თბილისი:
მანჩესტერი:
3-10-2016, 12:23
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2417,
კომენტარები: 11
დარმიანი კიდევ ერთ იტალიურ გრანდს სურს
მატეო დარმიანი იტალიური კლუბების სამიზნეა.
დარმიანი კიდევ ერთ იტალიურ გრანდს სურს
მილანის "ინტერის" დირექტორმა პიერო აუსილიომ მიანიშნა, რომ მატეო დარმიანი მის გუნდში მომდევნო წელს გადავა.

იტალიელმა ფეხბურთელმა ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა, რადგანაც პორტუგალიელი სპეციალისტი მარჯვენა მცველის პოზიციაზე ანტონიო ვალენსიას გამოყენებას ამჯობინებს, რიგ შემთხვევებში კი ფოსუ-მენსას სამსახურსაც მიმართავს.

მატეოს სახელს რამდენიმე იტალიურ კლუბს უკავშირებენ, ხოლო აუსილიო თავად გამოთქვამს მისი შეძენის სურვილს. როცა ჰკითხეს, ახლოს იყო თუ არა "ინტერი" დარმიანის, "იუვენტუსის" ფეხბურთელ სტეფან ლიხტშტაინერის ან "ზენიტის" მცველ დომენიკო კრიშიტოს შეძენასთან, მან უპასუხა: "ვიტყოდი, ერთზე მეტის... ჩვენ წინაშე არსებული სიტუაციები შევაფასეთ, მაგრამ მერე არაფერი გამოვიდა.

იანვრის სატრანსფერო ფანჯარა ძალზედ შეზღუდულია, რადგან მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელია ხელმისაწვდომი და ჩვენ ისინი უნდა შევარჩიოთ, ვინც გუნდს დამატებით რამეს შესძენს".


უკვე ღიად იწერება, რომ დარმიანი "ინტერში" იჯარის წესით გადავა და ეს იანვარში მოხდება. სეზონის ბოლოს კი მილანელები სურვილის შემთხვევაში მის შესყიდვას ეცდებიან.

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: JuanMata
4 ოქტომბერი 2016 09:15
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
წავა ალბათ და კარგს იზამს, სულ ზამენაზე იქნება ეს, ცუდი მცველი არაა, ეგაა შეტევაში დიდად არ მიდის და მოუ აშკარად მცველებს იყენეს ვინგერებად, ამ შემთხვევაში ვალენსია საუკეთესო არჩევანია.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top