მემფისი ოცნებობს, გახდეს საუკეთესო მოთამაშე "იუნაიტედის" რიგებში.
მემფის დეპაი მიუხედავად მისი ამჟამინდელი ცუდი ფორმისა, მაინც გამოთქვამს სურვილს, გახდეს ''მანჩესტერ იუნაიტედის" საუკეთესო მოთამაშე.
22 წლის ჰოლანდიელი შემტევი ''იუნაიტედმა'' 2015 წლის მაისში ''პსვ' ეინდჰოვენიდან" გადაიბირა, თუმცა მისი დრო ახალ გუნდში გადმოსვლის დღიდან სულ უფრო და უფრო იზღუდება და არ უწევს ისეთ მნიშვნელოვან შეხვედრებში მონაწილეობა, როგორიცაა ''FA CUP''-ის ფინალი და სხვა.
სამწუხაროა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელმა თავი ვერ გაართვა ახალ გამოწვევებს, თუმცა მას გააჩნია უდიდესი პოტენციალი დაიკმაყოფილოს თავისი ამბიცია და მიაღწიოს წარმატებას, როგორც ჟოზე მოურინიოს გუნდში, ისე ეროვნულ ნაკრებში.
მემფისი ეხმაურება იმ კრიტიკას, რომელიც მან ჰოლანდიური გამოცემის ''Metro Nieuws''-გან მიიღო და აცხადებს, რომ იგი ბედნიერია იმით, რაც მას მანჩესტერთან აკავშირებს და არ ნანობს ''პსვ ეინდჰოვენის" დატოვებას იმის მიუხედავად, რომ მან ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა 2014/2015 წლების სეზონში და გახდა ერედივიზიონის ბომბარდირი.
მემფისის შემდეგ სიტყვებს და მის ამბიციებს გამოეხმაურა ჟოზე მოურინიოც. ის აცხადებს ,რომ ''მანჩესტერის'' მე-7 ნომერი უდიდესი ნიჭის მქონეა და მას სჯერა მისი წარმატების და წინსვლის, მას სჯერა, რომ იგი აუცილებლად დაეხმარება გუნდს სასტარტო შემადგენლობიდან.
საინეტესო ორგანიზება ჩაატარა ''MUTV''-იმ. ორგანიზებაში მონაწილეობდა ერთ-ერთი მოზარდი გულშემატკივარი, რომელიც ელოდებოდა მემფისს ''აონის'' სამწვრთნელო კომპლექსთან, რათა გადაეღო მასთან სელფი და გასაუბრებოდა მას.
გასაუბრების დროს აღმოჩნდა, რომ მემფისი კარგი მასწავლებელი ყოფილა. ის გარკვებით ესაუბრებოდა ახალგაზრდა გულშემატკივარს თვითრწმენაზე და თავდაჯერბულობაზე.
''არასდროს შეგეპაროს ეჭვი შენს თავში,შენ ყველაფერს შეძლებ, შენ ეს შეგიძლია. ეს სიტყვები ყოველი ადამიანისთვის სასარგებლოა''-განაცხადა მემფისმა.
მან ასევე დასძინა,რომ გარანტირებული არავის არაფერი აქვს მაგრამ მთავარია ადამიანმა იპოვოს პოზიტივი თავის თავში და მას აუცილებლად დაეხმარება იღბალი წარმატების მიღწევაში.
წყარო:
Official - Manutd.com