თბილისი:
მანჩესტერი:
14-10-2016, 22:02
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3189,
კომენტარები: 14
მოურინიოს პრესკონფერენცია
ჟოზე მოურინიოს კომენტარი "ლივერპულთან" მატჩის წინ.
მოურინიოს პრესკონფერენცია
ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლივერპულის" დაპირისპირება "რეალ მადრიდისა" "ბარსელონას", მილანურ დერბისა და პორტუ-ბენფიკას მატჩებს შეადარა.

იტალიაში, ესპანეთსა და პორტუგალიაში მოღვაწეობისას "იუნაიტედის" მწვრთნელმა სამივე ზემოაღნიშნულ დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა. მოურინიო ახლა თავისი გუნდის "ენფილდზე" გასაყვანად ემზადება, რისკენაც მთელი მსოფლიო საფეხბურთო საზოგადოების ყურადღება იქნება მიპყრობილი.

ინგლისის ორ ყველაზე წარმატებულ კლუბებს შორის დაპირისპირება ყოველთვის ცხელს ატმოსფეროს მოიაზრებს მწვრთნელი აღელვებული გარემოთი, რომელშიც მალე შეაბიჯებს.

"მოუთმენლად ველი, დიახ. "ენფილდზე" თამაში ყოველთვის მომწონს. იქ დიდი მატჩები მოვიგე და წავაგე, ასე რომ, ვერ ვიტყვი, იქ ჩასვლა იმიტომ მომწონს, რომ წარმატებული ვარ-მეთქი, ეს სიცრუეა. უბრალოდ იქ ჩასვლა მომწონს ატმოსფეროსა და მატჩების ხასიათის გამო.

იყო "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი, უფრო მეტს ნიშნავს. ვერ შევადარებ ჩემს წინა გუნდების ისტორიულ დაპირისპირებას "ლივერპულთან" იმას, რაც "იუნაიტედისა" და "ლივერპულის" დაპირისპირებას შორის ხდება. ეს არის დიდი მატჩი, რომელიც "ინტერისა" და "მილანის", "რეალისა" და "ბარსელონას", იქნებ "პორტუსა" და "ბენფიკას" შორის მატჩებსაც კი შეედრება",
- განაცხადა ჟოზემ.

რა თქმა უნდა, მოურინიო "ენფილდზე" უკვე ნამყოფია "ჩელსისთან" ერთად და იქ ადგილობრივი გულშემატკივარის სტვენის ობიექტიც გახდა. როცა ჰკითხეს, უფრთხის თუ არა ასეთ დახვედრას, მან უპასუხა: "სულერთია. იქ ჩემი თამაშის სათამაშოდ, ჩემი საქმის გასაკეთებლად და ამით ჩვეულებრივ სიამოვნების მისაღებად ჩავდივარ. ვფიქრობ, გულშემატკივრებმაც უნდა ისიამოვნონ, გუნდს მხარი დაუჭირონ და მოწინააღმდეგეს ნეგატიური და ცუდი ატმოსფერო შეუქმნან, ოღონდ უსაფრთხოებისა და პატივისცემის ფარგლებში. ვფიქრობ, ასეც იქნება".

მოურინიო ასევე შეეხო განცხადებას, რომელიც "ლივერპულმა" და "იუნაიტედმა" ერთობლივად გააკეთეს. განცხადება გულშემატკივარს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ ურთიერთშეურაცხყოფისგან. მოურინიოს თქმით, ტრაგედია, რომელიც ორივე კლუბს გადაუტანია, უპატივცემულობის ღირსი არ არის.

"საფეხბურთო ტრაგედიები" გვაქვს, თუკი შეიძლება ასე ითქვას, როცა დიდ მატჩს აგებ ან ფეხბურთელი შეცდომას უშვებს - ამაზე ხუმრობა შეიძლება.

ადამიანი ტრაგედია უფრო სერიოზულია და მისი გამოყენება საფეხბურთო მოედანზე დაუშვებელია. ამ ტრაგედიებს პატივი უნდა ვცეთ, ასე რომ, ძალიან დავსევდიანდები, თუკი ასეთ მატჩში ნეგატიური მხარე იჩენს თავს".


წყარო: manutd.com
პრესკონფერენცია
14 კომენტარი
№1
ავტორი: R10NEY
14 ოქტომბერი 2016 23:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 51
უნდა მოვუგოთთ love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ UNITED TILL I DIE
№2
ავტორი: GeorgeBest
14 ოქტომბერი 2016 23:06
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დიდი მოლოდინი მაქვს. განსაკუთრებით იმიტომ ველი რომ ლივერ****ს ფანები გაახაროს love
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
15 ოქტომბერი 2016 00:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ძაან გაგვიჭირდება მოგება, ლივერპულს მაგრად აქ აკრეფილი და რაც მთავარია ჟოზემ არ უნდა წააგოს ეს თამაში ისე როგორც სიტისთან
0
№4
ავტორი: kobinio
15 ოქტომბერი 2016 01:38
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Dzalian didi gamocda maus
0
№5
ავტორი: vincent
15 ოქტომბერი 2016 09:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 273
შეკრება არაა სადმე?
0
№6
ავტორი: imopat
15 ოქტომბერი 2016 09:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
Staraj się o wysokie odszkodowanie wypadek w miejscu publicznym nasza firma Ci pomoże
1
№7
ავტორი: giorgiginturi
15 ოქტომბერი 2016 09:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
დე ხეა

ვალენსია
ბაიი
სმოლინგი
შოუ

ერერა
პოგბა

მხითარიანი
რუნი
მარსიალი

იბრაგიმოვიჩი

რომერო_ბლინდი_კერიკი_მემფისი_ლინგარდი_ფელაინი_მატა_რეშფორდი..

ეს შემადგენლობა თუ სწორად გამოიყენა, ლივერპული კიარა ბარსას მ ო ტ ყ ნ ა ვ ს
0
№8
ავტორი: dachi_mu
15 ოქტომბერი 2016 10:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
მოიგე რა მოუ love am
0
№9
ავტორი: Iunaitedi
15 ოქტომბერი 2016 11:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
Ra mogeza vlaparakobt ris mogeza Ra mogeza free mainc vitamaahot logikurad shevxedot am Yamaha da isic vtqvat to start Liverpudlian gvjobia tan bevrad.
0
№10
ავტორი: Legend Sir Alex
15 ოქტომბერი 2016 11:59
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
დავაი მოუ სამი ქულა უნდა წამოვიღოთ ლივერპულიდან, ზალაინ რთული ტვე აქვს გუნდს და მოგებით უნდა დაიწყოთ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top