თბილისი:
მანჩესტერი:
14-10-2016, 22:02
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3194,
კომენტარები: 14
მოურინიოს პრესკონფერენცია
ჟოზე მოურინიოს კომენტარი "ლივერპულთან" მატჩის წინ.
მოურინიოს პრესკონფერენცია
ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლივერპულის" დაპირისპირება "რეალ მადრიდისა" "ბარსელონას", მილანურ დერბისა და პორტუ-ბენფიკას მატჩებს შეადარა.

იტალიაში, ესპანეთსა და პორტუგალიაში მოღვაწეობისას "იუნაიტედის" მწვრთნელმა სამივე ზემოაღნიშნულ დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა. მოურინიო ახლა თავისი გუნდის "ენფილდზე" გასაყვანად ემზადება, რისკენაც მთელი მსოფლიო საფეხბურთო საზოგადოების ყურადღება იქნება მიპყრობილი.

ინგლისის ორ ყველაზე წარმატებულ კლუბებს შორის დაპირისპირება ყოველთვის ცხელს ატმოსფეროს მოიაზრებს მწვრთნელი აღელვებული გარემოთი, რომელშიც მალე შეაბიჯებს.

"მოუთმენლად ველი, დიახ. "ენფილდზე" თამაში ყოველთვის მომწონს. იქ დიდი მატჩები მოვიგე და წავაგე, ასე რომ, ვერ ვიტყვი, იქ ჩასვლა იმიტომ მომწონს, რომ წარმატებული ვარ-მეთქი, ეს სიცრუეა. უბრალოდ იქ ჩასვლა მომწონს ატმოსფეროსა და მატჩების ხასიათის გამო.

იყო "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი, უფრო მეტს ნიშნავს. ვერ შევადარებ ჩემს წინა გუნდების ისტორიულ დაპირისპირებას "ლივერპულთან" იმას, რაც "იუნაიტედისა" და "ლივერპულის" დაპირისპირებას შორის ხდება. ეს არის დიდი მატჩი, რომელიც "ინტერისა" და "მილანის", "რეალისა" და "ბარსელონას", იქნებ "პორტუსა" და "ბენფიკას" შორის მატჩებსაც კი შეედრება",
- განაცხადა ჟოზემ.

რა თქმა უნდა, მოურინიო "ენფილდზე" უკვე ნამყოფია "ჩელსისთან" ერთად და იქ ადგილობრივი გულშემატკივარის სტვენის ობიექტიც გახდა. როცა ჰკითხეს, უფრთხის თუ არა ასეთ დახვედრას, მან უპასუხა: "სულერთია. იქ ჩემი თამაშის სათამაშოდ, ჩემი საქმის გასაკეთებლად და ამით ჩვეულებრივ სიამოვნების მისაღებად ჩავდივარ. ვფიქრობ, გულშემატკივრებმაც უნდა ისიამოვნონ, გუნდს მხარი დაუჭირონ და მოწინააღმდეგეს ნეგატიური და ცუდი ატმოსფერო შეუქმნან, ოღონდ უსაფრთხოებისა და პატივისცემის ფარგლებში. ვფიქრობ, ასეც იქნება".

მოურინიო ასევე შეეხო განცხადებას, რომელიც "ლივერპულმა" და "იუნაიტედმა" ერთობლივად გააკეთეს. განცხადება გულშემატკივარს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ ურთიერთშეურაცხყოფისგან. მოურინიოს თქმით, ტრაგედია, რომელიც ორივე კლუბს გადაუტანია, უპატივცემულობის ღირსი არ არის.

"საფეხბურთო ტრაგედიები" გვაქვს, თუკი შეიძლება ასე ითქვას, როცა დიდ მატჩს აგებ ან ფეხბურთელი შეცდომას უშვებს - ამაზე ხუმრობა შეიძლება.

ადამიანი ტრაგედია უფრო სერიოზულია და მისი გამოყენება საფეხბურთო მოედანზე დაუშვებელია. ამ ტრაგედიებს პატივი უნდა ვცეთ, ასე რომ, ძალიან დავსევდიანდები, თუკი ასეთ მატჩში ნეგატიური მხარე იჩენს თავს".


წყარო: manutd.com
პრესკონფერენცია
14 კომენტარი
№11
ავტორი: Best 7
15 ოქტომბერი 2016 12:34
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Aucileblad unda vimarjvot!!!

Aucileblad unda vimarjvot!!!
0
№12
ავტორი: makaveli
15 ოქტომბერი 2016 13:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
iqneb portu benficas tamashsac sheedreba ra natqvamia she chobano
0
№13
ავტორი: ikeoni
15 ოქტომბერი 2016 15:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
აუცილებლად უნდა მოვიგოთ
0
№14
ავტორი: stepno
15 ოქტომბერი 2016 17:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
რატომღაც მაგრად მგონია 3 ქულა ჩენიაა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top