მილანის "ინტერის" დირექტორმა პიერო აუსილიომ მიანიშნა, რომ მატეო დარმიანი მის გუნდში მომდევნო წელს გადავა.
იტალიელმა ფეხბურთელმა ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა, რადგანაც პორტუგალიელი სპეციალისტი მარჯვენა მცველის პოზიციაზე ანტონიო ვალენსიას გამოყენებას ამჯობინებს, რიგ შემთხვევებში კი ფოსუ-მენსას სამსახურსაც მიმართავს.
მატეოს სახელს რამდენიმე იტალიურ კლუბს უკავშირებენ, ხოლო აუსილიო თავად გამოთქვამს მისი შეძენის სურვილს. როცა ჰკითხეს, ახლოს იყო თუ არა "ინტერი" დარმიანის, "იუვენტუსის" ფეხბურთელ სტეფან ლიხტშტაინერის ან "ზენიტის" მცველ დომენიკო კრიშიტოს შეძენასთან, მან უპასუხა: "ვიტყოდი, ერთზე მეტის... ჩვენ წინაშე არსებული სიტუაციები შევაფასეთ, მაგრამ მერე არაფერი გამოვიდა.
იანვრის სატრანსფერო ფანჯარა ძალზედ შეზღუდულია, რადგან მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელია ხელმისაწვდომი და ჩვენ ისინი უნდა შევარჩიოთ, ვინც გუნდს დამატებით რამეს შესძენს".
უკვე ღიად იწერება, რომ დარმიანი "ინტერში" იჯარის წესით გადავა და ეს იანვარში მოხდება. სეზონის ბოლოს კი მილანელები სურვილის შემთხვევაში მის შესყიდვას ეცდებიან.