცნობით, გუარდიოლა გერმანელებთან სამ წლიან კონტრაქტს გააფორმებს. სეზონის პირველი ნახევრის დასრულებისას, მიუხენელთა მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა განაცხადა, რომ წლის ბოლოს კარიერას ასრულებდა. ამ დღიდან ჩაება "ბაიერნი" გუარდიოლასთვის ბრძოლაში.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" ყოფილი თავკაცი უკვე თვეზე მეტი "იუნაიტედში" ფერგიუსონის, "სიტიში" კი მანჩინის შემცვლელად მოიაზრებოდა. გუარდიოლას სავარაუდო ინგლისურ კარიერაზე არაერთი გავლენიანი გამოცემა წერდა, ამას თან დაემატა გუშინ გავრცელებული განცხადება, სადაც ხოსეპი პრემიერ ლიგის გამოწვევებზე და ინგლისური კლუბის გაწვრთნის სურვილზე საუბრობდა. ასე რომ, არანაირი არანაირი "იუნაიტედი" ან "სიტი" და პრემიერ ლიგისკენ ლტოლვა, გუარდიოლა სამწვრთნელო კარიერას მიუხენში გააგრძელებს.

წყარო: skysports.com
ახალი ამბები
22 კომენტარი
№21
ავტორი: UTD-Rule
17 იანვარი 2013 10:36
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
არაუშავს biggrin2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№22
ავტორი: creep
17 იანვარი 2013 11:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 211
Zizou,
იმხელა წარმატებას ვერ მიაღწევს რაც ბარსაში, მაგრამ რეალურად ბაიერნი ყოველ წელს ძლიერდება და ლოგიკურიცაა რომ ლიგა მოიგოს. ალბათ ამას პეპის ხელში იზავს. და კიდე ერთ ორ ხარახურა თასს მიაყოლებს და ეგაა.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top