თბილისი:
მანჩესტერი:
14-10-2012, 16:11
ავტორი: Forrest,
ნანახია: 2297,
კომენტარები: 12
ჰოჯსონმა დაადასტურა, რომ რუნი მომავალში ინგლისის კაპიტანი იქნება
რუნის ინგლისის კაპიტნობა ელის
ჰოჯსონმა დაადასტურა, რომ რუნი მომავალში ინგლისის კაპიტანი იქნება
ინგლისის ნაკრების დამრიგებელმა, როი ჰოჯსონმა დააფასა რუნის ლიდერული თვისებები და განაცხადა, რომ მომავალში რუნის ინგლისის კაპიტნობა ელის.

მოცემულ დროში ”სამი ლომის” კაპიტანად სტივენ ჯერარდი გვევლინება. ”ლივერპულის” ნახევარმცველმა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა სან მარინოსთან მატჩი პარასკევს. ამიტომ პირველად თავის კარიერაში რუნის მოუწია ”სამი ლომის” კაპიტნობა.

”მანჩესტერ იუნაიტედის” 26 წლის ფორვარდმა ძალიან კარგად წარმოაჩინა ლიდერული თვისებები და კარგი შთაბეჭდილება დაუტოვა როი ჰოჯსონს. მან თამაშის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დიდი სიამოვნებით მოირგებდა სამკლაურს კიდევ ბევრჯერ. ჰოჯსონი მართლაც გეგმავს რუნისთვის კაპიტნის სამკლაურის გადაცემას, ოღონდ მომავალში.

”რათქმაუნდა მე ამას განვიხილავ. რუნი ამით ძალიან ამაყობს და მომავალში ამის გამეორება უნდა. ის სერიოზულობით ეკიდება ნაკრების თამაშებს, რაც ჩვენთვის აუცელებელია”

”უეინ რუნი ჩვენი ვიცე-კაპიტანი იყო ევრო 2012 ზე , რათქმაუნდა მან გვიან დაიწყო ტურნირზე მონაწილეობა, მაგრამ ის მაინც ვიცე-კაპიტნად რჩებოდა. მე სამკლაური სტივი ჯის გადავეცი და რუნის მივეცი სიტყვა, რომ ის იქნება მისი შემცვლელი”

”ზოგჯერ ფრენკ ლამპარდსაც გაუკეთებია კაპიტნის სამკლაური, მაგრამ მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ვიცე-კაპიტანი უეინ რუნი იქნებოდა” - ჰოჯსონის სიტყვებს Goal - ციტირებს.

წყარო: Fapl
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Degea1
28 თებერვალი 2013 16:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 206
sagol avtor
0
№12
ავტორი: Manchester United 14
28 აპრილი 2014 11:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
მანჩესიც გახდება და ინგლისისაც
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top