ინგლისის ნაკრების დამრიგებელმა, როი ჰოჯსონმა დააფასა რუნის ლიდერული თვისებები და განაცხადა, რომ მომავალში რუნის ინგლისის კაპიტნობა ელის.
მოცემულ დროში ”სამი ლომის” კაპიტანად სტივენ ჯერარდი გვევლინება. ”ლივერპულის” ნახევარმცველმა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა სან მარინოსთან მატჩი პარასკევს. ამიტომ პირველად თავის კარიერაში რუნის მოუწია ”სამი ლომის” კაპიტნობა.
”მანჩესტერ იუნაიტედის” 26 წლის ფორვარდმა ძალიან კარგად წარმოაჩინა ლიდერული თვისებები და კარგი შთაბეჭდილება დაუტოვა როი ჰოჯსონს. მან თამაშის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დიდი სიამოვნებით მოირგებდა სამკლაურს კიდევ ბევრჯერ. ჰოჯსონი მართლაც გეგმავს რუნისთვის კაპიტნის სამკლაურის გადაცემას, ოღონდ მომავალში.
”რათქმაუნდა მე ამას განვიხილავ. რუნი ამით ძალიან ამაყობს და მომავალში ამის გამეორება უნდა. ის სერიოზულობით ეკიდება ნაკრების თამაშებს, რაც ჩვენთვის აუცელებელია”
”უეინ რუნი ჩვენი ვიცე-კაპიტანი იყო ევრო 2012 ზე , რათქმაუნდა მან გვიან დაიწყო ტურნირზე მონაწილეობა, მაგრამ ის მაინც ვიცე-კაპიტნად რჩებოდა. მე სამკლაური სტივი ჯის გადავეცი და რუნის მივეცი სიტყვა, რომ ის იქნება მისი შემცვლელი”
”ზოგჯერ ფრენკ ლამპარდსაც გაუკეთებია კაპიტნის სამკლაური, მაგრამ მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ვიცე-კაპიტანი უეინ რუნი იქნებოდა” - ჰოჯსონის სიტყვებს Goal - ციტირებს.
წყარო:
Fapl