პიტერ შილტონი თვლის, რომ თავისი რეკორდი - 125 მატჩი ინგლისის ნაკრებში უსაფრთხოდ იქნება მანამ, სანამ რუნი თამაშის ხარისხს არ გააუმჯობესემს.
უეინს 9 მატჩი აქვს დარჩენილი ინგლისის ნაკრების ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიტყვის სათქმელად. თუ მომდევნო წლის 5 ოქტომბრამდე ის ყველა შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს, მომდევნო რეკორდსაც დაამხობს.
კაპიტანს მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთი გოლი აქვს გატანილი, ვერ ხვდება "მანჩესტერ იუნაიტედის" ძირითად შემადგენლობაში და კონკურენცია უწევს ნაკრების თავდამსხმელებთან - ჰარი კეინთან, ჯეიმი ვარდისთან, დანიელ სტარიჯთან და ახლა უკვე მარკუს რეშფორდთან.
"იმედი მაქვს რუნი თავის ძველ ფორმას დაუბრუნდება და გოლების გატანას დაიწყებს, მაგრამ ამისათვის, მან თავდამსხმელის პოზიციაზე უნდა ითამაშოს, რაც მიმდინარე კონკურენციის პირობებში რთულია. თუ მოახერხებს და თავდამსხმელად გადაინაცვლებს, ჩემს რეკორდს დაამხობს. დიდი ხანია რაც რუნის დიდი გულშემატკივარი ვარ - მებრძოლი ფეხბურთელის, რომელიც მოედანზე საკუთარი შესაძლებლობების 100 პროცენტს დებს, როგორც თავდამსხმელი, ის ფანტასტიკურია, თუმცა ბოლო ერთი წელიწადია ამას ვერ ვხედავთ. ევროპის ჩემპიონატზე რუნი კაპიტანი იყო, ნაკრები დამარცხდა ისლანდიასთან, სადაც ვერ ვხედავდი რუნის, ვერ ვხედავდი ლიდერს, თითქმის ერთი წელიწადია უეინ რუნის საერთოდ ვერ ვხედავ." - აცხადებს შილტონი.