თბილისი:
მანჩესტერი:
17-10-2016, 13:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1822,
კომენტარები: 6
FA მოურინიოს სიტყვებს გამოიძიებს
ჟოზე მოურინიო მორიგი დაჯარიმების საფრთხის წინაშეა.
FA მოურინიოს სიტყვებს გამოიძიებს
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის რისხვის ობიექტი კიდევ ერთხელ შეიძლება გახდეს, რისი მიზეზიც "ლივერპულთან" მატჩში დანიშნული მსაჯის თაობაზე ნათქვამი სიტყვები იქნება.

"ენფილდზე" გასვლითი მატჩის წინ პორტუგალიელმა ფრთხილად გამოხატა უკმაყოფილება საფეხბურთო ასოციაციის მიმართ, რომელმაც მნიშვნელოვან შეხვედრაში მსაჯად ენტონი ტეილორი, ქალაქ მანჩესტერის მოქალაქე დანიშნა.

Evening Standard-ისთვის ცნობილი გახდა, რომ მოურინიოს სიტყვებმა ასოციაციაში მომუშავე პირები დააინტერესეს. FA-ს მიერ 2009 წელს დადგენილი წესის თანახმად, ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს მატჩის წინ მსაჯის დანიშვნის თაობაზე კომენტარის გაკეთება ეკრძალებათ.

წყაროს ცნობით, ასოციაცია მოურინიოს თავისივე კომენტარის შინაარსის განმარტებას მოსთხოვს, რაც პორტუგალიელისთვის უსიამოვნო შედეგებით შეიძლება დასრულდეს.
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
17 ოქტომბერი 2016 13:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
განმარტებაში უნდა გადააკეთოს თუ დისკვალიფიკაზია არ უნდა wink
0
№2
ავტორი: shotkin
17 ოქტომბერი 2016 14:49
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
რა სისულელეა რატო არ უნდა ქონდეს მწვრთნელს ufleba მსაჯზე ისაუბროს, ჩემი აზრით ინგლისსში მსაჯებს ძალიან ათამამებენ და ხელშეუხებლები არიან და შედეგიც სახეზეა ხან ისეთ მომენტებში არ დებენ ჯარიმას და ხან პენლებს რო რავიცი, აშკარად აღარაა ინგლისში მსაჯობის დონე ისეთი მაღალი როგორც ეს 5 წლის წინ და კიდე ადრე იყო, მსაჯი როხარ არნიშნავს რო 100% ით ხელშეუხებელი ხარ შეცდომებზე პასუხი ყველამ უნდა აგოს და ეს წინასამატჩოდ უკმაყოფილების გამოხატვაც არუნდაიყოს პრობლემა მარა ეს ფა ძალიან ატრა კებს ძალიან
0
№3
ავტორი: levionok
17 ოქტომბერი 2016 15:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
რაც დანიშნეს ეს მსაჯი იმის მერე მთელი ლივერპული დიდიან პატარიანათ ტვინს ბრიცავს და ერთი თქვა თან ისეთი არაფერი და არიქა მაუმ თქვა დავაჯარიმოთო? ხერხემალს ჩააყოლონ ხელი აშკარათ იგრძნობენ რამე გამონაზარდს

კაცი 2 პენალს არ დაგიდებს თამაშს წაგაგებინებს,თამაშის მერე გააკრიტიკებ და გაჯარიმებენ რას ქვია გააკრიტიკეო არ უბერავენ ესენიიი?!!!!!!!
0
№4
ავტორი: GeorgeBest
17 ოქტომბერი 2016 17:03
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ფერგიუსონსაც ესე უ****ვდნენ ტვინს
1
№5
ავტორი: ikeoni
17 ოქტომბერი 2016 17:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Araferi iseti ar utqvams
0
№6
ავტორი: stepno
17 ოქტომბერი 2016 19:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
აუუ რა გაუტრაკეს ამას საქმე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top