მას შემდეგ, რაც სერ ალექს ფერგიუსონი ფეხბურთიდან წავიდა, "მანჩესტერ იუნაიტედი" ტრანსფერებში ფულის ხარჯვას არ ერიდება, კლუბი უკვე მესამე წელია ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია სატრანსფერო ფანჯარაზე და ამ დროის მანძილზე რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერიც განახორციელა.
მიმდინარე სატრანსფერო ფანაჯრაზე "წითელი ეშმაკების" ახალმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ გუნდი 4 ფეხბურთელით გააძლიერა. გუნდს ზლატან იბრაჰიმოვიჩი, პოლ პოგბა, ჰენრიხ მხითარიანი და ერიკ ბაიი შეურთდნენ. მათ სანაცვლოდ "მანჩესტერ იუნაიტედს" 161 მილიონი ფუნტისს გაღება მოუწია.
ინგლისური გრანდის დღევანდელი შემადგენლობა 626 მილიონი ფუნტის ღირებულებისაა. ამ მაჩვენებლით "წითელი ეშმაკები" პირველ ადგილს იკავებენ. მეორე ადგილს "სამეფო კლუბი" იკავებს, რომლის საერთო ღირებულებაც 553 მილიონია.