თბილისი:
მანჩესტერი:
6-10-2016, 14:07
ავტორი: Jubo,
ნანახია: 3236,
კომენტარები: 13
"რუნი ნაკრებში რეკორდს ვერ დაამხობს"
შილტონი რუნიზე საუბრობს.
პიტერ შილტონი თვლის, რომ თავისი რეკორდი - 125 მატჩი ინგლისის ნაკრებში უსაფრთხოდ იქნება მანამ, სანამ რუნი თამაშის ხარისხს არ გააუმჯობესემს.

უეინს 9 მატჩი აქვს დარჩენილი ინგლისის ნაკრების ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიტყვის სათქმელად. თუ მომდევნო წლის 5 ოქტომბრამდე ის ყველა შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს, მომდევნო რეკორდსაც დაამხობს.

კაპიტანს მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთი გოლი აქვს გატანილი, ვერ ხვდება "მანჩესტერ იუნაიტედის" ძირითად შემადგენლობაში და კონკურენცია უწევს ნაკრების თავდამსხმელებთან - ჰარი კეინთან, ჯეიმი ვარდისთან, დანიელ სტარიჯთან და ახლა უკვე მარკუს რეშფორდთან.

"იმედი მაქვს რუნი თავის ძველ ფორმას დაუბრუნდება და გოლების გატანას დაიწყებს, მაგრამ ამისათვის, მან თავდამსხმელის პოზიციაზე უნდა ითამაშოს, რაც მიმდინარე კონკურენციის პირობებში რთულია. თუ მოახერხებს და თავდამსხმელად გადაინაცვლებს, ჩემს რეკორდს დაამხობს. დიდი ხანია რაც რუნის დიდი გულშემატკივარი ვარ - მებრძოლი ფეხბურთელის, რომელიც მოედანზე საკუთარი შესაძლებლობების 100 პროცენტს დებს, როგორც თავდამსხმელი, ის ფანტასტიკურია, თუმცა ბოლო ერთი წელიწადია ამას ვერ ვხედავთ. ევროპის ჩემპიონატზე რუნი კაპიტანი იყო, ნაკრები დამარცხდა ისლანდიასთან, სადაც ვერ ვხედავდი რუნის, ვერ ვხედავდი ლიდერს, თითქმის ერთი წელიწადია უეინ რუნის საერთოდ ვერ ვხედავ." - აცხადებს შილტონი.

წყარო: skysports.com
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: U N I T E D
6 ოქტომბერი 2016 19:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 165
სამწუხაროდ სიმართლეს ამბობს recourse
0
№12
ავტორი: mufc1878
7 ოქტომბერი 2016 06:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 291
რა სიმართლეს ამბობს 9 მატჩს ვერ ჩაატარებს რუნი?

ღადაობთ მოხსნილია ასიანი რეკორდი რა
0
№13
ავტორი: vanovano
7 ოქტომბერი 2016 12:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
Shrekuniaa
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top