თბილისი:
მანჩესტერი:
7-10-2016, 11:18
ავტორი: I L C,
ნანახია: 2912,
კომენტარები: 18
მემფისის ოცნება
მემფისი ოცნებობს, გახდეს საუკეთესო მოთამაშე "იუნაიტედის" რიგებში.
მემფისის ოცნება
მემფის დეპაი მიუხედავად მისი ამჟამინდელი ცუდი ფორმისა, მაინც გამოთქვამს სურვილს, გახდეს ''მანჩესტერ იუნაიტედის" საუკეთესო მოთამაშე.

22 წლის ჰოლანდიელი შემტევი ''იუნაიტედმა'' 2015 წლის მაისში ''პსვ' ეინდჰოვენიდან" გადაიბირა, თუმცა მისი დრო ახალ გუნდში გადმოსვლის დღიდან სულ უფრო და უფრო იზღუდება და არ უწევს ისეთ მნიშვნელოვან შეხვედრებში მონაწილეობა, როგორიცაა ''FA CUP''-ის ფინალი და სხვა.

სამწუხაროა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელმა თავი ვერ გაართვა ახალ გამოწვევებს, თუმცა მას გააჩნია უდიდესი პოტენციალი დაიკმაყოფილოს თავისი ამბიცია და მიაღწიოს წარმატებას, როგორც ჟოზე მოურინიოს გუნდში, ისე ეროვნულ ნაკრებში.

მემფისი ეხმაურება იმ კრიტიკას, რომელიც მან ჰოლანდიური გამოცემის ''Metro Nieuws''-გან მიიღო და აცხადებს, რომ იგი ბედნიერია იმით, რაც მას მანჩესტერთან აკავშირებს და არ ნანობს ''პსვ ეინდჰოვენის" დატოვებას იმის მიუხედავად, რომ მან ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა 2014/2015 წლების სეზონში და გახდა ერედივიზიონის ბომბარდირი.

მემფისის შემდეგ სიტყვებს და მის ამბიციებს გამოეხმაურა ჟოზე მოურინიოც. ის აცხადებს ,რომ ''მანჩესტერის'' მე-7 ნომერი უდიდესი ნიჭის მქონეა და მას სჯერა მისი წარმატების და წინსვლის, მას სჯერა, რომ იგი აუცილებლად დაეხმარება გუნდს სასტარტო შემადგენლობიდან.

საინეტესო ორგანიზება ჩაატარა ''MUTV''-იმ. ორგანიზებაში მონაწილეობდა ერთ-ერთი მოზარდი გულშემატკივარი, რომელიც ელოდებოდა მემფისს ''აონის'' სამწვრთნელო კომპლექსთან, რათა გადაეღო მასთან სელფი და გასაუბრებოდა მას.

გასაუბრების დროს აღმოჩნდა, რომ მემფისი კარგი მასწავლებელი ყოფილა. ის გარკვებით ესაუბრებოდა ახალგაზრდა გულშემატკივარს თვითრწმენაზე და თავდაჯერბულობაზე.

''არასდროს შეგეპაროს ეჭვი შენს თავში,შენ ყველაფერს შეძლებ, შენ ეს შეგიძლია. ეს სიტყვები ყოველი ადამიანისთვის სასარგებლოა''-განაცხადა მემფისმა.

მან ასევე დასძინა,რომ გარანტირებული არავის არაფერი აქვს მაგრამ მთავარია ადამიანმა იპოვოს პოზიტივი თავის თავში და მას აუცილებლად დაეხმარება იღბალი წარმატების მიღწევაში.

წყარო: Official - Manutd.com
სიახლეები
18 კომენტარი
№11
ავტორი: Legend Sir Alex
7 ოქტომბერი 2016 13:56
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
ჟოზემ სანსი უნდა მისცეს და შემდეგ ცოტა უნდა მოიცადოს, მარტო 10 -15 წუთის ინტერველში ვერფაფერს ვერ დაამტკიცებს.
0
№12
ავტორი: dybbuk
7 ოქტომბერი 2016 14:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1596
ფსიქოლოგიური კრიზისი ერთ-ერთი ყველაზე რთული დასაძლევია არამარტო ფეხბურთში, ძაან აჭრილია, მე მაინც მგონია რო ზამთარში მილანში წავა არენდით და ზაფხულში შვიდიანს ბეილს დაახვედრებენ
0
№13
ავტორი: REDmonday
7 ოქტომბერი 2016 14:11
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 118
ფალკაოც ასე იყო სხვათაშორის, არ ქონდა სათამაშო დრო და ვერ ასწრებდა დამტკიცებას, ნუ ფალკაო კიდე სვა თემაცაა, მარა მემფისის შემთხვევაში ბევრად უკეთესადაა საქმე და იმედიანად
0
№14
ავტორი: I L C
7 ოქტომბერი 2016 14:21
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
მჯერა ამ კაცის და იმისიც მჯერა რომ ლოგამრდიი არუნდაიდგეს ამისმაგივრად !!!!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№15
ავტორი: stepno
7 ოქტომბერი 2016 17:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მერეე მონდომება სადაა????
0
№16
ავტორი: zurazura
7 ოქტომბერი 2016 17:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
ციტატა: stepno
მერეე მონდომება სადაა????

ვინ აძლევს მერე მონდომების საშუალებას ;(((((
0
№17
ავტორი: stepno
7 ოქტომბერი 2016 18:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: zurazura
ციტატა: stepno
მერეე მონდომება სადაა????

ვინ აძლევს მერე მონდომების საშუალებას ;(((((

ეგეც არის მაგრამ ტიპი მოედანზე რო გამოდის ისეთი დაბღვერილია რო თამაშის სურვილი არ ააქვს ამას ეგრევე ძირითადი და ლიდერობა მოუნდა და ეგრე არაა პსვ არაა ეს მანჩესტერია.
0
№18
ავტორი: gela-manutd
7 ოქტომბერი 2016 22:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ციტატა: Legend Sir Alex
ჟოზემ სანსი უნდა მისცეს და შემდეგ ცოტა უნდა მოიცადოს, მარტო 10 -15 წუთის ინტერველში ვერფაფერს ვერ დაამტკიცებს.

ხო მარა მეტს არ აყომარებს და რას იზავს ესეც 19 წუთში
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top